რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე გაიზარდა, მათ გამოსავალი არ აქვთ, ვა-ბანკის გარდა! პირწავარდნილ მიშისტებს ლინჩის სასამართლო ელოდება, ეს დღეების საკითხია“

1-ARN-pol-1-redსაქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი კომენტარს უკეთებს საქართველოში გასული კვირის ყველაზე აქტუალურ თემებს, რომლებიც საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში უახლოეს ხანებში დარჩება.
-ბატონო არნო, 6 სექტემბერს, ტელეარხ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში თქვენ განაცხადეთ, რომ სააკაშვილი და მისი მომხრეები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. 10 სექტემბერს ეს დაადასტურა საქართველოს შს მინისტრმა ჭიკაიძემ გაზეთ „ალიასთავის“ მიცემულ ინტერვიუში. ამას მოჰყვა თავდასხმა „ასავლა-დასავალის“ ჟურნალიტს დავითაიაზე და მოქალაქე გიორხელიძის გატაცება, რის შემდეგაც პრემიერმა ღარიბაშვილმა „ნაციონალები“ ბოლოჯერ გააფრთხილა, შსს-მ კი გასულ კვირას საქმე აღძრა ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“. როგორ მიგაჩნიათ, ყველა ამ პრევენციული ზომის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე საქართველოში კვლავაც არსებობს?
-საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ეს პირწავარდნილი ნაძირლები ღიად ამხილეს, მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ რჩებათ ვა-ბანკის გარდა - იმიტომ, რომ ამ ჯალათებისთვის მარტო პატიმრობა არ კმარა - ძალიან მალე სახალხო მოთმინების ფიალა აივსება და მიშისტებს ლინჩის სასამართლო ელოდება! ეს თვეების კი არა, დღეების საკითხია.

-როგორია მათი შანსები და რა ძალებს ფლობენ ისინი, გარდა დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერისა?

-ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოსვლის შანსი ამ არარაობებს ჯერჯერობით არ აქვთ, თუმცა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ეს მესაბოტაჟეები ახდენენ. რაც შეეხება ძალებს: კრაზანების ბუდეები - „ნაცმოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ ოფისები -  მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის მწვარვალია, 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში ხომ პირწავარდნილმა არამზადამ და ტვინდაავადებულმა ნაძირალა სააკაშვილმა საქართველოში ბევრი თავისნაირი კლონი და კლოუნი გამოზარდა! თქვენ გგონიათ, რომ 2012 წელს, ციხეებში წამების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ისინი რაიმეს მიხვდნენ, მოინანიეს ან გონს მოეგნენ?! არა! მომისმენია, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „ძალიანაც კარგი ვქენით, კიდევ ცოტას ვშვრებოდით, და მალე ასევე მოვიქცევით!“ დღეს ეს გაიძვერები უბრალოდ გაყუჩდნენ დროებით და მხოლოდ სიგნალს ელოდებიან! ამ დაზომბებულ იდიოტებს, რომელთაგან თითოეული, ცალკე აღებული, ისეთივე საზიზღარი ლაჩარია, როგორც მათი კერპი - სექსუალური მანიაკი და ნარკომანი მიშიკ სააკიანი, ქართველ ერთან არაფერი საერთო არ აქვთ, სამაგიეროდ, ტილივით მრავლად არიან ყველა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს საელჩოებში (მაგალითად - ახერბაიჯანში), ყველა ბანკსა და საკომუნიკაციო სისტემაში, უმაღლეს სასწავლებლებში,  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სტრატეგიულ საწარმოში, მათ შორის, ელექტრო და წყალმომმარაგებელ  ობიექტებზე, ყველა ინტერნეტპროვაიდერის ოფისებში, ჩვეულერბივი სატელეფონო და მობილური კავშირების ოპერატორებში, მათ ხელშია მთელი ტელევიზია, გარდა ტელეარხ „ობიექტივისა“, ბევრი საინფორმაციო სააგენტო, გაზეთი და ჟურნალი. ანუ ეს ბინძური ვირთხები ფლობენ ფულსა და ინფორმაციას, მაგრამ ეს არ უშველით - ჩვენთვის ცნობილია მათი გვარები და „საქინფორმი“ მალე ამ დამპალი მოღალატეების ლუსტრაციას დაიწყებს, თუ მანამდე ხელისუფლება არ დააპატიმრებს!

-მაგრამ თუ თქვენ ეს იცთ, ესე იგი, ასეთივე ინფორმაცი, სავარაუდოდ, აქვთ სამართლამდაცავ ორგანოებსაც. მაშ, რატომ არიან უმოქმედოდ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები?

