რედაქტორისგან
საქინფორმი აფრთხილებს მინისტრ კვირიკაშვილს, რომ ტურისტები რუსეთიდან არ ჩავლენ ქვეყანაში, სადაც მათ ოკუპანტებივით ექცევიან!

Kvirik-saz-3-red-2საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რუსეთთან ავიამიმოსვლების სიხშირე გაიზარდა. მინისტრის განმარტებით ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველომ საინფორმაციო კამპანია 9 ქვეყანაში ჩაატარა, მათ შორის იყო რუსეთიც. "ჩვენ ძალიან გვჭირდება ტურისტები და ვიზიტორები რუსეთიდან“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

საქინფორმი სთავაზობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკიაშვილს, პირველ რიგში, იზრუნოს რუსი ტურისტების უსაფრთხოებაზე საქართველოში. თუ საქართველოში „მიშაიუგენდი“ – „თავისუფალი ზონა“ და სააკაშვილის სხვა ზონდერბრიგადები კვლავაც დაუსჯელად გააგრძელებენ  რუსი ტურისტების შეურაცხყოფას, ჩამოგლეჯენ მათ, ასევე, მათი ავტოტრანსპორტიდან გეორგის ბაბთას და შეასხამენ საღებავებს, ტურისტები და ვიზიტორები რუსეთიდან აღარ ჩამოვლენ ასეთ საქართველოში, სადაც ოკუპანტებად მიიჩნევენ და შესაბამისადვე ექცევიან!

 საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 5 ივნისი
საქართველო, თბილისი