რედაქტორისგან
„ჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია, რაც კი მსოფლიოში არსებობს!“ - ნუთუ პუტინი საქართველოს საჩუქარს უმზადებს, ქალბატონო თინა?!

polit-2საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "მოამბის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დასრულებისას, როდესაც ეს ტექნიკა იქნება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე იქნება დაცული, რაც დღეს პრაქტიკულად არ გვაქვს... ახლა გაწერილი გრაფიკის მიხედვით ჩვენ დავიწყებთ ფულის გადახდას და ისინი - მოწოდებას. მეორე ეტაპზე ვგეგმავთ მეორე ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ... პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. არანაირი ხარვეზი თუ დანაკლისი ან დღეს ფინანსური პრობლემა გვაქვს, ამიტომ ეს დავაკელი, აღარ იქნება. ვისაც კითხვები აქვს, 13%-ით არის თუ 93%-ით ეს შესრულებული, შემიძლია ვუთხრა, რომ ჩვენ წავედით ყველაზე უფრო დიდ მოცემულობაზე, სრულ კომპლექტაციაზე, რაზეც, შესაძლოა, 2 წლის წინ არც კი ვფიქრობდით", - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, ხიდაშელი არ აკონკრეტებს თარიღს, როდის ჩამოვა საჰაერო თავდაცვითი შეიარაღება საქართველოში.

საქინფორმისაგან: „არ ვაპირებ გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება! ეს ძალია დიდი რისკია... - განაცხადა ზუსტად ორი დღით ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თუმცა, როგორც ჩანს, რატომღაც თავისი გადაწყვეტილება შეცვალა...

კიდევ ორი დღის წინ კი საქინფორმი იუწყებოდა შეთანხმებაზე, რომელსაც საფრანგეთში ხელი მოაწერეს თინამ და ფრანგებმა - ლე ბურჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში. ხიდაშელი: „საფრანგეთი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემებს თუ ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტებს მიაწოდებს?“.

აქედან გამომდინარე, გამორიცხულია, თუნდაც სამხედრო საქმეში გამოუცდელ თავდაცვის ახალ მინისტრს, გამოცდილ ენ-ჯე-ოელს, სიტყვა წამოსცდენოდა. მაშ, რასთან გვაქვს საქმე?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი უცხოური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გაცილებით უფრო ძირია, ვიდრე საქართველოს მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როცა КЗакВО საქართველოდან მიდიოდა, გაძარცვეს აქ არსებული, თუნდაც დღეისთვის მოძველებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსული სისტემები (სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სადაც ის აქტით ჩაიბარეს და სრულჰყვეს). აღარაფერი რომ არ ვთქვათ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ჩვენ არავინ მოგვყიდის, მთელი საქართველოს ფასადაც კი!

მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები კი რუსეთის ფედერაციას აქვს, როგორიც თვით აშშ-საც კი არ ექნება უახლოესი 100 წლის მანძილზე. ამასთან,  გასულ სამშაბათს რფ-ის პრეზიდენტმა პუტინმა საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია-2015“-ის გახსნაზე განაცხადა, რომ „მიმდინარე წელს რუსეთის ბირთვული ძალები კიდევ 40 ახალი კონტინენტთაშორისი ბალისიტიკური რაკეტებით შეივსება, რომლებიც დაძლევენ ნებისმიერ, ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემებსაც კი“, რამაც ძალიან შეაშინა აშშ.

მაშ, ნუთუ პუტინი საქართველოს საჩუქარს უმზადებს, ქალბატონო თინა - უბრალოდ გვჩუქნის მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს?! სხვანაირად როგორ გავიგოთ მინისტრ ხიდაშელის განცხადება, თუკი არაკომპეტენტურობასა და წინასწარგანზრახულ ტყუილს გამოვრიცხავთ?“

საქინფორმის რედაქცია