-იმიტომ, რომ ეს თხუნელები ბევრი არიან შსს-შიც, პროკურატურაშიც, იუსტიციის სამინისტროში და ადვოკატთა კორპუსშიც, მათგან სრულად არის დაკომპლექტებული სასამართლოები! ხოლო ყველა, ვითომდა „უფლებადამცველი“ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში უკლებლივ ამ არამზადებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც 9 ოქტომბერს „თავისუფალმა ზონამ“ ოფიციალურად გამოუცხადა მადლობა მხარდაჭერისათვის! კიდევ, თავს იჩენს „კა-გე-ბეს“ სასაცილო პაროდიაში - საქართველოს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალი კადრების არარსებობა...

რატომაა, რომ ჩვენს ნაქებარი იუსტიციის მინისტრს, რომელმაც მთელი ცხოვრება სტრასბურგში გაატარა, არ შეუძლია სწორად დაასაბუთოს ექსტრადიციის მოთხოვნა და დასავლეთის სასამართლოები გამუდმებით უარს ეუბნებიან საქართველოს ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავეების - კეზერაშვლის, ახალიას, ადეიშვილის, თოფურიძის დაბრუნებაზე?! რატომა არიან დღემდე თავისუფალი ბანდის მეთაური ბოკერია და მისი ფაშისტი ხელისბიჭები, თავს რომ ესხმიან ჟურნალისტებს და ტურისტებს გეორგიევსკის ლენტებს გლეჯენ?! რატომ არის სავსე პროკურატურა 2012 წლის საქმეებით, რომლებსაც მსვლელობა არ მიეცა?! რატომ სხედან გულხელდაკრეფილი ომბუდსმენი ნანუაშვილი და ადამიანის უფლებათა დამცველი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბესელია?! თუმცა, მე ვპირდები ქართველ ხალხს, რომ საქინფორმი აიძულებს ხელისუფლებას, აღასრულოს კანონი და დაასრულოს საქმეები, რომლებიც ჩვენი კონტროლის ქვეშაა და ყველა დამნაშავე მალე საკადრის პასუხს დამსახურებისამებრ მიიღებს!

-ბატონო არნო, 11 ოქტომბერს, ტელეარხ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, თქვენ განაცხადეთ, რომ ამერიკას ღარიბაშვილის შეცვლა ალასანიათი იმიტომ სურს, რომ ვაშინგტონში უკმაყოფილო არიან სააკაშვილისა და ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ სისხლის სამართლის დევნის გამო, დამფრთხალი არიან რუსეთში ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდით, ასევე იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ კი „რუსთავი 2“-მა და სხვა ტელეარხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 8 ნოემბერს, პარტიის ყრილობაზე, ალასანია დატოვებს თავდაცვის მინისტრის პოსტს და თავისი პარტიის თავმჯდომარედა დაბრუნდება.

-ეს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ადასტურებს ჩემს პროგნოზს. ის სახელმწიფო თანამდებობიდან მიდის, რათა ხელფეხგახსნილი სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციას და პოლიტიკურ ბრძოლას ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. წინააღმდეგობრივი სხვა რამ არის - რადგან იყო მინისტრი და იმავდროულად პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არ შეიძლება. ისევე, როგორც არ შეიძლება აგრესიული ანტირუსული განცხადებების გაკეთება, როცა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხარ, რისი უფლებაც მან საკუთარ თავს გასულ კვირას მისცა თავისი მეუღლის ღვიძლ დასთან - საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძესთან ერთად.

-თუმცა, მისი პარტია - „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ - მცირერიცხოვანი და არაპოპულარულია...

-სამაგიეროდ, ალასანიას პარტიას მხარს დაუჭერენ „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი მემარჯვენეები“ და ბევრი სხვა გამყიდველი პოლიტიკური მეძავები, ასევე, პრეზიდენტი მარგველაშვილი, ევროინტეგრაციის მინისტრი პეტრიაშვილი, შერიგების მინისტრი ზაქარეიშვილი, განათლების მინისტრი სანიკიძე, პარლამენტარი სანიკიძე და, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე. ძალიან ვწუხვარ, რომ მამია ალასანიას შვილმა გადახაზა მთელი ის პოზიტივი და გარკვეული სიმპათიები, რომლებიც მის მიმართ იყო ხალხში, განსაკუთრებით სოხუმში ვიზიტისა და სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ, და აჰყვა ავანტიურას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბომჟი, იაფფასიანი აფერისტი და საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავე - მკვლელი სააკიანისა და მისი ამერიკელი ბოსების - მაკკეინის ტიპის პროვოკატორებისგან მოდის. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მას უარი უთხრა პრეზიდენტობაზე და ვიცე-პრემიერობიდანაც გაათავისუფლა, ალასანიას მხრიდან არასწორია, პრემიერ-მინისტრად გახდომას ეცადოს სხვა მეთოდებით, რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო თანამშრომლობისა და საქართველოში ნატოს ბაზების გახსნის თემებზე სპეკულირებით, რაც დაგვღუპავს და უკიდურესად გაამწვავებს საქართველოს ურთიერთობას სოხმეთთან და სიტუაციას სამცხე-ჯავახეთში.

