რედაქტორისგან
„ღარიბაშვილი პუტინთან შესახვედრად მზად არ არის, რადგან მზაობა ამ შეხვედრისათვის გულისხმობს კომპრომისებს ორ კონკრეტულ საკითხში“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ „Свободная Пресса“-ს (რუსეთი)

pol-1-red-1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველი პოლიტოლოგის, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ საგამომცემლო სახლს - «Свободная Пресса» (რუსეთი).
СП”: - ნაციონალებმა არაერთელ დააანონსეს ხელისუფლებაში დაბრუნება ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გზით შემოდგომაზე. აქვთ თუ არა მათ რაიმე კავშირი მმართველი კოალიციის დაშლასთან და თუ არ აქვთ, როგორია მათ მიერ სიტუაციის გამოყენების შანსი?
ა. ხ.: - კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლაზე საუბარი, როგორც ბოლო დღეების მოვლენებმა უჩვენა, ნაადრევია. შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ კოალიციის დაშლის მცდელობაზე, რადგან ასეთი მცდელობები მომავალშიც იქნება, პირველ რიგში - „რესპუბლიკელების“ მხრიდან.

კოალიცია იმთავითვე წარმოადგენდა ეკლექტურ გაერთიანებას, რომელიც არა ერთიან იდეოლოგიურ პლატფორმაზე გაერთიანდა მისი შემქმნელი - ბიძინა ივანიშვილის ერთგულებით, არამედ ელექტორატის არმქონე ოთხი პარტიის რეანიმაციისა და თითოეული მათგანისთვის ივანიშვილის საჩუქრის – მილიონი ლარის მიღებით. პირადი და კლანური ინტერესები - აი მთავარი და ერთადერთი ლეიტმოტივი ყველა ამ ქართველი ხალხისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკოსებისა, რომლებიც პარლამენტიდან, აგერ უკვე მესამე ათწლეულია, არ გამომძვრალან…

სწორედ ეს ფაქტორი - პირადი ინტერესი, რათა ნებისმიერ ფასად დარჩნენ „მზის ქვეშ“ - იძლევა შიშის საფუძველს, რომ მათ არ ჰყავთ მუდმივი პოლიტიკური მოკავშირეები და ეს „კონიუნქტურშჩიკები“ სიხარულით მიეყიდებიან ნებისმიერ, მათთვის მოგებიან წინადადებაზე.

ასეთი წინადადება დიდი ხანია მიიღო „ნაციონალური მოძრაობისგან“ ალასანიას პარტიამ და მისმა საპარლამენტო ფრაქციამ ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ალასანიას დამსახურებით, რომელიც ივანიშვილის წინაშე პასუხისმგებელი იყო მთელ რეგიონზე - სამეგრელოს მხარეზე და ამავდროულად, ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, მოეწყო საიდუმლო გარიგება ახალაიას ოჯახთან. შედეგად კოალიციამ პირწმინდად წააგო ყველა 7 რეგიონი, ხოლო ზუგდიდის მაჟორიტარი როლანდ ახალია გახდა.

არ დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი ჩინოვნიკი, რომელიც რაღაც დროს სააკაშვილის ხელისუფლებაში მუშაობდა, მუდამ აღმოჩნდებოდა „თხუნელა“, სადაც არ უნდა ჩანერგილიყო. ასე მოხდა თავდაცვის მინისტრი ალასანიას შემთხვევაშიც, რომელიც სააკაშვილმა, თავისი პრეზიდენტობის დროს,  გაეროში საქართველოს ელჩად დანიშნა. ალასანია, მისი მეუღლის ღვიძლი და - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი მეგობარი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი წარმოადგენდა „სამეულს“, რომელმაც მთელი საგარეო პოლიტიკური სექტორის პრივატიზება მოახდინა. საზღვარგარეთული ვიზიტებისას ისინი წარმოადგენდნენ მოქმედ პრემიერს მოწყალე ღიმილით, როგორც ოლიგარქ ივანიშვილის გამოუცდელ შეგირდს, რომელსაც იძულებული ხარ, მოუთმინო და, ამავდროულად, მთლიანად ადასტურებდნენ თავის სიმპატიებს სააკაშვილის მიღწევისადმი.

