რედაქტორისგან
საქინფორმის პროგნოზი კვლავაც გამართლდა - აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უარი განაცხადა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე!

peter-polit-3-redaq-2საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ასეთი გადაწყვეტილება მან 9 თებერვალს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. „ორი ქვეყნის ლიდერებმა ამ საკითხზე ერთმანეთს საკუთარი აზრი გაუზიარეს და შეთანხმდნენ, რომ ახლა ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდების დრო არ არის“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა ვაშინგტონში პეტერ ვიტინგმა.

ა.წ. 1 თებერვალს იტყობინებოდნენ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები და სამხედროები კვლავაც განიხილავდნენ კიევისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობას. ამასთან, კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც 2017 წლამდე კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს 1 მლრდ დოლარის ოდენობით, მათ შორის, თავდაცვითი ხასიათის ლეტალური შეიარაღების მიწოდებასაც.

ბარაქ ობამა შიშობდა, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შემთხვევაში, ის შესაძლოა „უცხო ხელში“ მოხვედრილიყო. კიევისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის წინააღმდეგი იყო ევროპის ქვეყნების უმეტესობა - გერმანია, საფრანგეთი, დანია, ესტონეთი, იტალია, უნგრეთი და პოლონეთი.

საქინფორმის მკითხველს შევახსნებთ, რომ 2 მარტს, გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ასევე 10 მარტს ამავე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი აფრთხილებდა:

„როგორი ფსიქიკური პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეს, სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ობამა, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის პირველ დღეებში მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, უკრაინას, თავისი პრეზიდენტობის ფინიშზე ლეტალურ იარაღს არ მისცემს! სააკშვილი, 2015 წლის 4 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას, იარაღს მოითხოვდა უკრაინისათვის, რათა ის მესამე ქვეყნებისთვის მიეყიდა - სხვადასხვა „ცხელ წერტილში“, როგორც ამას საქართველოში აკეთებდა, როცა ქართული არმიისთვის გამოგზავნილ ამერიკულ და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით უკრაინასა და ისრაელში ნაყიდ იარაღს ახლო აღმოსავლეთში ტერორისტებზე ჰყიდდა!“.

უცნობია, ყური მიაპყრო თუ არა პრეზიდენტმა ობამამ საქინფორმის გაფრთხილებას, მაგრამ ფაქტია - ჩვენი პროგნოზი კვლავაც გამართლდა.