რედაქტორისგან
საქინფორმი: „აუცილებლად გამოსაძიებელია - რით იყო გამოწვეული 2 დღეში ერთი მეორის მიყოლებით 3 ხანძარი, რომლებიც ნაცების ტელევიზიის კონცერტებს ფოთსა და ბათუმში საეჭვოდ დაემთხვა!“

1-batumi-saz-3-red-1„ნაცმოძრაობის“ ოფისში, აეროპორტის ტრასაზე რომ მდებარებოს, თურმე, ქეიფია - ნაცებს თბილისში მომხდარი ხანძრები გაუხარდათ, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა... ხანძრების სერია საქართველოში, როგორც ეს არისე შორეული ისტორიიდან გვახსოვთ, ხშირად ხელისუფლების ჩამოგდებით თავრდება... ამიტომ აუცილებლად გამოსაძიებელია - რით იყო გამოწვეული 2 დღეში (3 და 4 აგვისტოს) ერთი მეორის მიყოლებით 3 ხანძარი - ელიავას ბაზრობაზე, სპორტის სასახლესთან და აეროპორტის ტრასაზე - ამაში ნაცების ხელი ხომ არ ურევია? თანაც, „ალიბიც“ აქვთ - იმ დღეებში მხიარული საქმით იყვნენ დაკავებულები - კონცერტებს ატარებდნენ ოთსა და ბათუმში, რომლებიც ხანძრებს საეჭვოდ დაემთხვა... ისე, ადამიანს, სააკაშვილივით არამზადა თუ არ ხარ, ხანძარი როგორ უნდა გიხაროდეს, სადაც არ უნდა მოხდეს იგი?! თუმცა, ქართველ ხალხს, მარტო ერთი ხანძარი ნამდვილად გაუხარდება - თუ „ნაცმოძრაობის“ ცენტრალური ოფისი აეროპორტის ტრასაზე ძირფესვიანად დაიწვება...

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 7 აგვისტო