რედაქტორისგან
საქინფორმი: ოთხეულის ალიანსმა დაშალა ივანიშვილი-ღარიბაშვილის ალიანსი და საქართველოში ანტირუსული ისტერია მოაწყო - „ნაცმოძრაობა“ „მოქალაქეთა კავშირის“ ჟამის დასასრულის ჟვანიასეულ ტაქტიკას იყენებს!

alsa-pol-4-red-1-mtსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი არაერთხელ აფრთხილებდა ბიძინა ივანიშვილის წინაშე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიის ჭეშმარიტი მიზნების შესახებ. 2013 წელს საბოლოოდ ჩამოყალიბებულმა ალასანია-ხიდაშელი-მარგველაშვილი-სააკაშვილის ალიანსმა ამისათვის ვირტუოზულად გამოიყენა უმრავლესობის არაკვალიფიციური მუშაობა საკანომდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებებში - ბევრი პარლამეტარის, მინისტრის, მერებისა და გამგებლების, რომლებმაც საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინეს აშკარა პროფესიული უმაქნისობით, ნეპოტიზმისკენ მიდრეკილებითა და სამოქალაქო კეთილსინდისიერების უქონლობით. კორუმპირებულმა კარიერისტებმა უღალატეს თავის პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა და მათივე მიზეზით არ შეასრულა უმრავლესი წინასაარჩევნო დაპირება!

მიზანი მიღწეულია - ბიძინა ივანიშვილი დღეს უკმაყოფილოა ირაკლი ღარიბაშვილით, რომელსაც მიაწერეს ყველა მარცხი, თუმცა იგი არასოდეს ფლობდა სრულად პრემიერის ძალაუფლებას, საქართველოს კონსტიტუციით რომ ენიჭება.

ივანიშვილი-ღარიბაშვილის ალიანსი დასრულდა და ეს საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის მოკლე ხანში გადადგომისა და მის ნაცვლად ამ პოსტზე საქართველოს აშშ-ის საელჩოს რომელიმე პროტეჟეს დანიშვნის წინაპირობაა, მაგალითად, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის. თუმცა, ღარიბაშვილის გადადგომა და პრემიერის სავარძელი - მხოლოდ პირველი ეტაპია, ოთხეულის ალიანსის (ალასანია-მარგველაშვილი-ხიდაშელი-სააკაშვილი) შემდგომი ამოცანაა - სრულებით გაანეიტრალოს ივანიშვილი, აიძულოს საქართველოს პოლიტიკური მოედნისა და თავად საქართველოს დატოვება! ამერიკელებმა პიარ-კამპანია საქმის ცოდნით წარმართეს - თუ ღარიბაშვილს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ და დასცინიან როგორც ივანიშვილის მარიონეტს, თავად ივანიშვილს რუსეთის ხელდასხმულად ნათლავენ, რომელიც საქართველოში მალულად იცავს მის ინტერესებს. ფაქტია, რომ ღარიბაშვილი ნეიტრალიზებულია და საპროტესტო აქციის მონაწილენი, რომლებსაც ფული გადაუხადეს, მიტინგებით მიადგნენ ივანიშვილის სასახლეს...

საქართველოში არასაკმარისად პროამერიკული ხელისუფლების მორიგი „ხავერდოვანი“ შეცვლა  მონურად მორჩილით, შემუშავებული, დამტკიცებული და დაფინანსებულია ვაშინგტონის მტკიცე ხელით. „ივანიშვილისა და ღარიბაშვილის სისხლის ანალიზებში არმოჩენილია საშიში ვირუსი, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება და რომლის ვაქცინის შექმნაც ვერ მოახერხა ჩვენმა ლუგარის ლაბორატორიამაც კი თბილისში! და ამ ვისრუსს „ქართულ გენს“ უწოდებენ“, - მოახსენეს სახდეპში „ცე-რე-უ“-ს ანალიტიკოსებმა.

„დიახ, მათ კი გააგრძელეს სააკაშვილის ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ, მიშასგან განსხვავებით, უფრთხოდნენ მილიტარისტულ რიტორიკას, ძალიან დუნედ აკრიტიკებდნენ რუს ოკუპანტებს და იმის ნაცვლად, რომ დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს შეერთებოდნენ, რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინეს! „ცე-რე-უ“-ს სადაზვერვო სკოლის ფავორიტ ალასანიას კი, ასევე, მის უნივერსიტეტელ თანაკურსელ ხიდაშელს რესპუბლიკელ ქმართან - პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილთან ერთად, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ქართული გენი არ ემუქრებათ, იმიტომ, რომ ისინი დიდი ხანია მაკკეინის სისხლიდან მიღებული ვაქცინით აცრეს!“, - დაეთანხმნენ სახდეპში და ოთხეულის ალიანსს მორიგი ხელფასი გამოუწერეს...

