რედაქტორისგან
„რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ამ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების უკან გადაწევა!“ - ხიდაშელი რუსეთს ამერიკული კრედიტით ნაყიდი ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით შეაშინებს?! - საქინფორმი

aqtual-1-redaq-1-mtavarსაქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. გუშინ „EXPO GEORGIA“-ში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურების ამსახველ ფოტოგამოფენაზე იმყოფებოდა,  ქართულ-რუსული კონფლიქტის ზონაში ახალი სასაზღვრო ბანერების დადგმის შესახებ ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით რუსები, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება. ეს არის ის, რაზეც ამდენი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად... ჩვენი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოკუპაციის, ძალმომრეობის, ძალადობისაგან თავის დაღწევის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%- დაიბრუნებს (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - საქინფორმი) და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა!",  განაცხადა ხიდაშელმა.

საქინფორმი: რას გულისხმობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასეთი თამამი განცხადების გაკეთებისას? ნუთუ თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ რუსეთის არმიას ფრანგულ-ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით შეაშინებს, რომლებსაც საფრანგეთი საქართველოს 2016 წლის 1 იანვრიდან მიჰყიდის - იმ ფულით, რომელიც აშშ-მა საქართველოს კრედიტით მისცა?! როგორც ცნობილია, ფრანგულ-ამერიკულ კომპანიასთან შეთანხმება საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიყიდვის შესახებ 2015 წლის 11 ივლისიდან, ხიდაშელის მიერ პარიზში, ანტუან ბუვიესთან - კომპანია „MBDA“-ს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, მისი ხელმოწერის მომენტიდან შევიდა ძალაში, აი  რამდენ პროცენტიან „ატკატს“ (20%-ს თუ მეტს?) მიიღებენ ვაშინგტონში „შეღავათიანი კრედიტისთვის“, უცნობია...

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 14 ივლისი
საქართველო, თბილისი

aqtual-1-redaq-1-1 aqtual-1-redaq-1-2