რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „2015 წლის 20 დეკემბერს საქართველო განაცხადს შეიტანს ევრაზიულ კავშირში შესვლის შესახებ (საქინფორმის მთავარი რედაქტორი - “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტის შედეგებზე - ინტერვიუ ИА REX)

polit-1-red-1-mtaИА REX-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან.

-ბატონო არნო, თქვენი, 18 მაისის პროგნოზი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის წინ გააკეთეთ პუბლიკაციაში „რიგის სამიტზე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ისეთივე ბლეფია, როგორც ქართველი მესაზღვრეები და მებაჟეები ფსოუსა და როკის გვირაბთან საქართველოს მიერ ВТО-ში რუსეთის წევრობისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ“ , დადასტურდა - შენგენის ზონის ქვეყნებთან ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისათვის გაურკვეველი დროით გადაიდო.

- მინიმუმ 2017 წლამდე, ანუ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მომდევნო სამიტამდე, რომლებიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება. და მადლობა ღმერთს! ე. წ. ვიზალიბერალიზაციის (სიტყვა, რომელიც თავისი ფუძის გამო ქართველებში ცუდ ასოციაციებს იწვევს!) შემთხვევაში საქართველო საბოლოოდ დაიცლებოდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად. დღეს ოდესღაც 5-მილიონიანი საქართველოსგან 2.5 მილიონი დარჩა: ჩვენგან წავიდნენ აფხაზები და ოსები, ყველაზე ნიჭიერები კი საშოვარზე ემიგრაციაში გაემგზავრნენ, თუმცა ვიზების გაუქმების შემთხვევაში კიდევ მილიონამდე შრომისუნარიანი მოსახლეობა გაემგზავრებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ „ვიზალიბერალიზაცია“ საქართველოსთვის არ განხორციელდება 2017 წელსაც, იმიტომ, რომ გაცილებით ადრე თავად „აღმოსავლეთ პარტნიონობის“ პროგრამა, თავისი უმაქნისობის გამო, დაიხურება. რიგის სამიტს უკვე იგნორირება გაუკეთეს აზერბაიჯანის და ბელარუსის პრეზიდენტებმა, სომხეთის პრეზიდენტიც განხიბლულია. თუმცა, ასევე განხიბლული არიან, ოღონდ სხვა მიზეზებით, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები, ასევე საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იქ პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩევლის სტატუსით იმყოფებოდა.

 - თუმცა, რიგის სამიტამდე საქართველოს ხელისუფლება ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი, სამიტამდე და მის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა განაცხადა, რომ „სავიზო რეჟიმის გაუქმებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა“... რით ახსნით ამგვარ ოპტიმიზმს?

- რიგის სამიტზე ლატვიის წარმომადგენლებმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის ქვეყანა-თავმჯდომარე და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მიმღები მხარეა, შემთხვევით როდი აჩუქეს „არმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსივე ქვეყნის დელეგაციებს ერთნაირი სუვენირები - ხის სასტვენი. „ნუ უსტვენთ!“ - ეს მესიჯი ყველაზე მეტად ქართველი პოლიტიკოსებისადმი არის მიმართული, რომლებსაც, წერა-კითხვის უცოდინარი ბავშვებივით, აუხსნეს ელემენტარული რამეები: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ - ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი როდია! - განაცხადა ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის ლიდერმა ანგელა მერკელმა. „არავინ შეგპირებიათ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ავტომატურ გზად გადაიქცეოდა ევროკავშირის წევრობისკენ!“ აღნიშნა ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა.

შეგახსენებთ, რომ ნატოს წევრმა თურქეთმა (70 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით, ეკონომიკის მოცულობით მე-7 ქვეყანა ევროპის საბჭოში, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელსაც თავად წარმოადგენს) ევროპის ეკონომიკურ კავშირთან ასოციაციის შეთანხმებას ჯერ კიდევ 1963 წლის 12 სექტემბერს მოაწერა ხელი, თუმცა წევრობას უკვე 52-ე წელია, ანუ დღემდე ელის. ხოლო ევროკავშირის ძირითადი „ბირთვი“ დღეს თავადაც უარზე როდია, გათავისუფლდეს თავისი 28 წევრიდან ბევრისგან - ეკონომიკური აუტსაიდერებისგან, ე. წ. ახალი ევროპის დოტაციური ქვეყნებისგან.

