რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „კაცია ალასანია?” როცა რუსეთუმე მარგველაშვილი ჩვენი წინაპრების ევროპულ არჩევანზე ლაპარაკობს, ის აღმოსავლეთ ევროპას გულისხმობს, რუსეთის სახით, და ერეკლე მეორის გეორგიევსკის ტრაქტატს!

1Iarex-pol-1-red-1-mtჩემმა პუბლიკაციამ - ალასანიას არაბული შემოდგომა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი და მოწონება დაიმსახურა, რადგანაც იქ მოყვანილი ანალიზი არის სრული სიმართლე, როგორც ყველა დანარჩენი ჩემი პროგნოზი.
გაგახსენებთ, რომ 2012 წლიდან და ბოლო წუთებამდე მე ვაფრთხილებდი და ფაქტებით ვუდასტურებდი ჯერ პრემიერ ივანიშვილს, მერე პრემიერ ღარიბაშვილს, რომ ალასანია, ფანჯიკიძე, პეტრიაშვილი, მარგველაშვილი, ზაქარეიშვილი, „რესპუბლიკელები“, საქართველოში ყველა ტელევიზია და ე.წ. „ექსპერტები“ - სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრები, ანუ მათი არაკეთილმოსურნეები და საქართველოს მტრები არიან. მერე იყო და, ივანიშვილმა ცნობილ ტელეწამყვანებს და „ექსპერტებს“ ნიღბები ჩამოხსნა; მერე იყო, ღარიბაშვილი იძულებული რომ გახდა 6 მინისტრი გაეშვა; და აი, გასულ კვირას ალასანია - ფანჯიკიძე - პეტრიაშვილის ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულებაც გასკდა! ამაში არაფერია გასაკვირი - განა შეიძლება სააკაშვილთან ნამუშევარი ადამიანი შეიცვალოს, განა შეიძლება ალასანია კაცი გახდეს?!
მე დღეს არ მაქვს არანაირი შეკითხვა სააკაშვილის მეგობართა კლუბთან - მე მინდა შევეკითხო იმ ზომბირებულ თანამემამულეებს, რომლებიც ამ ქვეყანას ჯერ კიდევ გამყიდველი პროქტოპოლიტოლოგების - სოსოცისკარიშვილების, ხათუნალაღაზიძეების, ელენეხოშტარიასა და „რუსთავი 2“-ის თვალით უყურებენ:

როგორ და რით აპირებდა ალასანია, დაეცვა თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები, როგორც გასულ კვირას ბევრჯერ გაიმეორა - „ჩვენი ბიჭები, თავი დაუცველად რომ არ იგრძნონ“? თუ დაცვა უნდოდა, რატომ არ ჩამოჰყავს მშობლიური ამერიკიდან საუკეთესო  ადვოკატები?! ან, თუ სათქმელი აქვს, სააკაშვილივით რატომ უვლის გვერდს პროკურატურას და ჩვენების მიცემას თავს არიდებს?! განა საუკეთესო დაცვა იმ კითხვებზე პასუხი არ იქნებოდა, ივანიშვილმა ტელევიზიით რომ დაუსვა?! რა ვერ მოიფიქრა ორი კვირა  ორ შეკითხვაზე პასუხი: ა) რატომ გადაიხადა 6 მილიონი 2 წლით ადრე იმაში, რაც თავდაცვის სამინისტროს უფასოდაც ეკუთვნოდა; ბ) რატომ ამდიდრებდა ნაციონალებს, რომლებიც 3 წელი ქართველ ჯარისკაცებს წამლავდნენ? ან, იქნებ, „ბიჭების დაცვაში“ ალასანია ძალოვან ვარიანტს - სამხედრო ბუნტს და სახელმწიფო გადატრიალებას გულისხმობდა?!

თუ ალასანია საქართველოში „არაბულ გაზაფხულს“ არ აპირებდა, რა უნდოდა გუშინ ავლაბრის პრეზიდენციაში „კარალევა მარგოსთან“?! უმადურ მარგველაშვილთან, რომელსაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და მთავრობის დამხობა სურს, ოღონდ თავისი არასრულფასოვნების კომპლექსი დაძლიოს - ივანიშვილის მიერ დასმული პრეზიდენტის -  და ბოკერიას იმედები გაამართლოს!

