რედაქტორისგან
„საიდუმლო სერობა“ ზაქათალაში: სააკაშვილი და სანდრა საქართველოსა და სომხეთში ახალ მაიდანს ამზადებენ! - საქინფორმი

incid-poli-2-red-2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის კრიზისისადმი მიძღვნილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ და მერკელი&ოლანდის შუამავლურმა დიპლომატიამ - საუკეთესო დასტურმა, რომ დღეს ლამაზმანი ევროპაც კი - ტრადიციულად მსუბუქი ყოფაქცევის ქალი! - არასაჯაროდ აღიარა: უკრაინაში აშშ-მა წარმატებით გაიმეორა 08.08.08 ქართული სცენარი ტერიტორიების შემდგომი დაკარგვით, რაც ნატოში ამ ქვეყნების წევრობას აბრკოლებს. კიდევ კარგი, ტერიტორიების დაკარგვაში საუკეთესო სპეციალისტმა იმედი არ გააცრუა... თუმცა სააკაშვილი უკვე ახალ მაიდანს ამზადებს - საქართველოსა და სომხეთში. აი რამდენიმე ფაქტი:

1.“საიდუმლო სერობა“ ზაქათალაში - ორიოდე კვირის წინ, ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავე, გვარად „სააკაშვილი“, ერთი ხანობა დამატებით საქართველოს პრეზიდენტად რომ მუშაობდა, თავისუფლად გამოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ზაქათალაში და იქ რიგით მეორე „სხადნიაკი“ მოაწყო, რომელსაც საქართველოდან, უკრაინიდან და შორეული უცხოეთის ქვეყნებიდან „ნაცმოძრაობის“ მთელი „ნაღები“ ესწრებოდა (პირველი „სხოდკა“ სააკაშვილმა გასულ ზაფხულს სარფში, თურქეთის ტერიტორიაზე ჩაატარა). ნათელია, რომ ზაქათალაში განიხილებოდა არა მოდა-2015-ის ტენდენციები, არამედ ამავე წელს ბრძოლები ქალაქ თბილისში, სადაც „ნაციონალები“აპირებენ პროვოკაციების მოწყობას, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებაში გადაიზრდება და „გრძელი ხანჯლების ღამით“ დაგვირგვინდება! ლიკვიდაცია მისჯილების სიები, რუკები, იარაღი და საბრძოლო მასალები, ჯგუფის მეთაურები - ყველაფერი უკვე მზადაა. ტყუილუბრალოდ როდი დარბის სააკაშვილის საბრძოლო მეგობარი - ყოფილი პირველი ლედი და მოქმედი „ცე-რე-უ“-შნიკი სანდრა რულოვსი უკრაინაში დაღუპული ქართველი დაქირავებული მებრძოლების ოჯახებში საჩუქრებითა და აგიტაციით...

2. სომხეთი: რუს ჯარისკაცთან დაკავშირებული ბნელი ისტორია, რომელმაც სრულებით უმიზეზოდ სომხური ოჯახი გაანადგურა, მხოლოდ დასაწყისია - 2500-ზე მეტი NGO სომხეთში შექმნილი და ჩანერგილია დასავლეთის მიერ, ამიტომ ეცდებიან საბოლოოდ გადაჰკიდონ ერთმანეთს სომხები და რუსები.  ყველაზე ცინცხალი მაგალითი - აფხაზეთში, სოფელ აჩადარაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი „რუსი ჯარისკაცების თავდასხმაა სომხურ ოჯახებზე“, რომელიც უტიფარი ტყუილი გამოდგა!

