რედაქტორისგან
„ქათამი -სტუმრად ქათამთან და კიდევ ერთი დაღუპული ქართველი დაქირავებული მებრძოლი“ - საქინფორმი

1kurica-saz-2-red-mtგუშინ, 10 აგვისტოს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე თითქმის ერთდროულად ორი ჩანაწერი გამოაქვეყნა - ერთი მხიარული, მეორე - ნაღვლიანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიშა კლოუნია, რომელიც მხოლოდ პუბლიკისთვის იცინის და ტირის. გთავაზობთ ჯერ მხიარულ ჩანაწერს:

 „ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ზაფხულს ოდესაში დამსვენებელთა რეკორდული რიცხვი ჩამოვიდა. ჩამოდის ბევრი შემსრულებელი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდანაც. ყველასთვის, ვინც უკრაინის ერთიანობას პატივს სცემს, ღიაა მწვანე დერეფანი საზღვარზე. მე პირადად მიყვარს რუსული კულტურა. სიამოვნებით მოვუსმინე ევგენი ონეგინს გუშინ ოდესის ოპერაში, სადაც, სხვებთან ერთად, რუსეთში გამომსველი მომღერლები მღეროდნენ.

მალე ჩვენთან ანდრეი მაკარევიჩი ჩამოდის და ჩვენ ღია ვართ ყველა ნიჭიერი და საინტერესო ადამიანისთვის. გასულ კვირას კი ოდესაში დიდი წარმატებით გამოვიდა დიდი ბორის გრებენშჩიკოვი. კონცერტის შემდეგ მან, მისმა ჯგუფმა და მომხიბვლელმა ნინო ქათამაძემ, რომელიც ოდესის სხვა ადგილას მღეროდა, ჩვენთან შემოიარეს და დაღლილობის მიუხედავად, თითქმის დილამდე საუბრობდნენ და ერთად მღეროდნენ. ორი ნიჭიერი ადამიანის დაუვიწყარი დუეტი გაიმართა უკრაინის ცისქვეშ“.

ეს კი სევდიანი ჩანაწერი:

კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა. კიდევ ერთმა ქართველმა, 24 წლის გიორგი ბარათელმა თავის შესწირა უკრაინას. ის 93-ე ბრიგადის მოხალისე იყო, წარმოშობით სოხუმიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან. მისი ბატალიონის უფროს იაროსლავს ვესაუბრე. ის მომიყვა, რომ გიორგი სულ იმეორებდა, საომრად იმიტომ წამოვედი, რომ ჩემით მამაჩემმა და მთელმა საქართველომ იამაყონო. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს იამაყებს მისით, როგორც ყველა იმ ადამიანით, ვინც ჩვენს საერთო ომში იბრძვის“, - ყრის ნიანგის ცრემლებს ადამიანის ორგანოების ვაჭრობით გამდიდრებული გადამბირებელი სააკაშვილი, რომელიც ახალგაზრდა ქართველებს უკრაინაში სხვების ომისთვის იბირებს. ან იქნებ, როცა ის მღეროდა და ღვინით სკდებოდა გრებენშჩიკოვთან ერთად, ეს მიშას კარიერასა და მისი ოჯახის კეთილდღეობას შეწირული ბარათელის სულის მოსახსენიებელი იყო?! იომებენ კი სააკაშვილის ვაჟები უკრაინაში „საერთო ომში“, რათა მამამ მათით იამაყოს - როგორც ბარათელის მამამ უნდა იამაყოს თავისი ვაჟით? თუ სწავლას გააგრძელებენ ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში -  იმ ამერიკის, რომელზეც მამამისი მუშაობს?!
და კიდევ: რა ფულით მოეწყო ის ბანკეტი? რა ფულით სეირნობს და ლოთობს სააკაშვილი, მისი ხელისბიჭები და კახპები?! ოდესის საოლქო ადმინისტრაციისა თუ აშშ-ის სახდეპის მიერ გამოგზავნილი დოლარებით ქართული საზარბაზნე ხორცის სანაცვლოდ?!

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 11 აგვისტო
საქართველო, თბილისი

1kurica-saz-2-red-qv