რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „რუსეთის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა არა გეორგის ბაფთა, არამედ დათვი, „მიშკა»! იქნებ საქართველოში ბინადარი ყველა დათვი გაგვეწყვიტა და მათთან ერთად - მიშკა სააკიანიც?!“

1-miSka-pol-3-red-2-mtდამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორია - ქართველი საზოგადოების და მისი გამყიდველი „ელიტის“ მკვეთრი დეგრადაციის, ინტერნაციონალური სსრკ-ის ხანაში სტალინისა და ბერიას მიერ ამოძირკვული ქართული ნაციონალ-შოვინიზმის ტრადიციების აღდგენის ისტორიაა.

ყველა კომიკური ისაა, რომ ნაციონალ-შოვინიზმის დროშას დღეს აგონიაში მყოფი სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაეჭიდა, რომელიც 2003 წელს ხელისუფლებაში სრულებით საპირისპირო - ყველაფერი ეროვნულისა და ტრადიციულის მკვეთრად უარმყოფელი - ლოზუნგებით მოვიდა! თუმცა, ნაციონალ-შოვინიზმმა საქართველოში, ნაციონალ სააკაშვილის, ბოკერიასა და რამიშვილის წყალობით, მუტაცია განიცადა: არმენოფობიამ, აზერბაიჯანოფობიამ, ოსებისფობიამ და აფხაზოფობიამ დროებით გადაინაცვლა მეორე პლანზე, რადგან  „გამოიძებნა“  საქართველოსა და ქართველების „მთავარი მტერი“ - რუსები, რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი!

ანტირუსული პროპაგანდა, რომელიც „რუსთავი 2“-მა 2003 წელს დაიწყო, დღემდე გრძელდება, მასში ჩართულია ყველა დანარჩენი ქართული ტელეარხები და ინტერნეტმედია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტელეკომპანია „იმედი“, თავისი ორი საღამოს გადაცემით პარასკეობითა და კვირაობით - რუსოფობიის აპოთეოზი ქართულ ტელევიზიაში, სადაც გასულ კვირას რუსებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ და პირდაპირ ეთერში გეორგის ბაფთას წვავდნენ.

არა, ძალთა პროპორცია ქართველ საზოგადოებაში უწინდებური დარჩა: ქართველი ხალხი თავის მასაში უწინდებურად ტოლერანტულია და რუსებსა და რუსეთთან მეგობრობა სურთ, ნამდვილი ინტელიგენცია კი მივიწყებული და დაშინებულია, ამიტომ ეშინია გამოსვლისა და სიმართლის თქმის. სამაგიეროდ, ნაციონალისტურ-შოვინისტურმა ელიტამ მოახდინა მთელი ტელესივრცის ოკუპირება და მის საბოტაჟს „მორცხვად“ ვერ ამჩნევენ ძალოვანი ორგანოები...

ხაზგასმით აღვნიშნავ - პროპორცია ქართველ საზოგადოებაში არ შეცვლილა, ნაძირლები ყოველთვის იყვნენ საქართველოში, უბრალოდ დღეს წამოყელყელავდნენ, იგრძნეს რა დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა, ქართველი ხალხი კი რუსეთის ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ამიტომ დღეს საქართველოში უმრავლესობა დამცირებული, შეურაცხყოფილია და ტელეეკრანებთან უსამართლობით იხრჩობა... 

ნეო-ნაციონალ-შოვინისტები, რომლებმაც დღეს საკუთარი თავი „ელიტური“ საზოგადოების ნაღებად გამოცხადეს, უაღრესად ბინძურია სულიერადაც და ფიზიკურადაც. რაც მთავარია - გასაოცრად გაუნათლებელია! ყველა ამ „გლამურული“ ტელეწამყვანისა - „ჟურნალისტის“, პოლიტიკოსისა - მსახიობის, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელის და  ყველა დანარჩენი გაპიარებული „სახეების“ ინტელექტი, საბჭოთა სკოლის მესამეკლასელი მოსწავლის დონეზეა! ამიტომ, მსურს მათ „სიახლე“ შევატყობინო:

ოკუპანტი რუსეთის საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული სიმბოლოა არა გეორგის ბაფთა, არამედ დათვი, „მიშკა»! „რუსი დათვი“ - უწინ არაფერი გსმენიათ ამის შესახებ, არ წაგიკითხავთ წიგნებში, არ გინახავთ რუსეთში მმართველი პარტია „Единая Россия“-ს ემბლემა?! და თუ ასეთი თანმიმდევრული „პატრიოტები“ ხართ, მაშინ ჩაცხრილეთ საქართველოში ბინადარი ყველა დათვი, როგორც გლეჯთ და წვავთ გეორგის ბაფთას! და მათთან ერთად თქვენი ბელადი - მიშკა სააკიანი, მისი სახელის - რუსეთის სიმბოლოსა და მისი სომხური წარმომავლობისთვის!

თქვენ ყოვლად უსაფუძვლოდ „ნათლავთ“ ივანიშვილსა და ღარიბაშვილს რუსოფილებად, იმიტომ, რომ „უფლება“ გაქვთ, გაანადგუროთ ყველა, ვინც გულზე არ გეხატებათ, როგორც ხოცავდნენ ფერადკანიანებს თქვენი პატრონები - რასისტები აშშ-დან. კარგი იქნება იცოდეთ, რომ ფაშიზმი, გენოციდი და ინკვიზიცია იშვა არა რუსეთში, არამედ ევროპაში! და თუ საქართველო ყოველთვის იყო ევროპა, როგორც ამას ირწმუნებით, მაშინ - დიახ, თქვენ გაქვთ სრული უფლება, გააგრძელოთ „ევროპული ტრადიციები“...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 12 მაისი
საქართველო, თბილისი

1-miSka-pol-3-red-2-qv