საზოგადოება
ელიზბარ ჯაველიძე: “ქვეყანაში სრული უსამართლობა სუფევს, მხოლოდ სააკაშვილი და მისი ბანდა ცხოვრობენ არხეინად!”

javelidzeსულ რაღაც ორი დღე დარჩა დიდ „სახალხო კრებამდე“, რომლესაც პოლიტიკურ წრებში მოუთმენლად ელოდებიან. სახალხო კრების მიზნებსა და იდეებზე saqinforms ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,საქართველოს მეცნიერებათა აკადემის წევრ-კორესპოდენტი, „სახალხო კრების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი, ელლიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება. – ბატონო ელიზბარ, რა არის სახალხო კრების მთავარი მიზანი?
– „სახალხო კრების“ მიზანია, ქართველ ხალხს დაუბრუნოს რწმენა იმისა, რომ ის არის თავისი ქვეყნის ბატონ-პატრონი. დღეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის აღმართულია ყრუ კედელი. მთავრობას არ უნდა ხალხის მოსმენა, მისი პრობლემების მოგვარება. ქვეყანაში სრული უსამართლობა სუფევს, მხოლოდ სააკაშვილი და მისი ბანდა ცხოვრობენ არხეინად. სააკაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს მსოფლიო მასონების გეგმას. საქართველოში 600-700 ქართველი უნდა დარჩეს მოსამსახურედ, მძღოლად და მეძავად! ამას არ დავუშვებთ, ხალხის ნებას ვერავინ დაუპირისპირდება.
– ამგვარი კრების მოწვევის არა ერთი მცდელობა გვახსოვს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს „სახალხო კრება“ ქართველი ხალხის ნების აღსრულებას?
– დიახ, მრავალი მცდელობა იყო, რასაც ჩვენმა გათიშულობამ, შეუთანხმებლობამ და აზრთა სხვადასხვაობამ შეუშალა ხელი. ამჯერად, ეს კრება შედგება და ხალხის ნება აღსრულდება. მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას: შემოგვიერთდით და ერთად ვიბრძოლოთ „სახალხო კრების“ იდეის განხორციელებისათვის!
ჩვენი მიზანია ამ ვირთხებისგან გავწმინდოთ ქვეყანა. მე მჯერა და მწამს „სახალხო კრების“. რაც ყველაზე მთავარია, „სახლახლო კრებას“ ნდობა გამოუცხადა ქართველმა ხალხმა. სააკაშვილის მიზანია მოსპოს და გააჩანოგოს ქართველი ერი. ესენი მიზმამიმართულად ანგრევენ ყველაფერ ქართულს და ტრადიციულს. უტევენ ჩვენ რწმენას, მართლმადიდებლობას როდემდე უნდა ვითმინოთ? როდემდე მივაჩერდეთ ეს ყაჩაღები როგორ თელავენ საქართველოს?