რედაქტორისგან
„ნაცმოძრაობას“ და „თავისუფალ ზონას“ უფლება არ აქვთ, დაეხმარონ სააკაშვილისა და უგულავას მიერ დამახინჯებულ თბილისს და თბილისელებს! ერთადერთი დახმარება, რომელსაც „ნაციონალებისგან“ მივიღებთ - ესაა ოდესიდან ბორკილებით ჩამოთრეული მიშა!

sazog-2-mtavarსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის მიმართვა საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებლებს:

„ჩემო ძვირფასო ქალაქელებო! 

თანაგიგრძნობთ ყველას, ვინც 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად ნათესავები და ახლობლები დაკარგა. ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია...

თანაგიგრძნობთ ყველას, ვინც სახლი და ქონება დაკარგა. ამის გამოსწორება შესაძლებელია და საქართველოს მთავრობა ამაში დაგეხმარებათ.

თანავუგრძნობ ყველა თბილისელს - ჩვენი თბილისი ძალიან დაზარალდა, განადგურებულია ზოოპარკი, რომელსაც თითოეული ქალაქელის ცხოვრება უკვაშირდება, დაიღუპა თითქმის ყველა ჩვენი საყვარელი ცხოველი, რომლებიც იმ ღამეს ზოგიერთ ადამიანზე ბევრად უკეთ მოიქცნენ!

თუცა, ძნელია ადამიანი ვუწოდოთ ამ ტრაგედიაში დამნაშავეებს - ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, თბილისის ექსმერ უგულავას და მათ უახლოეს გარემოცვას - მათ, ვინც დღემდე ჯიუტად მიშაზე ლოცულობს და კვლავაც მზადაა მისცეს ყველაფერი, საკუთარი ცოლიც კი (როგორც, სხვათა შორის, ამას ბევრი მათგანი აკეთებდა მისი პრეზიდენტობის დროს)! ეს მათ გვაიძულეს, საკუთარი ჯიბიდან დაგვეფინანსებინა მათი გიჟური მშენებლობები და ახლა იძულებული ვართ მათი შედეგების ლიკვიდაციისთვის ვიხადოთ! მილიარდობით ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან - ჩვენ ვერ ვუყიდეთ ზუსტად ამ საფასურის პური და წამლები ჩვენს ბავშვებსა და მშობლებს, იმიტომ, რომ სააკაშვილმა და უგულავამ ჩვენი ფულით მახინჯი და გაუთვლელი პანდუსები, გვირაბები და გზები ააშენეს თბილისის ცენტრში, ნახევარზე მეტი კი - ჩაიჯიბეს!

საქინფორმმა განგაში ატეხა, როგორც კი უგულავამ, სააკაშვილის დავალებით, ვაკის რაიონში კლდეების აფეთქება, უნიკალური ვერის პარკის, იშვიათი ჯიშის ხეების განადგურება დაიწყო, სადაც თბილისის უძველესი ზოოპარკი მდებარეობდა და მილში მოაქცია მთის მდინარე ვერე იმავე სახელწოდების ხეობაში! დამსახურებული ქალაქის მშენებლები - არქიტექტორები და მშენებლები, ეკოლოგები, მეცნიერები, რომლებიც სააკაშვილმა საქმიანობას ჩამოაშორა - ერთხმად გაჰყვიროდნენ ამ პროექტების დაუშვებლობის შესახებ!

მე, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა, არა მარტო დავუთმე მათ სააგენტოს საიტის გვერდები, არამედ საკითხის ესთეტიკურ მხარეზეც მივუთითე: ბეტონის მახინჯი კონსტრუქციებმა, არაპროპორციულად უზარმაზარმა, მომცრო გმირთა მოედანთან შედარებით, რომლის ცენტრშიც სააკაშვილმა, საკუთარი თავის საპატივცემულოდ, ფალოსს ძეგლი დაუდგა, ვერ გადაჭრა საავტომობილო საცობების პრობლემა! ალტერნატიული გზით კი, რომელიც გმირთა მოედანს ვაკის რაიონთან აკავშირებდა, თითქმის არავინ სარგებლობდა - კლდოვანი მასივი ვერეს ხეობაში, რომლის ნახევარიც ააფეთქეს, ჩამოშლას განაგრძობდა და უზარმაზარი ლოდები მუდმივად ცვიოდა გზაზე, სანამ მათი ზედაპირი ამჟამინდელმა მთავრობამ იძულებით უზარმაზარი რკინის ცხაურით არ დაფარა! ამიტომ:

თბილისელებო!

კინწისკვრით გაყარეთ ნაციონალების ყველა ჯგუფი, რომლებიც დღეს გმირთა მოედანზე მოდიან, რათა ტონობით ტალახისგან გაწმენდაში დაეხმარონ, რომლითაც ის მათივე ბელადის, დამნაშავე სააკაშვილის გამოისობით აივსო!

სახეში შეაყარეთ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს საკვებიანი და ტანსაცმლიანი პარკები, რომლებიც, მათივე წყალობით, უსახლკაროდ დარჩენილი თბილისელებისთვის მოაქვთ, როგორც ის ასობით ათასი ლტოლვილი აფხაზეთსა და სამაჩაბლოდან! მათ კარგად იციან, რომ დამნაშავე არიან, ამიტომ ამ ბოლო დღეებში ჯერჯერობით აღარ გაჰყვირიან „ღარიბაშვილის უმაქნისი მთავრობის“ შესახებ!

„ნაცმოძრაობას“ და „თავისუფალ ზონას“ უფლება არ აქვთ, დაეხმარონ სააკაშვილისა და უგულავას მიერ დამახინჯებულ თბილისს და თბილისელებს! ერთადერთი დახმარება, რომელსაც „ნაციონალებისგან“ მივიღებთ - ესაა ოდესიდან ბორკილებით ჩამოთრეული მიშა!

„ნაციონალები“ მანამ უნდა იყვნენ მოკვეთილი ქართველი საზოგადოებისგან, სანამ გმირთა მოედანზე თავის პარტბილეთებს არ დაწვავენ და პარტია „ნაცმოძრაობის“ ლიკვიდაციას არ გამოაცხადებენ, თავისი დანამატებითურთ, პირველ რიგში - ზონდერბრიგადის -„თავისუფალი ზონა“!

ამჟამინდელი მთავრობის შეცდომაა (გარდა, მრავალრიცხოვანი საკადრო შეცდომისა), რომ იქ არ გაითვალისწინეს თუ რა შენელებული მოქმედების ნაღმი ჩაუდეს მათმა წინამორბედებმა, ამიტომ ყველა არააუცილებელი პროექტი დღეს უნდა აიკრძალოს და მთელი ფინანსები, თუნდაც - დაგვიანებით, კაპიტალური მიმართულებით - საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემებზე, საძირკვლის გამაგრებზე უნდა მიმართონ, და მხოლოდ ამის შემდეგ დააგონ ასფალტი და შეცვალონ ბორდიურები! ხოლო ელექტრო, წყლისა და გაზის საკომუნიკაციო სისტემები მწყობრში უნდა მოიყვანონ მათმა მფლობელებმა - ინვესტორებმა, რაზეც მათ მკაცრად უნდა მიუთითოს პრემიერმა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 16 ივნისი
საქართველო, თბილისი

sazog-2-red-1 sazog-2-red-2
sazog-2-red-3 sazog-2-red-4