- მაშასადამე, გარდა სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირებული „ევროპისკენ აღიარებული სწრაფვისა“, საქართველოს ხელშესახები არაფერი მიუღია?

- საგანგებოდ მათთვის, ვინც ევროკავშირს - ევროსაბჭოსა და ევროპის კავშირს - ევრაზიულში ურევს, გავიმეორებ, რაც ჯერ კიდევ 2013 წლის 29 ნოემბერს მაშინ მიმდინარე წინა - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე გამოვაქვეყნე აზერბაიჯანულ გაზეთში „Каспiй”: “სამიტი ქართული ელიტისათვის: საქართველო ევროკავშირთან ასოცირებით მხოლოდ ვალდებულებებს იძენს უფლებების გარეშე!”:

პირველი: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ - ეს ევროპის ქვეყნების ღია თანამშრომლობის პროგრამაა აღმოსავლეთის ქვეყნებთან: საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ანუ საქართველო, ქართველი პოლიტიკოსების „სტვენის“ მიუხედავად, წარმოადგენს არა ევროპულ ქვეყანას, არამედ აღმოსავლურს, ამიტომ ქართველები ვერაფრით იქნებიან ევროპელები, ხოლო ევროპა - მათი ოჯახი, სადაც ისინი „ბრუნდებიან“ გზააბნეული ბავშვებივით. („მე ვარ ქართველი, მაშასადამე - ევროპელი!“ - წარმოთქვა ევროპარლამენტში თავისი აბსურდული ფრაზა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობისას ჟვანიამ, დღეს კი პარლამენტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ კიდევ უარესი „დაახეთქა“: „საქართველო ევროპა იყო მაშინაც, როცა ევროპა ჯერ კიდევ თავად ვერ აცნობიერებდა, რომ იყო ევროპა!“)

მეორე: ქართველი პოლიტიკოსები, ე. წ. ექსპერტები და ტელეწამყვანები, ასევე ამერიკული ინსტიტუტები „NDI“ და „IRI“ „უსტვენენ“, უცხადებენ რა მათ ხელში გაუბედურებულ ქართველ ხალხს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროპის საბჭოსთან ურთიერთგამორიცხავს ევრაზიულ კავშირთან ინტეგრაციას: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვის ქვეყნიდან ორი - სომხეთი და ბელარუსი - ევრაზიული კავშირის წევრები არიან, ხოლო ერთი - აზერბაიჯანი - ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ახორციელებს. რაც შეეხება დანარჩენ სამ ქვეყანას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროაკვშირთან ასოციაციის შეტანხმებას, მოლდოვაცა და უკრაინაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიუკაკუნებენ ევრაზიულ კავშირს (როგორც კი სააკაშვილს თავიდან მოიშორებენ!), ხოლო საქართველო, ჩემი გათვლებით, განაცხადს შეიტანს ევრაზიულ კავშირში შესვლის შესახებ მიმდინარე - 2015 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ - 20 დეკემბერს. 2016 წელს საქართველო გარდუვალად შევა ევრაზიულ კავშირში, როგორც 1993 წელს შევიდა დსთ-ში - ალტერნატიული გზა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ერის გადარჩენისა და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეინტეგრაციის, გარდა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის აღდგენისა, სრული მოცულობით, არ არსებობს.

არ გააჩნია ალტერნატიული გზა ევროპასაც: ერთადერთი, რასაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის გადარჩენა შეუძლია - თუკი 6-დან დანარჩენი 4 ქვეყანაც, ბელარუსისა და სომხეთის კვალდაკვალ, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება და „აღმოსავლეთ პარტნიორბის“ ფორმატი თანაბარი პარტნიორების - ევროპული და ევრაზიული კავშირების რეალურ დიალოგში გადაიზრდება. ეს იქნება ერთიანი სივრცე ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე - აშშ-ის საპირწონედ, როგორც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა პუტინმა.

- ბატონო არნო, თქვენი პროგნოზები, როგორც წესი, მართლდება. ხშირად, როგორც ახლა, თქვენ არა მარტო აყალიბებთ თამამ ლოგიკურ ვერსიებს, არამედ ასახელებთ კონკრეტულ ტარიღებსა და ვადებსაც. რა არის ეს - ანალიზის შედეგი თუ ექსკლუზიური ინფორმირებულობა?