ახლა კი მხოლოდ ფაქტებს ჩამოვთვლით - მხოლოდ ერთ დღის - 2015 წლის 28 მაისის მოვლენებს:

1. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ბრუკლინის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა: „კრემლი შეუპოვრად მუშაობს იმაზე, რომ  მოისყიდოს და მოათვინიეროს ევროპული პოლიტიკური ძალები მემარჯვენე და მემარცხენე სისტემგარეშე პარტიები მთელ ევროპაში. კრემლმა შექმნა სრულყოფილი და ერთობ ეფექტიანი მძლავრი პროპაგანდის მანქანა, რომელიც აქტიურად ავრცელებს რუსეთის ხელისუფლებისათვის საჭირო ინფორმაციას, რომელიც, კერძოდ, უკრაინაში არსებულ სიტუაციას ეხება. და თუ რუსეთი შეინარჩუნებს აღმოსავლეთ უკრაინას, მოსკოვს ვეღარ შეაჩერებ და რუსები რეგიონში ექსპანსიას დაიწყებენ“.

2. ბაიდენის ნათქვამს სიტყვასიტყვით იმეორებს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, რომელიც „ტვ 25“-ზე, თოქ-შოუ „დიალოგში“ აცხადებს: „საგანგებოდ გახსნა ბიძინა ივანიშვილმა სივრცე რუსული პროპაგანდისთვის, რომელმაც ასე მოიკიდა ფეხი საქართველოში. მისი ჩანაფიქრი იყო, ჩემი წარმოდგენით, რომ გაეხსნა სივრცე პროპაგანდისთვის, რომ წარმოჩენილიყო პრორუსული ძალები, წარმოჩენილიყო მედიასივრცე, ასევე შესაძლებლობები რუსულ სპეცსამსახურებს, რომ ჩამოაყალიბონ საქართველოში არასამთრავრობო ორგანიზაციები მათი ფულებით და პარტიული ორგანიზაციებისთვის დაფინანსება გამოსულიყო”.

3. ბაიდენის სიტყვებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც გორში, სამხედრო აკადემიის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა: „ჩვენ უნდა გავამრავლოთ ჩვენი მეგობრები, მხარდამჭერები და გავთიშოთ მტრები... ეს გარანტია რეგიონის სტაბილურობის“. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი აღნიშნა, რომ „ჩვენი თაობა ვალდებულია იუნკერთა და ოფიცერთა ღირსეულ საქმის გამგრძელებლებად იქცეს, იამაყოს დამოუკიდებლობისათვის მათი ბრძოლით თითქმის ერთი საუკუნის წინ“.

4. დასავლური გრანტებით შექმნილმა ქართულმა „ენ-ჯე-ო“- ებმა, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდის თანდასწრებით, წარმოადგინეს ანგარიში „ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასება“. სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე აშშ-ის რეზიდენტებმა (ამერიკული ინსტიტუტების IRI, NDI, სოროსის ფონდის და სხვ.), დააფიქსირეს ღარიბაშვილის მთავრობის „არაკოორდინირებული მუშაობა“ და ივანიშილის მხრიდან სახელმწიფოს „არაფორმალური მართვის“ პრობლემა.

5. მიტინგი ზუგდიდში ლოზუნგით „მიშა, შენ საქართველოს სჭირდები!“ - აქციის მონაწილენი ფეხით თელავდნენ ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს სკაიპით მიმართა სააკაშვილმა. ასევე წაიკითხეს ბაჩო ახალაიას წერილი ციხიდან (ორგანიზატორები -ბაჩო ახალაიას მეუღლე - ანი ნადარეიშვილი და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი“, და პარლამენტარი „ნაცმოძრაობიდა“ ეკა ხერხეულიძე).

6. მიტინგი თბილისის მერიასთან - „ხელისუფლებას ხალხისთვის არ სცალია!“, სადაც მომიტინგეებმა შეახსენეს დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას შეუსრულებელი დაპირებები და ითხოვდნენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეხვედრას.

7. თინა ხიდაშელისა და უმცირესობის პარლამენტარის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე დავით დარჩიაშვილის დაგვიანებული რეაქცია უნისონში რაულ ხაჯიმბას მიერ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ანატოლი ხრულევისთვის წაყენებულ ამოცანებზე: „ეს კიდევ ერთხელ სილას გარტყმაა ოფიციალური თბილისისთვის!“. აფხაზეთის სუვერენიტეტი კი - ფიქცია!“ (დარჩიაშვილი), „რუსეთი ყოველთვის ატყუებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს! ამაში ახალი არაფერია“ (ხიდაშელი).

8. აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეხვდა პარლამენტართა „ოთხეულის“ ლიდერს უმცირესობიდან, რომლებმაც გასულ კვირას „ნაცმოძრაობა“ დატოვეს. ზურაბ ჯაფარიძემ ელჩს დაწვრილებით მოუთხრო გეგმა „ბ“-ზე - თითქოსდა ახალი პარტიის შექმნის ინსცენირებაზე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს მეთოდი არახალია და არცთუ ეფექტიანი: შევარდნაძის მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ „მზის ჩასვენებამდე“ მისმა თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ შექმნა იმ დროისათვის პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“, რომელიც მალე ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა (ორივე პარტია, როგორც სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ და გამყრელიძის „ახალი მემარჯვენეები“ „მოქალაქეთა კავშირის“ ბაზაზე შეიქმნა), თუმცა არჩევნების წინ წარმოადგინა სიები „მოქაკავშირიდან“, რომლის ნამდვილი თავმჯდომარედაც იმჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი ავთო ჯორბენაძე დაინიშნა.

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 29 მაისი
საქართველო, თბილისი

1 2
3 4
5