რედაქტორისგან
„თბილისში მომხდარი კატასტროფის მთავარი მიზეზი - დაბალი გამავლობის მილი, რომელშიც სააკაშვილმა მდინარე ვერე მოაქცია“ - საქინფორმის დასკვნა, რომელსაც სააკაშვილის დაკავება აუცილებლად მოჰყვება

samart-1-mtთბილისში, 2015 წლის 13 ივნისიდან 14 ივნისის ღამეს, ლითონშენადნობებისგან დამზადებულმა თხელკედლიანმა გოფრირებულმა მილმა - არასაკმარისად დიდი დიამეტრისა და სიმყარის კონსტრუქციამ, რომელიც ჭანჭიკებისა და ქანჩებისგან ააწყვეს, ვერ გაუძლო მთის მდინარე ვერეს ღვარცოფის დაწოლას, რომელიც, ხანმოკლე, თუმცა ინტენსიური ნალექებისა და ხელოვნური, ახალდაბა-წყნეთის გზის დამეწყრილი მონაკვეთისგან წარმოქმნილი ჯებირების გარღვევის გამო, აზავთდა.

დაგროვილ წყლის მასას დაემატა ჩამოშლილი მიწის მასები, წაქცეულ ხეთა ნატეხები და ქვები, რამაც ქვის თუ ბეტონის გვირაბებში მდებარე მილის მონაკვეთების ჩახერგვა გამოიწვია. წარმოქმნილი დაბრკოლებებისგან მომძლავრებულმა ღვარცოფმა იოლად გაარღვია ზემომითითებული კონსტრუქცია ღია მონაკვეთებზე და თბილისის ცენტრში, მდინარე ვერეს ხეობის მთელ გაყოლებაზე მიმდებარე ტერიტორიები დატბორა: დაანგრია სვანიძის ქუჩა, თბილისის ზოოპარკი, ბავშვთა ქალაქი „მზიური“ ქალაქის სანაპირომდე, რამაც 19 კაცისა (კიდევ 3 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათი ცხედრები ჯერ არ უპოვიათ) და დედაქალაქის ზოოპარკის ბინადარი  ნახევარზე მეტი ცხოველების (300-ზე მეტი) დაღუპვა გამოიწვია. უსახლკაროდ დარჩა 100-ზე მეტი ოჯახი, განადგურდა ათობით ავტომანქანა, ზარალმა 100 მლნ ლარს გადააჭარბა და კვლავაც იზრდება.

მიმდებარე მთებიდან ქალაქისკენ, პრომილეს (გრძივი დაქანების) ათობით მეტრი ერთ კმ-ზე არსებობის პირობებში, 3-5 მილისეკუნდის სიჩქარით დაძრულ ნიაღვარს, რომელიც 40-50% წყლის, ხოლო 60-50% მინერალური ნაწილაკების, ქვებისა და ხეებისგან შედგებოდა, დაემატა მთის ქანების ნატეხები თბილისის ცენტრში მდებარე მთის მასივიდან, რომელიც სააკაშვილის ბრძანებით, მდინარე ვერეს ხეობაში ახალი გზის გასაყვანად ააფეთქეს,  დამატებითი სატრანსპორტო ხაზით დედაქალაქის რაიონების - ვაკესა და საბურთალოს ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით, ვითომდა პიკის საათებში საავტომობილო საცობების თავიდან ასაცილებლად.

ახალი გზის მშენებლობას, გარდა უწყვეტი მეწყრებისა (კვლავაც და კვლავაც რომ ფენებად იშლებოდა და ცვიოდა მთის აფეტქების შემდეგ, რამაც აიძულა ამჟამინდელი ხელისუფლება, ისინი უზარმაზარი რკინის ცხაურებით დაეფარათ), თან ახლდა ასევე, სახლებისა და კორპუსების მშენებლობა გზის ორსავე მხარეს, რაზეც უკანონო ნებართვები გაიცემოდა (ქალაქის შესაბამისი სამსახურებისა და სააკაშვილის მიერ ლიკვიდირებული სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ ექსპერტიზის ჩატარების გარეშე). ამან  ხეების, მათ შორის - უნიკალური პარკის - თბილისის ზოოპაკის ტერიტორიაზე, რომელმაც ამ მიზეზით თავისი ფართობის ნახევარზე მეტი დაკარგა, იშვიათი ჯიშების მასიური გაჩეხა გამოიწვია. გალიები, როგორც შემდგომ გაირკვა, ქალაქის მოძრაობის განტვირთვის თვალსაზრისით,  ახალი უმაქნისი გზის პირზე აღმოჩნდა, ხოლო მიწამ, რომელსაც ხის ფესვები მეტად აღარ აკავებდა, ჩამოშლა და ჩამორეცხვა დაიწყო, მათ შორის, კერძო სახლებისა და საცხოვრებელი კორპუსების საძირკვლიდან.

სასურველი შედეგი ვერ გამოიღო გმირთა მოედნის მიმართ არაპროპორციულად დიდმა ბეტონის ესტაკადებმაც, ისევე, როგორც  ახალმა გზამ, სააკაშვილის ბრძანებით თბილისის იმჟამინდელი მერი (ამჟამად პატიმარი) უგულავას მიერ აშენებულმა. ქალაქის ბიუჯეტიდან ამ პროექტებზე ოფიციალურად გახარჯული 115 მლნ ლარის მიზნობრივი დანიშნულება - საქართველოს მთავარი პროკურატურის კომპეტენცია და ექსპერტიზის საგანია, თუმცა, ქალაქელებს, ავტოტრანსპორტის მფლობელებს ამ საგზაო „კვანძებისგან“ შვება არ უგრძნიათ.

გმირთა მოედნის ცენტრში კი, დიდ „მკვდარ“ ტერიტორიაზე, დანიშნულების გარეშე რომ დარჩა, ჯერ 1 მლნ ლარის ღირებულების უაზრო შადრევანი (რომელსაც ხალხმა „ბენდუქიძის ოყნა“ უწოდა) ააშენეს, შემდეგ კი მისი დემონტაჟი მოახდინეს დაპროექტებაში არსებული უხეში დეფექტების გამო. შემდგომ, მის ადგილას, ასევე სააკაშვილის ახირებით, დადგეს მახინჯი კონსტრუქცია, რომელსაც მან სხვადასხვა დროს რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ სტელა (ხალხში „სააკაშვილის ფალოსს“ რომ ეძახიან. დღემდე რომ დგას), უწოდა. იქვე, რამდენიმე ათეულ მეტრში, საკმაოდ დამრეცი ვერეს დაღმართის პირზე, სადაც ნებისმიერი თავსხმა წვიმისას წყლის ნიაღვრები მითქრიალებს, სააკაშვილმა მოაწყო მემორიალი - აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების საძმო საფლავი, რაც მათი ხსოვნის შეურაცხყოფას წარმოადგენს.

P. S. საქინფორმმა გამოიტანა თავისი დასკვნა და იმედოვნებს, რომ მას  2015 წლის 13 ივნისის თბილისში კატასტროფაში მთავარი დამნაშავე - სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანა და დაკავება მოჰყვება.

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 22 ივნისი
საქართველო, თბილისი

sam-1-1 sam-1-2
sam-1-3 sam-1-4
sam-1-5 sam-1-6
sam-1-7 sam-1-8
sam-1-9 sam-1-10
sam-1-11 sam-1-12
sam-1-13 sam-1-14