- მეტი ანალიზი, რაც არცთუ ურიგო ინფორმირებულობას ეყრდნობა. ექსკლუზიურია არა ჩემი ინფორმირებულობა, არამედ ჩემი პროგნოზები, რომლებსაც, როგორც გასულ კვირას ჩემმა ერთადერთმა იდეოლოგიურმა ოპონენტმა - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც კი აღნიშნა, ჩემ გარდა, საქართველოში ვერავისგან მოისმენთ.

- და მაინც: რიგის სამიტმა მიიღო დეკლარაცია, საქართველომ ხელი მოაწერა ასოციაციის შესახებ შეთანხმებას - ეს ხომ სათამაშოები არ არის? რამდენიც არ უნდა შეალამაზონ, როგორც თქვენ ამბობთ, „უსტვინონ“ პროდასავლურმა ქართველმა პოლიტიკოსებმა, რეალურად ამის უკან რაღაც ხომ დგას?

- მომეწონა „სათამაშოებზე“... დიახ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტებს ერთიმეორის მიყოლებით ჟენევის ფორმატის ტიპის ფიქციებად აქცევენ. რიგის სამიტი კი - საერთოდ თოქ-შოუ იყო და ამიტომ თავმოყვარე ალიევი და ლუკაშენკო იქ არ ჩასულან! უფრო მეტიც - აზერბაიჯანის საგარეო საქმეტა მინისტრმა, პროტესტის ნიშნად, საერთოდ დატოვა სამიტი და ტუსკს ალიევთან ორჯერ დარეკვამ მოუწია. ახლა დეტალებს არ ჩავუღრმავდები - დეკლარაციის რომელი პუნქტებითა და ფორმულირებებით იყო უკმაყოფილო თითოეული ამ 6 ქვეყნიდან და ვინ რომელ დოკუმენტზე ხელმოწერისგან შეიკავა თავი - ეს ყველამ იცის.

რაც შეეხება თავმოყვარეობას - არ შევეხები სხვებს, ვიტყვი მხოლოდ ჩვენიანებზე: როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იმყოფება ქვეყანაში, თანაც, ევროკავშირის თავმჯდომარე, ანუ იდეაში, დემოკრატიისა და კანონიერების ეტალონ ქვეყანაში, მისგან ორ ნაბიჯში კი სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი დარბის, რომელსაც, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, ლატვია არ გადასცემს, უფრო მეტიც - აჯილდოებს ლატვიის პროკურატურის საპატიო ნიშნით, ხოლო ლატვიის გენერალური პროკურორი ერიკს კალნმეიერსი 2 საათის განმავლობაში მადლიერებით უსმენს სააკაშვილის რჩევა-დარიგებებს - თუ როგორ მოახდინოს პროკურატურის რეფორმირება, ეს უკვე ქართველი ხალხის თავმოყვარეობის შელახვა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა!

აი რატომ მოხდა, რომ ცბიერმა მარგველაშვილმა, რომელიც ყოველ ჯერზე ისტერიკებს აწყობს, როცა საზღვარგარეთ პრემიერი მიემგზავრება, ამჯერად არც კი გამოხატა რიგაში გამგზავრების სურვილი! მით უმეტეს, რომ მის ნაცვლად იქ უკვე იმუშავა მისმა წინამორბედმა და პოლიტიკურმა პარტნიორმა სააკაშვილმა...

- დიახ, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის სააკაშვილის გადაცემაზე უარი თქვა აზერბაიჯანმაც, როცა ბაქოში მას თავად პრეზიდენტი ალიევი მასპინძლობდა!

- ამ მოვლენის პარალელურად, 30 აპრილის პუბლიკაციაში „ალიევმა არ გადასცა სააკაშვილი იმიტომ, რომ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ აქვს წაკითხული!“, მაშინვე მოვუთხრე ИА REX-ს ამის მიზეზებზე.