საერთოდ, მინდა ვკითხო ალასანიას: ასე თავისუფლად როგორ მიემგზავრებიან პანკისელები სირიაში საბრძოლველად და უქმეებზე შინ ბრუნდებიან - დასასვენებლად და ჭრილობების მოსაშუშებლად?! რა, თავდაცვის სამინისტროში ახალი სახის - სამხედრო ტურიზმი გაიხსნა?! და როგორ იქცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სერჟანტი ბათირაშვილი „ირანისა და ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად? ესე იგი, ყველა რუსი ჩინოვნიკი, რომლებიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, აცხადებდნენ, რომ საქართველოში პანკისის ხეობაში ჩეჩენი ბოევიკების საწვრთნელი ბაზები იყო განთავსებული, მართალს ამბობდნენ?!

-თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ სომხეთი და სამცხე-ჯავახეთის სომხები - საქართველოში ნატოს ბაზების წინააღმდეგი არიან?

-მაქვს. 20 სექტემბერს კი, ერევანში, მეხუთე საყოველთაო სომხურ ფორუმზე „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ გამგეობის წევრმა არცვი ნავასარდიანმა, თავის გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა: „თურქეთსა და აზერბაიჯანს 2015 წელს სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა სურთ: „ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქო“. მოგიწოდებთ, ამ ანტოსუმხური გეგმის საპირწონედ, გაიხსნას სარკინიგზო მიმოსვლა „სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევანი“ და განიბლოკოს სარკინიგზო მიმოსვლა „ყარსი-გიუმრი-თბილისი-ერევანი“. გასულ კვირას მარგველაშვილს წამოცდა, რომ ეს რკინიგზა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანას მოემსახურება, რასაც დიდი ხნის წინ ვაცხადებდი. კიდევ, ეს რკინიგზა თურქებით დაკომპლექტებული ნატოს ბაზის უზურნველყოფას მოახდენს სომხებით დასახლებულ ახალქალაქში... სწორედ ეს შეშფოთება იყო სომხეთის პრეზიდენტი სარგსიანისა და ექსპრეზიდენტი კოჩარიანის ამასწინანდელი კონფიდენციალური არაოფიციალური შეხვედრის თემა ერევანში.

-11 ოქტომბერს, იმავე ტელეეთერში, თქვენ უსაყვედურეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რფ-სთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ჟურნალისტებთან მისი კომენტარის გამო 9 ოქტომბერს, როცა მან განაცხადა, რომ საფრთხეს ამიერკავკასიისათვის წარმოადგენს არა საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ, არამედ რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთსა და ოსეთში. გარდა ამისა, თქვენ გააკრიტიკეთ ჟენევის ფორმატი, განაცხადეთ რა, რომ მოლაპარაკებების 29-ვე რაუნდი კრახით დასრულდა იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია დაკომპლექტებულია, სანაკოევისა და ბუტაფორული ფიგურა ყოლბიას მსგავსი, სააკაშვილის მარიონეტებით - ადამიანებით, რომლებიც არ უყვართ საქართველოში, არ იცნობენ მოსკოვში და სძულთ ცხინვალსა და სოხუმში. გასულ კვირას კი დღის წესრიგში მართლაც დადგა კარასაინი-აბაშიძის ფორმატის შეწყვეტისა და ჟენევის შეხვედრების მიზანშეწონილობის საკითხი...

