პოლიტიკა
აზერბაიჯანი დავით გარეჯის სადავო ტერიტორიას საქართველოს სხვა სადავო ტერიტორიის სანაცვლოდ დაუთმობს

davit-garejiiროგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს საკითხი საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება.

"საუბარია იმაზე, რომ ნაცვალგების პრინციპს ადგილი ჰქონდეს საბოლოო ჯამში, როდესაც დელიმიტაციის პროცესი დასრულდება, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ვაღწევთ და ეს პროცესი გრძელდება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიებია დავით გარეჯის მონაკვეთი და სოფელი ერისიმედი.