ოქრუაშვილი, ბარამიძე, კეზერაშვილი, ახალაია, ალასანია - რატომ ბოლო 10 წლის საქართველოს თავდაცვის ყველა მინისტრი დასაჭერი გაგვიხდა? ეს თანამდებობა სისხლის სამართლის დამნაშავეებისაა, თუ ისინი მანდ მუშაობისას ასეთებად ყალიბდებიან? იქნებ, ისინი დამნაშავეებად იმ ძალამ განზრახ გადააქცია, რომელიც 2004 წლიდან 2014 წლამდე საქართველოს ერთპიროვნულად მართავს?! მათ შორის, იმ ქვეყნის სამხედრო უწყებამ, სადაც ჩვენი ქვეყნის პირველი სამხედრო პირი - გენშტაბის უფროსი - 10 დღე მოვლენების დამთავრებას ელოდა და საქართველოში მარტო ამ ორშაბათს, 10 ნოემბერს, ჩამოვიდა? ქართული ჯარი კი უპატრონოდ, ორი სამოქალაქო პირის - მეამბოხე მინისტრისა და მთავარსარდლის - იმედად იყო მიტოვებული... 

გასულ კვირას აშშ-ის კონგრესის ორივე პალატა „რესპუბლიკელების“ ხელში გადავიდა და პრეზიდენტი ობამა პრეზიდენტ მარგველაშვილს გაუთანაბრდა. ვინ ეხატება გულზე მაკკეინის გამარჯვებულ თანაპარტიელებს - ივანიშვილი და ღარიბაშვილი, თუ ცე-რე-უს „საქათმეში“ გამოზრდილი ალასანია და უსუფაშვილი?! რატომ არც ერთხელ - 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ - საქართველოს №1 სტრატეგიული პარტნიორი - ქვეყანა არ დაინტერესებულა: ვინ ვაჭრობს თავდაცვის სამინისტროში იარაღით, ტანკებით, ვერტმფრენებითა და ტყვია-წამლით? ვინ ახორციელებს უვარგისი ტექნიკის და საბრძოლო მასალების შესყიდვებს ასტრონომიულ თანხებად და რომელ ქვეყნებში მიდის ამერიკელი და ქართველი გადამხდელების ფულით ნაყიდი შეიარაღება?! ახლო აღმოსავლეთში და  უფრო ახლო, პანკისის ხეობაში ხომ არა, საერთაშორისო ტერორისტებთან?! მეტიც - რატომ ტეხს დასავლეთი განგაშს საქართველოს პროკურატურის მიერ ყველა დაწყებულ გამოძიებაზე და მათ „დემოკრატიის საფრთხედ“, „ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევად“ და „პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებად“ აფასებს?

და ბოლოს: გასულ კვირას, როცა საქართველო სამხედრო დიქტატურის საფრთხის წინაშე იდგა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „უაღრესად ბედნიერია“, რომ საქართველო „ბრუნდება მშობლიურ ოჯახში - ევროპაში“, და რომ ეს „არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ჩვენი წინაპრების არჩევანი“...

თუ გავითვალისწინებთ, რომ არ შეიძლება დაბრუნდე იქ, სადაც არასდროს ყოფილხარ, და რომ ევროკავშირისთვის საქართველო - აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყანაა, გამოდის, რომ რუსეთუმე მარგველაშვილი ევროპაში აღმოსავლეთ ევროპას გულისხმობდა, რუსეთის სახით, წინაპრების არჩევანში კი - ერეკლე მეორის გეორგიევსკის ტრაქტატს! აი თურმე რატომ იძახდა „ნიჩურტა“ - რუსული ენა ქართული კულტურის ნაწილიაო, ილიამ განათლება რუსულად მიიღო და რუსული ჩვენი სახელმწიფო ენა იყოო! ქართველებს კიდევ, ჯიუტად მაინც ნატოში რომ მიისწრაფვიან, სულ გონებაჩლუნგი დებილები უწოდა...

P.S. ახლა თვითონ იმსჯელეთ - ისევ დავრჩეთ თოჯინებად სხვის სპექტაკლში, თუ პირველებმა გავარღვიოთ „კავკასიური ცარცის წრე“ და ღარიბაშვილის მიერ დაწყებული „ავლაბრის შეთქმულების“ გამოძიება ბოლომდე მივიყვანოთ? თუ - მეორე, საქართველო გახდება მაგალითი აზერბაიჯანის, სომხეთის, თვით დიდი ჩრდილოელი მეზობელისთვისაც კი, დაიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და კავკასიაში ისევ ლიდერის პოზიციებს დაიკავებს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი სპეციალურად
საინფორმაციო სააგენტო Rex-თვის
2014 წლის 14 ნოემბერი
საქართველო, თბილისი

1iarex-pol-1-red-1-1 1iarex-pol-1red-1-2