-მე არ მითქვამს, რომ ეს ფორმატები უნდა გაუქმდეს. უბრალოდ, პრემიერ ღარიბაშვილს ახლა კარგი მიზეზი აქვს, შეცვალოს ქართული მხარის მომლაპარაკებელთა შემადგენლობა. თუმცა, უცოდველი არც რუსული მხარეა, იმიტომ, რომ ისევ გასაოცრად განურჩეველია! პირდაპირ ვაცხადებ: რუსეთისგან საქართველოს გაუცხოებაში დამნაშავე არიან არა მარტო სააკაშვილი და „ნაციონალები“, არამედ მოსკოვიც - ის რუსი ჩინოვნიკები, რომელთა წყალობითაც ქართველებისთვის რუსებს წარმოდგენენ მაქსიმ შევჩენკო და ოლეგ პანფილოვი, ხოლო რუსებისთვის ქართველებს - ბუბა კიკაბიძესა და „პიკ“-ის ჟურნალისტები! მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთის ხელსიუფლების შესაბამის წრეებში თავს უწინდებურად არ იტვირთავენ და უფრთხიან საქართველოში ქართველ პატრიოტებთან საუბარს, რომლებიც გავლენით სარგებლობენ ქართველ საზოგადოებაში და პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობენ ხალხში. მოსკოვი უწინდებურად ურთიერტობს მხოლოდ ვირტუალურ საქარველოსთან, არაშორსმჭვრეტელი რუსული ბიუროკრატიის მიერ სანიშნად და საკუთარი კომფორტისთვის რომ შეიქმნა, ამიტომაც წარმოდგენა არა აქვთ აქ მიმდინარე პროცესებსა და ქართველი ხალხის სასოებაზე.

-რაკიღა გვარებს  ასახელებთ, ესე იგი, კონკრეტული ფაქტები გაქვთ მხედველობაში?

-მრავალი ფაქტი! აი თქვენ, გამოცდილმა ჟურნალისტმა, იცოდით, რომ თურმე 22-27 სექტემბერს „ა. მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარადჭერის ფონდმა“ პრესტური მოაწყო „ქართველი ჟურნალისტებისათვის“, ორგანიზება გაუკეთა მათთვის მოკოვში ძალიან საინტერესო შეხვედრებს, მათ შორის, კარასინსა და პრიმაკოვთან? არა! იმიტომ, რომ ქართველ ჟურნალისტებად მოსკოვში ანტირუსული დივერსიული ტელეკომპნაია „პიკ“-ის ყოფილ თანამშრომლებს მიიჩნევენ, რომლებსაც ნამდვილ საქართველოსთან არაფერი საერთო არ აქვთ! უცნობია, რა პრინციპით შეარჩიეს ეს ჟურნალისტები, მაგრამ სწორედ ისინი მიიწვიეს მოსკოვში. მე აქ მხედველობაში არ მაქვს მათი არაქართული გვარები და ქართული ენის არცოდნა, მაგრამ სწორედ ამის გამო ამ შეხვედრების არქიმნიშვნელოვანი დეტალები უცნობი დარჩა საქართველოსა და ქართველებისათვის!

მაგალითად, მრავალსაათიანი საუბრისას, კარასინმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კონფედერაციაში ცხოვრობდნენ! შეიძლება რაიმე იმაზე მნიშნელოვანი იყოს, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამის თაობაზე რუსეთის თვალსაზრისი?! გარდა ამისა, კარასინმა განაცხადა. რომ ღარიბაშვილის მხრიდან პოლიტიკური გამბედაობა იყო, არ შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს რფ-ის წინააღმდეგ.

„ქართველი ჟურნალისტების“ იმავე შემადგენლობისათვის 14-16 ოქტომბერს თბილისში მოეწყო რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო მედიაფორუმი „მედია გლობალური კრიზისების კონტექსტში“, სადაც რელიგიათმცოდნე შევჩენკომ ჟურნალისტიკაში „მასტერ-კლასები“ მოაწყო... გსმენიათ ამის შესახებ?

-არა, მხოლოდ პოსტფაქტუმ წავაწყდი ინტერნეტში მათ შემაჯამებელ განცხადებას...

-აი ხომ ხედავთ! რატომ მოაწყვეს უჩუმრად ეს ღონისძიებაც და ბევრი საინტერესო სტუმრის ჩამოსვლაც, შევჩენკოს გამოკლებით, ქართველი საზოგადოებისა და ნამდვილად ქართველი ჟურნალისტებისათვის უცნობი დარჩა?! შემდეგ კი მოსკოვში მათ აჯილდოებენ და უკვირთ, როცა ბუბაკიკაბიძეები უკან, სახეში ესვრიან ორდენებს! იმიტომ, რომ ჩრდილოეთის დედაქალაქში ვიღაც ძალიან გაირჯა იმისათის, რომ რუსეთი, ჩვენთვის, ქართველებისათვის, დღეს ასოცირდებოდეს საქართველოში „რუსული ჟურნალისტიკის სკოლის“ ვაი-შემქმნელთან - პედერასტ პანფილოვთან და საქართველოში ჟურნალისტიკის „მასტერ-კლასების“ მომწყობ, აფხაზეთის ომის „გმირ“ შევჩენკოსთან! რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს მათი არარუსული წარმომავლობა...

ესაუბრა და მოამზადა მაია ჯავახიშვილმა