უცხოეთი
საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „როსია 24“-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:
„ჩვენ გავხდით უპრეცედენტო კონფრონტაციული კამპანიის ობიექტი და არა მარტო ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლის, არამედ საინფორმაციო კამპანიისაც, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. მიზანი პირდაპირ იყო გამოცხადებული - რუსეთის იზოლაცია! ამის გაკეთება ვერ მოახერხეს... ამ კამპანიის გამჩაღებლები უკვე ხვდებიან, რომ ის უპერსპექტივოა! - დასძინა მინისტრმა.