15 ნოემბერი - „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულების ფიქტიური საბაბით, გვაჩვენა – აქვთ თუ არა მათ შანსი, პრემიერ ღარიბაშვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნან. თუმცა, რუსოფობიური პლატფორმა, ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ სააკაშვილის „ნაცმოძრაობასთან“ რომ ანათესავებს, ასევე შეხედულებების თითქმის სრული თანხვედრა და ივანიშვილისთვის სამაგიეროს მიზღვის სურვილი - მათი შემდგომი დესქტრუქციული საქმიანობისა და საბოტაჟის მცდელობების წინაპირობაა. ვფიქრობ, ეს სრულად გამომჟღავნდება თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების კორუფციული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობისას.

СП“: - ჰყავს თუ არა სააკაშვილს გავლენიანი მფარველები დასავლეთში და როგორია შანსები, რომ ისინი კვლავაც მასზე ჩამოვლენ ფსონს? შესაძლებელია თუ არა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით წარმოიშვას ოპოზიცია, რომელიც ახალ ლიდერს წამოაყენებს?

ა. ხ.: – სააკაშვილი მასხარა და ფსიქიკურად ღრმად დაავადებული ადამიანია, რომელსაც პერმანენტულად გამოიყვანენ ნარკოტიკული კაიფიდან და საკვებად გამოუსადეგარ ჰალსტუხს გაუკეთებენ, როგორც კი კავკასიაში კვლავაც სიტუაციის დესტაბილიზირება გახდება საჭირო. ანუ. მორიგი „მაიდანის“ მოწყობა სომხეთში ან აზერბაიჯანში, ანდა რუსეთისთვის ფეხის დადება ჩრდილოთ კავკასიაში დივერსანტებითა და ტერორისტებით, რომლებთანაც ის მჭიდროდ არის დაკავშირებული.

როგორც ასეთი, სააკაშვილი არავის სჭირდება, აშშ-მა მას სამუშაო ვიზაზეც კი უარი უთხრა, მაგრამ ის გამუდმებით შეაწუხებს მაკკეინს, ბრაიზას, ბილდტს და ყველა დანარჩენ ჩინოვნიკს, რომლებსაც ის საქართველოს ბიუჯეტის მილიონებით მოისყიდიდა და პიარისთვის ასტრონომიულ თანხებს უხდიდა. ასე რომ, დესტაბილიზაციის ფაქტორად მიშას გამოყენება სავსებით შესაძლებელია, თუ იმ დროისათვის მას წითელი ცირკულარით ძებნაში არ გამოაცხადებს ინტერპოლი და არ მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც ქართული მართლმსაჯულების წინაშე მრავალი სისხლის სამართლის საქმეზე წარდგება.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ ახალ ლიდერებსა და შიდა ოპოზიციას - დიახ, „ნაცმოძრაობის“ შიგნით დიდი ხანია არსებობს რამდენიმე დაჯგუფება, რომელთაგან თითოეულს ჰყავს თავისი ლიდერი, ამის დეფიციტი მათ არ აქვთ და ხელისუფლებაში  9-წლიან    ყოფნას მათთვის, სოროსისა და „კმარას“ ტრენინგგავლილებისათვის,  უკვალოდ არ ჩაუვლია. გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და ვანო მერაბიშვილი, მიშა მაჭავარიანი და ნიკა მელია - ნებისმიერი მათგანი მზადაა, დღესვე აიტაცოს „მიშას დროშა“, თითოეული მათგანი საკმარისად მომზადებული, დემაგოგიური და ჰიპერაქტიურია. თუმცა, დღეს ჭკუა ყოფნით, ერთმანეთს გვერდი აუბან და არ ჩაუშვან პროკურატურაში - ამას მათ კრიმინალური ინსტინქტი კარნახობს.

СП”: - არსებულ ვითარებაში როგორ მოიქცევა ოფიციალური დასავლეთი? როგოც ცნობილია, აშშ-ის პოლიტიკას საფუძვლად უდევს წინააღმდეგობრიობებზე თამაში...

ა. ხ.: - საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსის საკითხებში განსხვავების არ არსებობის მიუხედავად, ახალი ხელისუფლების მხრიდან რფ-ს მიმართ მილიტარისტულ და უბრალოდ შეურაცხმყოფელ რიტორიკაზე უარის თქმა, რუსეთთან თუ დიპლომატიური არა, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენამ, ასევე რფ-ის მიმართ დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობაზე უარის თქმამ უკიდურესად აღაშფოთა დასავლეთი. არანაკლებ აღაშფოთა ისინი პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებამ, შეწყვიტოს კოაბიტაცია და დაიწყოს წინა ხელისუფლებისა და პირადად სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეების, მათ შორის, 08.08.08 ომის გარემოებების გამოძიება, რომლის ძაფებიც შესაძლოა ვაშინგტონამდე მიდიოდეს.

