„მკვლელებო! ჯალათებო! ქათმებო!“ - უყვიროდნენ საპროტესტო აქციის მონაწილენი, ცოცხებისა და წყლით დიდ ზომებამდე გაბერილი პრეზერვატივების ქნევით, კედლებთან მდგარ „ზონის“ წევრებს. „პუტინის მონებო! მიშა მაგარია! გაუმარჯოს ბაჩოს!“ - დაზომბებულებივით ყვიროდნენ პასუხად ისინი, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალით, და რფ-ის პრეზიდენტის მისამართით უცენზურო სიტყვებს ურთავდნენ.
თუ სათვალავში არ მივიღებთ კვერცხებს, რომლებსაც ორივე მხრიდან ისროდნენ და ამისათვის დაკავებულ „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთ აქტივისტს, ღონისძიებამ განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა - მისი ორგანიზატორებისა და, უფრო მეტად, პოლიციელების ორმაგი კორდონის წყალობით, რომელიც მხარეებს აუღებელ კედლად ჰყოფდა. წესრიგის დამცველები ხომ აქციაზე ერთად აღებულ ყველა სხვა დანარჩენზე სამჯერ მეტი იყვნენ!