რედაქტორისგან
“Bloomberg და კალაძე ცდებიან - აშშ-ის ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტად საქართველოს დაარტყა! ქართული ლარის დევალვაცია ამერიკის ბრალია!“ - საქინფორმი

Kto-polit-3-redaq-2ხუთივე მსოფლიო ვალუტა, რომლებიც წლეულს ყველაზე ცუდ შედეგს აჩვენებს - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტაა, თუმცა, ამ სიაში რუსული რუბლი არ არის, - წერს ლეონიდ ბერშიდსკი თავის სტატიაში, სახელწოდებით „პუტინის გავლენა პოსტსაბჭოთა ეკონომიკაზე“, რომელიც Bloomberg -ზე გამოქვეყნდა. თავისი თეორიის დასტურად ბატონ ბერშიდსკის თავისი არგუმენტები მოჰყავს უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და ბელარუსის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში და მათ რატომღაც „მსოფლიო ვალუტას“ უწოდებს.

საქართველოსთან მიმართებაში ბერშიდსკი მცდარად ხსნის ქართული ლარის დევალვაციას ექსპორტის შემცირებით არა რუსეთში, არამედ უკრაინაში (ციტატა): „რაც შეეხება საქართველოს, რუსეთში მისი ექსპორტის მოცულობა სინამდვილეში გასულ წელს გაიზარდა, ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდს მონაცემები აქვს. ამასთან,  ექსპორტის მოცულობა უკრაინაში, რომელიც ქვეყნისთვის ძირითად სავაჭრო პარტნიორად იქცა, როცა მისი ურთიერთობები რუსეთთან განსაკუთრებით დაძაბული იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შარშან დაახლოებით ორჯერ შემცირდა. საერთო ჯამში, საქართველოს ექსპორტის მოცულობა იანვარში 20%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ერთი წლის წინათ. ასეთი პატარა, 2,5 მლრდ დოლარზე ნაკლები სავალუტო რეზერვების მქონე ეკონომიკისათვის ექსპორტის ამგვარმა შემცირებამ დევალვაცია გარდუვალად აქცია“.

საქინფორმი უკვე წერდა ქართული ეროვნული ვალუტის გასუფასურების მიზეზებზე: ანალიტიკურ ცნობაში „ვინ არის დამნაშავე?“, ასევე მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციაში „ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის მიზეზებზე საქართველოში“. თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ტელევიზიით ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ პრაქტიკულად გაიმეორა ბატონი ბერშიდსკის არაკომპეტენტური თეორები და შედარებისათვის მოიყვანა ეროვნული ვალუტის დევალვაციის მაგალითები იმავე ქვეყნებში, რომლებიც Bloomberg - ის ანალიტიკოსი სტატიაშია მოყვანილი, საქინფორმმა საჭიროდ ჩათვალ, კიდევ ერთხელ განემარტა:

1.ქართული ლარის დევალვაციის მიზეზად იქცა არა უკრაინაში ექსპორტის შემცირება, არამედ დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გამოისობით რუსული რუბლის დევალვაცია და ნავთობზე ფასების ვარდნაა, რამაც შედეგად გამოიღო რუსეთიდან საქრათველოში ფულადი გზავნილების მასის მკვეთრად შემცირება, რომლის წლიური მოცულობაც 1.5 მლრდ დოლარს შეადგენდა; ასევე, რუსეთში ქართული ექსპორტის მოცულობის შემცირება, რაც საქართველოს მთელი ექსპორტის თითქმის 40 %-ს შეადგენს. 

2. როგორც სამართლიანად მიუთითებს ბატონი ბერშიდსკი, მეტ-ნაკლებად გაუფასურებული ეროვნული ვალუტის სიაში „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტაა, მაგრამ ამ ნუსხაში არ არის რუსული რუბლი“, ამიტომ ლოგიკური დასკვნა, რომელსაც ბერშიდსკი გაურბის, ერთია: აშშ-ის ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტად დაარტყა საქართველოს, რომელიც აშშ-ს თავის „№1 სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ“ მიიჩნევს.

3.აზერბაიჯანისა და სომხეთის მაგალითებით აპელირება საერთოდ საფუძველს მოკლებულია, რადგან:

-საქრათველო, აზერბაიჯანის მსგავსად, ნავთობს არ მოიპოვებს - შესაბამისად, არ არის დამოკიდებული ნავთობზე ფასების ვარდნაზე, რისი პროვოცირებაც არაწინდახედულად მოახდინა აშშ-მა ნავთობმომპოვებელი რუსეთის დასასჯელად (რომლემაც ეს ფაქტორი საკუთარ ინტერესებისთვის გამოიყენა - ვალების გადასახდელად, ნარჩენი პროდუქციის სარეალიზაციოდ, რუსული საქონლის კონკურენტუნარიანად გადასაქცევად, გაძვირებულ ამერიკულ პროდუქციასთან შედარებით, და ა. შ.);

- საქართველო, რომელიც ლივლივასავით ტივტივებს პოსტსაბჭოთა სივრცეს, ევროკავშირსა და ნატოს შორის, არ არის ევრაზიული კავშირის წევრი, ამიტომ შეუდარებლად უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ვიდრე სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და რუსეთთან ეკონომიკური „ჭიპლარით“ დაკავშირებული სხვა ქვეყნები, რომლებიც ეროვნული ვალუტის დევალვაციის პირობებშიც კი ინფლაციას არ განიცდიან - არ ეზრდებათ ფასები საქონელზე და სერვისებზე შიდა სამომხმარებლო ბაზარზე.

საქინფორმი
საქართველო, თბილისი
2015 წლის 26 თებერვალი