რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „მე გავაფრთხილე პრემიერ-მინისტრი, რომ საქართველოსა და საქინფორმის ყველა მტერი დღეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის დაუძინებელი მტერი გახდა! საქართველოში სეკვესტრს უნდა დაექვემდებაროს არა სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ მარგველაშვილი“

pol-1-mtavari2003 წლის ნოემბერში, ჩემ თვალწინ, ამერიკამ ხელისუფლებაში მოიყვანა სააკაშვილი&ჟვანიას პოლიტიკური წყვილი: იმჟამად დიდი ელექტორატის მქონე ავანტიურისტ სააკაშვილს უნდა აეფეთქებინა შევარდნაძის უმაქნისი ხელისუფლება და პრეზიდენტი გამხდარიყო, მარტოდმყოფი ჟვანია კი - პრემიერ-მინისტრი და რეალურად ემართა ქვეყანა. თუმცა, ექსპერიმენტული რობოტი დეფექტიანი აღმოჩნდა და უკონტროლო გახდა: სააკაშვილმა მოკლა ჟვანია და დაიწყო სროლა, რათა საქართველოსგან მოეკვეთა „ევროატლანტიზების“ არმოსურნე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

იმავეს უკეთებს დღეს სააკაშვილი უკრაინას, საქართველოში კი ამერიკას ხელისუფლებაში მოჰყავს ალასანია&რესპუბლიკელების ახალი პოლიტიკური წყვილი. „ცარიელმა ფუტლარმა“ ალასანიამ, რომელსაც მცირე ელექტორატი ჰყავს (იმასთან შედარებით, რაც 2003 წელს სააკაშვილს ჰყავდა), უნდა შეასრულოს ბომბის როლი (როგორც მაშინ სააკაშვილმა), ელექტორატის არმქონე „რესპუბლიკელებმა“ კი - პრემიერად უნდა დასვან უსუფაშვილი (როგორც მაშინ ჟვანიამ), ვინც რეალურად უნდა მართოს ქვეყანა. მით უმეტეს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციის მიხედვით გაცილებით მეტ ძალაუფლებას ფლობს, ვიდრე ჟვანია სააკაშვილის დროს.

 საქართველოს ხელისუფლებაში, თანაც - უმაღლეს თანამდებობებზე, დღეს უკვე „რესპუბლიკური პარტიის“ იმდენი წევრია, რომ ქვეყანას შეიძლება თამამად ეწოდოს არა „საქართველოს რესპუბლიკა“, არამედ „რესპუბლიკური საქართველო“. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და თავდაცვის სამინისტროს ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობდეს! თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ უსუფაშვილი პრემიერის სავარძლის დასაუფლებლადაც ემზადება, ალასანიასგან განსხვავებით, დიპლომატიურად იქცევა, როგორც ეს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირს შეეფერება და თავს არიდებს ანტირუსულ რიტორიკას (როგორც ამას თავის დროზე თავს არიდებდა პრემიერი ჟვანია, სააკაშვილისგან განსხვავებით).

თუმცა, ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლების ასაფეთქებლად ჯერ მისი კომპრომეტირება - პრორუსულობასა და უმაქნისობაში მხილებაა საჭირო, რაშიც ალასანია&რესპუბლიკელების ალიანსს გალვანიზირებული პოლიტიკური გვამი სააკაშვილი და მისი ზომბები ეხმარებიან, რომლებიც მას უკრაინაში თან არ წაუყვანია. „ნაცმოძრაობის“ აქტივი ამას საპარლამენტო ტრიბუნიდან აკეთებს, ხოლო ახალგაზრდული მოიერიშე ბრიგადა „თავისუფალი ზონა“ - ქუჩებში ხულიგნობითა და ფლეშმობების მოწყობით.