ამიტომ, ღარიბაშვილის ამასწინანდელი განცხადების შემდეგ, რომ მისთვის მთავარი საქართველოს ინტერესებია და მისი მოწინააღმდეგეები დაისჯებიან, ვინც არ უნდა იდგეს მათ უკან, საბოლოოდ დაარწმუნა სახდეპი გადაწყვეტილებაში, დაჩქარებულ ტემპში მოამზადოს ახალი ძალა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის კომბინირებული სცენარისთვის. სააკაშვილის „მაიდანისთვის“, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ალასანიას „არაბულ გაზაფხულში“ გადაიზარდოს.

სხვაგვარად, აშშ-ის ყველა გეგმა საქართველოში ნატოს ბაზებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სასწრაფოდ განთავსების შესახებ, რაც წლის ბოლომდე აქ უკვე თავდაცვის ექსმინისტრ ალასანიას ხელშწყობითა და მოთხოვნით უნდა განხორციელებულიყო, ასევე ირანსა და კასპიისპირეთში გასასვლელად ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზის  მშენებლობის, აგრეთვე, ავღანეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტინგენტის გამოყვანის გეგმები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.

აშშ ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას, თურქეთსა და რფ-ს შორის სირიის გამო დაპირისპირება გამოიყენოს და ამიტომ ლოლიავს დღეს არავის დაუწყებს, მათ შორის, საქართველოსაც. ქართული პოლიტისტებლიშმენტი ძალიან ხარბი და გამყიდველია, სააკაშვილი და აშშ კი დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს ფლობენ. ამიტომ „ნაცმოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გვერდით დღეს მრავალი სხვადასხვა პარტია დადგება - პოლიტიკური ბანკროტები, მაგრამ რომლებიც ერთად და ფულის გულისთვის სავსებით გამოდგებიან „მასოვკისთვის“. მაგალითად, ისეთი პარტიები, როგორიცაა „ახალი მემარჯვენეები“ და „ედპ“.

СП”: - შეუძლია თუ არა არსებულ სიტუაციას გავლენა მოახდინოს ევროინტეგრაციის პროცესებსა და რუსეთან ურთიერთობაზე? ვის მიერ და როგორ შეიძლება გამოყენებული იქნეს რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების ხელმოწერის თემა?

ა. ხ.: რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების ხელმოწერის თემა უკვე გამოყენებულია - სწორედ ის წარმოადგენდა გაპიარებულ საბაბს „გრანდიოზული“, როგორც მისი ორგანიზატორი - „ნაციონალები“ იმედოვნებდნენ, 15 ნოემბრის აქციისა და მსვლელობისათვის, რომელსაც ყველა ანტირუსული და რუსოფობიური ძალა შეუერთდა.

რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესსა და რუსეთთან ურთიერთობას - არა მგონია, რომ უახლოეს ხანებში რამე შეიცვალოს. საქართველო არ მოახდენს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების დენონსირებას, და ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ჯერჯერობით მზად არ არის რფ-სთან დიპურთიერთობის აღდგენისთვის. ღარიბაშვილი მზად არ არის პუტინთან შესახვედრად, რადგან შეხვედრისთვის მზაობა გულისხმობსკონკრეტულ საკითხებში კონკრეტული კომპრომისებისათვის მზადყოფნას, ხოლო სადაო საკითხები საქართველოსა და რუსეთს შორის მხოლოდ ორია და ეს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებაც კი არაა, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში იყო. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ნატოს ბაზები საქართველოში - აი ის ორი კვანძი, რომელთა გახსნა ელემენტარულად შესაძლებელია, თუკი ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ამის გაკეთების პოლიტიკური გადაწყვეტილება მოუმწიფდებათ. ასევე, თუკი ისინი პოლიტიკურ ნებას და სიმამაცეს გამოაჩენენ და მათ გუნდში გამოჩნდება კომპეტენტური პატრიოტების ჯგუფი, რომელიც, გადაყენებული ფანჯიკიძის, პეტრიაშვილისა და ჯერჯერობით ხელისუფლებაშ მყოფი შერიგების მინისტრი - რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილისგან განსხვავებით, ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში და საქმეს „მკვდარი წერტილიდან“ დაძრავს.