შეგახსენებთ: დასავლური ფონდები-სპეცსამსახურების მიერ მოსყიდული ქართული და სომხური მედია იტყობინებოდა, რომ სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში არაფხიზელ მდგომარეობაში რუსმა სამხედროებმა ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს 8 ოჯახზე. ეს ტიტქოსდა მდინარე გუმისთას სანაპიროზე მდებარე სოფელში მოხდა, სადაც, ძირითადად, ეთნიკურად სმხური მოსახლეობა ცხოვრობს. აქაოდა, რუსი ოკუპანტები დასახლებაში ჯავშანტრანსპორტიორებითა და „УАЗ“-ის ავტომანქანით შეიჭრნენ, მოსახლეობას ფული და ოქროს ნაკეთობები წაართვეს, ხოლო ერთი ოჯახიდან მანდარინით დატვირთული მანქანა წაიყვანეს,რომელიც გზაში გაფუჭდა და ეშერის ხიდზე დააგდეს. ყაჩაღობის დროს მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სოფლის რამდენიმე მცხოვრებს, ერთი მათგანი, 76 წლის ლუსია ქოჩარიანი თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებაშიც იქნა გადაყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ გაგრის სომხური თემის ხელმძღვანელი აფხაზეთში ხაჩიკ მინასიანი და აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი ლევონ გალუსტიანი, ასევე აფხაზეთის წარმომადგენლები - შსს-ს ხელმძღვანელიდან დაწყებული, რიგითი აფხაზით დამთავრებული - მოცემულ ინფორმაციას უარყოფდნენ, ინციდენტი დაადასტურა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანმა გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ამ შემთხვევას მართლაც ჰქონდა ადგილი და აფხაზური მხარე მიზანმიმართულად ცდილობს ამ ინფორმაციის დამალვას. სპეციალური ჯგუფი ჩავიდა სოფელ აჩადარაში, რათა ეს ფაქტი გადაემოწმებინა და აღმოჩნდა, რომ სოფელ აჩადარაში არც ლუსია და არც ვინმე სხვა, გვარად ქოჩარიანი არ ცხოვრობს და არც არასოდეს უცხოვრია, და არასოდეს არავის სმენია რუსი სამხედროების „თავდასხმის“ ინციდენტის შესახებ...

3.ბოლო ხანს სამცხე-ჯავახეთის სომხებში თითქმის ყოველდღე იღებენ იარაღს და საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას შთაბეჭდილება რჩება, რომ სომხები საქართველოდან გამოყოფისა და ავტონომიის გამოცხადების მიზნით აჯანყების მოსაწყობად ემზადებოდნენ. სინამდვილეში კი იარაღი სომხებს სააკაშვილმა დაურიგა! გასული რეჟიმის ხანაში ადგილობრივი სპეცსამსახურები, თავისი აგენტების მეშვეობით, „მალულად“ აიარაღებდნენ სამცხე-ჯავახეთის სომხებს იარაღითა და საბრძოლო მასალებით. რაღაცას ჰყიდდნენ, ბევრ რამეს კი უბრალოდ ჩუქნიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას - ვითომა პატრიოტული მოსაზრებებითა და სომხებზე ზრუნვით, მათი თავდაცვისათვის საჭიროების შემთხვევაში. სინამდვილეში, ჩანაფიქრი სხვა იყო: „X საათზე“ სააკაშვილის სპეცსამსახურები ამ სომხების სახლებში უნდა შეჭრილიყვნენ, ჩაეტარებინათ ჩხრეკა და აღეძრათ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები, შემდგომ კი, როგორც მინიმუმ, გადაებირებინათ ისინი.

რაც მთავარია - „ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს“ სარკინიგზო გზის სიახლოვეს რეგიონში დაგეგმილი იყო ტერაქტის ორგანიზება და ადგილობრივი მამაკაცების მასობრივი დაკავებები, რაც საშუალებას მისცემდა სააკაშვილის ხელისუფლებას, სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ქვედანაყოფები შეეყვანათ და შემოეღოთ საგანგებო მდგომარეობა „თურქეთ-აზერბაიჯანის ფაქტორის გაძლიერებით“ უკმაყოფილო სომხების დასაჯელად.

დღეს, როცა აღნიშნული რკინიგზის ეტაპობრივი გაშვება და, ამავდროულად, დანაშაულებრივი რეჟიმის მხილება უკვე დაწყებულია, სააკაშვილის დივერსანტებს ამ „პროექტის“ განხორციელების უფრო მეტი მოტივაცია აქვთ. ამიტომ ქართულმა სპეცსამსახურებმა, რომლებიც წინასწარ გაიწმინდება „ნაციონალი თხუნელებისგან“, რეგიონის „დემილიტარიზაციის“ სამუშაო ბოლომდე უნდა მიიყვანონ და გამოავლინონ მიმწოდებელთა მთელი „ჯაჭვი“ პირველ რგოლამდე.

საქინფორმის რედაქცია