მედიასივრცეში ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული პროპაგანდა დაკისრებული აქვთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და მის დანამატებს: „ტაბულას“ (ჟურნალი და საკაბელო ტელევიზია, დირექტორი - თამარ ჩერგოლეიშვილი, უშიშროების საბჭოს ექსმდივნისა და „ნაცმოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი გიგა ბოკერიას მეუღლე, სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი - ლევან რამიშვილი, საქართველოში „თავისუფლების ინსტიტუტის“ დაფუძნებელი და ლიდერი); ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილის საყვარელ ნაშიერს, ექსკლუზიური უფლებებით, უხვი დაფინანსებითა და შსს-ს უსაზღვრო ტექნიკური შესაძლებლობებით რომ სარგებლობს, ინტერნეტგამოცემა „Грузия-онлайн“-სა და მის ერთადერთ პარტნიორ (რაზეც მიუთითებს ბანერი apsny.ge-ს მთავარ გვერდზე) - სააგენტო „ექსპრესნიუს“; რადიო „თავისუფლებას (რომლის ოფისიც ტყუილუბრალოდ როდი დახურეს აზერბაიჯანში!) და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდ“-ს (რომელსაც, პარტნიორებთან დაკავშირებით, უმერაბიშვილოდ დაობლებული „Грузия-онлайн“-გან განსხვავებით, ყველაფერი რიგზე აქვს: აშშ-ის საელჩო საქართველოში, USAID, UNDP, სოროსის ფონდი, ევრაზიის განვითარების ფონდი და სხვ.), რომლის თავმჯდომარეც სააკაშვილის ფავორიტი თამარ კინწურაშვილია (უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ბოკერიას ყოფილი მოადგილე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობისა და ინტეგრაციის საკითხებში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ექსგენერალური დირექტორი); სოროსის ფონდის ფულით შექმნილ ჟურნალ „ლიბერალსა“ და სხვ.

მაგრამ, რაც მეტად აგიტირებენ ზემომოყვანილები ქართველი ხალხისთვის საძულველი დამნაშავე სააკაშვილი მხარდასაჭერად და ლანძღავენ დღევანდელ ხელისუფლებას, მით მეტად იზრდება ივანიშვილისა და ღარიბაშვილის რეიტინგი; რაც მეტად აგიტირებენ აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის მხარდასაჭერად და ლანძღავენ რუს ოკუპანტებს, მით მეტად სძულს ამერიკა ქართველ ხალხს და სურს რუსეთთან მეგობრობა: რაც მეტად ცრუობენ ქართველი ხალხისთვის საძულველი,  სააკაშვილის ზემოჩამოთვლილი მედიასაშუალებები საქინფორმზე“, რომელიც თითქოსდა კრემლისგან ფინანსდება და რუსეთის „რბილი ძალის“ შუამავალს წარმოადგენს, მით მეტად იზრდება ჩვენი პოპულარობა: რაც მეტად უწევენ პროპაგანდას საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს „რბილი“ ჟურნალისტი-ლიბერასტები, მით მეტი ადამიანი აქცევს ზურგს ევროპულს და ევრაზიულ კავშირს ამჯობინებს, რაც თვით „აშშ-ის ნაციონალ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-მ დააფიქსირა თავის ბოლო გამოკითხვაში. ამიტომ საქართველოში პრორუსული პროპაგანდის ლიდერი არა „საქინფორმი“, არამედ სააკაშვილის მედია - ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ყველა ზემოჩამოთვლილი დანამატია! აბსოლუტურმა იდიოტებმა არცკი გაითვალისწინეს მათი გამოკვლევის „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე“ გამოქვეყნებისა და „კვლევის“ უკუეფექტი! „თუ საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ ნამდვილად მუშაობდა რუსეთის დავალებითა და მისი ფულით, მაშ მასობრივმა ჯალათმა და მკვლელმა სააკაშვილმა, გაცილებით ნაკლები „გადაცდომებისათვის“ საზარლად რომ აწამა ათობით ათასი ადამიანი, „შპიონური“ სერიალები „ენვერი“-ს დამდგმელ-რეჟისორმა, თვალის დაუხამხამებლად რომ დაარბია ტელეკომპანია „იმედი“ და მოკლა მისი მფლობელი პატარკაციშვილი, რატომ დაინდო უცებ „საქინფორმი“?! ეს ყველაფერი ტყუილია!“ - ლოგიკურ აღშფოთებას გამოხატავენ  მკითხველები. 