უპირველესად, ალიევი, კლოუნი სააკაშვილისგან განსხვავებით, ნამდვილი კავკასიელია, რომელიც პატივს სცემს სტუმარმასპინძლობას და მშობლებს (სააკაშილი ბაქოში დედის - თურქეთთან „მჭიდრო“ კავშირების მქონე გიული ალასანიასა და ბიძის - თემურ ალასანიას დაცვის ქვეშ ჩაფრინდა, რომელიც აწ გარდაცვლი ჰეიდარ ალიევს იცნობდა „КГБ“-დან). კიდევ, კავკასიელები ამბობენ - „მასთან ჭიქა მაქვს აწეული“, რაც კრძალავს ადამიანის წინააღმდეგ მოქმედებას, რომელთან ერთადაც შეასრულე რიტუალი - შესვი ჭიქა ღვინო. ეს შეუსაბამოა ღირსების კავკასიურ კოდექსთან, თუნდაც ეს უცხო იყოს ევროპული ღირებულებებისთვის და ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო კანონმდებლობას! აი რატომ სურს აზერბაჯანს აზერბაიჯანთან და არა ევროკავშირთან ასოცირება, რომელთანაც ასოციაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, საქართველოსგან განსხვავებით, უარი განაცხადა!

საქმე კიდევ ისაა, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თავი შეირცხვინა პოროშენკოსთან პირველად - აშშ-დან ვერ ჩამოიტანა ლეტალური იარაღი უკრაინისათვის და მთელი სამივლინებო თანხა კახპებზე დახარჯა - ის შეჰპირდა უკრაინის პრეზიდენტს, რომ დაითანმხებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, უკრაინისა და ევროპისთვის კასპიის ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე რუსეთის გვერდის ავლით - „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მეშვეობით (საქართველო-თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის გავლით). აი ამას სთხოვდა დორბლიანი კომბინატორი ალიევს საათ-ნახევრის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა, მით უფრო, რომ ბრიუსელი ნამდვილად  დაინტერესებულია გაზის მიწოდების დივერსიფიკაციით. ახლა კი პოროშენკო გაცოფებულია სააკაშვილის „რეფორმებით“ უკრაინაში, ასე რომ, მიშასი და მისი გუნდის დღეები დათვლილია...

- ესე იგი, ელოდეთ მას მალე საქართველოში...

-ეს გამორიცხულია, საქართველოში უმალ ჰიტლერი ჩამოვა! თუმცა, მეორე მხრივ, მართალი ხართ: საქართველო მეორე ქვეყანაა მსოფლიოში უკრაინის შემდეგ, სადაც ფაშიზმი აღორძინდა... ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა „მიშაიუგენდმა“ დევნა დაუწყო ტურისტებსა და ვეტერანებს მთელ საქართველოში და მათ გეორგის ბაბთებს გლეჯდა, მე პირდაპირ ტელეეთერში განვაცხადე, რომ საქართველოში აღორძინდა ფაშიზმი და მთავარი ნეოფაშისტი ამის ხელშემწყობი პრეზიდენტი მარგველაშვილია!

დღეს „ევროპული დემოკრატიული ღირებულებების“ მიმდევარი საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი პოლიტიკური პარტნიორი - პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ალასანია, ასევე ძველი მეგობარი - „ნაცმოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი და უშიშროების საბჭოს ექსმდივანი ბოკერია, ერთი მუჭა მეგობრებთან - ე. წ. ექსპერტებსა და მრჩევლებთან (შარაშენიძე, მაჭავარიანი, ლაღაზიძე, კიწმარიშვილი და სხვ.) ერთად, მოუწოდებენ მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან, პირველ რიგში - საქინფორმთან და მის მთავარი რედაქტორთან, ანგარიშსწორებისკენ, რომლებიც, მათი აზრით, „რუსეთის გავლენის აგენტები არიან და პროპაგანდას ეწევიან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ“ – პუტინის ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრებისათვის“!

ზემოჩამოთვლილები, პლუს „რესპუბლიკელები“ (რომლებიც დღეს უკვე ღიად გაჰყვირიან, რომ ყველაფერი ქართული პრორუსულს ნიშნავს!), მოასკუპდნენ საქართველოს ევროატალანტიკური ინტეგრაციის ტრენდს, როგორც მეძავი - კლიენტს საროსკიპოში და იქიდან არ ჩამოცოცდებიან, სანამ მათ ქართველი ხალხი არ ჩამოყრის!

