რედაქტორისგან
საქინფორმს ყური მიაპყრეს - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი „საკუთარი სურვილის“ საფუძველზე გაათავისუფლეს!

elguja-saz-3-red-1საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადება გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით გუშინ მიმართა. მიზეზად ელგუჯა ხოკრიშვილმასაზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან ყოფნის აუცილებლობა დაასახელა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი არერთხელ დაექვემდებარა საქინფორმის კრიტიკას პუბლიკაციებში:

საქინფორმი კვალს მიჰყვება: “ძუ დათვმა მხოლოდ დაანაყრა ბელი თაფლით და დათვები უკან, ტყეში შებრუნდნენ!“
უცხოელი მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრ ხოკრიშვილსა და ხელვაჩაურის, ყვარლისა და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ათობით ათას დოლარს უხდიან?!“

“შეაჩერეთ მკვლელი! გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, სოროსელმა ელგუჯა ხოკრიშვილმაწითელ წიგნშიშეყვანილი და საქართველოში 200-მდე დარჩენილი მურა დათვის დახოცვის განკარგულება გასცა!

საქინფორმის რედაქცია