2015 წლის 27 მაისს, დიასპორათა პირველი პროფესიონალური ფორუმის გახსნაზე მე, კერძოდ, ვურჩიე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ მიეცა პასუხისგებაში ზემოჩამოთვლილ მედიასა და  სოცქსელებში, პირადად მასზე და ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული ყველა ცრუ პასკვილისა და ბინძური კარიკატურის ავტორები, უმაქნისი ხელისუფლების დამხობისკენ რომ მოუწოდებენ. „ესენი სწორედ ის ინტერნეტ-დივერსანტები არიან, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ ჩემსა და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომელთა შესახებაც ამომწურავი ინფორმაცია კომპეტენტურ სტრუქტურებს გადავეცი და რომლებიც დღეს თქვენს წინააღმდეგ იბრძვიან!“ - ვუთხარი მაშინ ღარიბაშვილს. „ნუ წუხხარ, ისინი ვერაფერს დაგვაკლებენ! რა გაეწყობა, ალბათ სწორედ ესაა დემოკრატია...“ – „დამამშვიდა“ პრემიერმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ფორუმის გახსნაზე წარმოთქვა ძალიან მნიშნელოვანი ფრაზა: „საქართველო არ უნდა იყოს დამოკიდებული არცერთ ქვეყანაზე! ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ - როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება!“

რაც შეეხება ამჟამინდელი ხელისუფლების უმაქნისობას - დიახ, საპარლამენტო უმრავლესობას შორის, მთავრობაში, მერიებსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ორგანოებში, ნამდვილად ბევრი დილეტანტი და მოღალატეა. ესენი ზუსტად ის ადამიანები არიან, ვინც დასმენებითა და ჭორებით იყო დაკავებული ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად! თუმცა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ალასანია, სააკაშვილის მსგავსად, უკვე ვეღარ შეძლებს სროლასა და საქართველოსგან იმ ტერიტორიების მოკვეთას, რომლებიც კომპაქტურად არის დასახლებული იმ ხალხით, მას რომ არ ეთანხმება! ამიტომ მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში ყველაზე აშაკარად მასთან უთანხმოებაში მყოფთა რეპრესიები - ხალხში ავტორიტეტის მქონე ლიდერებისა და დამოუკიდებელი მედიის - რათა გაჩუმება აიძულოს ანდა საქართველო დაატოვებინოს უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნად წასული მილიონ-ნახევრი ემიგრანტის კვალდაკვალ! სირცხვილია: პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის, ადამიანის საბაზო უფლებების - თავისუფალი სიტყვის, წინააღმდეგ გამოდის, აცხადებს რა ზემომოყვანილი გამყიდველი მედიის მეშვეობით ჟურნალისტებზე ნადირობას! და ამაში ალასანია&რესპუბლიკელებს ეხმარება არა მარტო ყოფილი, არამედ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მარგველაშილიც, რომელიც მათთან უნისონში გაჰყვირის „პრორუსული პროპაგანდის სახიფათოობასა“ და „ანტიევროპული განწყობის ზრდაზე“ საქართველოში და „დაუყოვნებლივ გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ“ მოუწოდებს (?!).

და რა სარგებელი მოუტანა რომ მარგველაშვილმა საქართველოს 2 წლის განმავლობაში?! მხოლოდ მავნებლობა და დესტრუქცია: ვეტო პარლამენტის თითქმის ყველა კანონპროექტზე; ეჭვიანობის სცენები მთავრობას საზღვარგარეთულ ვიზიტებთან - ხელმძღვანელებსა და დელეგაციების შემადგენლობებთან დაკავშირებით; მილიონები სააკაშვილის სასახლის შენახვაზე, რომელსაც მარგველაშვილი ჯიუტად არ ტოვებს და არ გადადის 26 მლნ-ად საგანგებოდ მისთვის მდიდრულად გარემონტებულ და გაფართოებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში (აშშ-ის საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოში და მე-18 საუკუნის ისტორიული ნაგებობა). ამიტომ ამ კვირაში პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის გარდუვალი სეკვესტრის ნაცვლად, რომელსაც „ნაციონალები“ „ქართულ ოცნებას“ ცხვირში სჩრიან, როგორც ღარიბაშვილის მთავრობის უმაქნისობის დასტურს, უპრიანია პრეზიდენტი მარგველაშვილის სეკვესტრირება! „კარალევა მარგო“ ხომ გაცილებით ძვირი უჯდება ქართველ ხალხს, ვიდრე ინგლისელ ხალხს - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 15 მაისი
საქართველო, თბილისი

pol-1-1 pol-1-2
pol-1-3 pol-1-4
pol-1-5 pol-1-6
pol-1-7 pol-1-8