რაც შეეხება „ჩვენს არამზადა“ სააკაშვილს, იგი ისეთი მოცულობის ინფორმაციას ფლობს, იმდენად მხდალი და ყბედია, და ამიტომ - საშიში თავისი დასავლეთელი „კეთილმოსურნეებისათვის“, იმდენად დიდ კორუფციულ სქემებსა და „ატკატებშია“ გარეული - გრანტებით დაწყებული, იარაღის, ენერგომატარებლების ვაჭრობით, ნარკოტრაფიკით დამთავრებული, იმდენი კაცი გააუბედურა ამ ქვეყანაზე, რომ, სავარაუდოდ, „უბედური შემთხვევის შედეგად“ იქნება ლიკვიდირებული! რაც პირადად მე კატეგორიულად არ მინდა - სააკაშვილისა და სააკაშიზმის ღია სასამართლო პროცესი წლობით უნდა მიმდინარეობდეს საქართველოს დედაქალაქის მთავარ - თავისუფლების მოედანზე, განსასჯელი მოედნის ცენტრში კოლონას უნდა მიაბან, რომელიც წმინდა გიორგის ქანდაკებითაა შემკული, დრაკონს შუბით რომ განგმირავს!

- დავუბრუნდეთ რიგის სამიტს: რას აძლევს ევროკავშირთან ასოციაცია საქართველოსა და სომხეთს? დანარჩენებზე თქვენ უკვე ბრძანეთ.

-საქმე ისაა, რომ საქართველოში ცუდად ესმით არაქართული წარმომავლობის ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა, ამიტომ, როგორც  ტუსკმა დააზუსტა, „თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ განსხვავება ჩვენს დაპირებებსა და ჩვენი პარტნიორების მოლოდინებს შორის“. რა არის „ასოციაცია“? რასთან ასოცირდება დღეს ჯერ კიდევ საქართველო? სწორია, ღვინოსთან, მრავალხმიანობასთან, ეროვნულ ცეკვებთან, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან, ტაძრებსა და უძველეს მართლმადიდებლურ კულტურასთან!

ჩვენ კი უცებ ევროპასთან ასოცირება მოგვეპრიანა - კი, ბატონო, გვითხრეს! მგარამ მაშინ ჩვენ უნდა შევიყვაროთ პიდარასტები და ლესბოსელები და დავიცვათ მათი აღლუმები, როგორც ეს ევროპაში ხდება; უნდა ავკრძალოთ 10 წელზე მეტი ხნის ავტომანქანები; კი არ უნდა ავაფეთქოთ დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალები და ვღებოთ მონუმენტები საღებავებით, არამედ ევროპელებივით უნდა მოვუაროთ საბჭოთა ჯარისკაცების - ევროპის გამათავისუფლებლების საფლავებს; უნდა გავაუქმოთ „პატრიოტის აქტი“ და კანონი, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკას ფაშისტურთან ათანაბრებს; დავხუროთ „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი“ და შევწყვიტოთ ქუჩებში „გეორგის ბაბთის“ გამო თავდასხმები! მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოში დაამარცხებენ ნახციზმს, ქართველებისთვის გააუქმებენ ვიზებს და ისინი თავისუფლად გაემგზავრებიან ევროპაშიც და რუსეთშიც! ცხადია, კარგი იქნებოდა, იმ დროისთვის მოეხდინათ საქართველოში ყველა ქართველი დამნაშავის ექსტრადირება - ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისა, ნახევარ ევროპას რომ შიშის ზარს სცემენ და, რა თქმა უნდა, სააკაშვილისა...

- ამბობენ, პრემიერმა ღარიბაშვილმა რიგაში განაცხადა, რომ მას თვითმფრინავში ერთი თავისუფალი ადგილი აქვს და თუ სააკაშვილს სურს, შეუძლია მიაყოლოს იგი...

-სამაგიეროდ, სააკაშვილს არ აქვს „ერთი ადგილი“, რომ დაბრუნდეს! დიახ, პრემიერმა კარგად იხუმრა ქართული ტელეარხების კითხვებზე პასუხის გაცემისას. რაც შეეხება სომხეთს, ოთხი თემატური პლატფორმიდან, რომლებსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის რეალიზაცია ითვალისწინებს, მან, აზერბაიჯანივით, აქცენტი მისთვის მთავარ - ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე გააკეთა.

- გმადლობთ ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის!

2015 წლის 24 მაისი
მოსკოვი-თბილისი

polit-1-red-1-qvem