რედაქტორისგან
ღარიბაშვილი: „საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზა კი არა, ისეთივე სასწავლო ცენტრი იხსნება ქართველი ჯარისკაცებისთვის, როგორიც უკვე გვაქვს საქართველოში, საჩხერის სამხედრო ბაზაზე!“, ანუ, როგორც ოდესაში ამბობენ, ორი დიდი განსხვავებაა...

1coment-POLIT-2-REDსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრთან და ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

თქვენ იცით, რომ ერთი კვირის შემდეგ ნატო- გენმდივანი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ ვხსნით სასწავლო ცენტრს. ბევრი სპეკულაციები იყო ამ ცენტრთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის საწვრთნელი ბაზა. ეს არის სასწავლო ცენტრი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მოვამზადოთ და მათი მომზადების დონე აიწიოს, რომ ნატო- სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს. მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი სპეკულაციები არის გადაჭარბებული. ჩვენ მივესალმებით ნატო- გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე და ჩვენ ამ გეგმას კარგად ვასრულებთ. ამ ცენტრს რაც შეეხება, ეს არის სასწავლო ცენტრი. ასეთი ცენტრი უკვე გვაქვს საქართველოში საჩხერის ბაზაზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქინფორმი თავის მკითხველს შეახსენებს, რომ 2004 წელს რფ-ის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან ერთად სასწავლო ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა აჭარაში, იქიდან გასული რუსული სამხედრო ბაზის ადგილას. სააკაშვილმა მაშინ უარი თქვა, პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს აირჩიოს თავისთვის ინსტრუქტორები - ამერიკელები იქნებია ისინი თუ რუსები.

ნატოს საწვრთნელი ბაზა კი, რომელიც, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოში არ იქნება, ნატოსთან ერთობლივი სასწავლო ცენტრისგან იმით განსხვავდება, რომ იქ ანტიტერორისტულ მომზადებას არა მარტო ქართველი, არამედ ნატოს ყველა ქვეყნის „იღბალის ჯარისკაცები“ გაივლიან - მოხალისეები მთელი მსოფლიოდან, როგორც ფრანგულ ლეგიონში. ეს კი, როგორც ოდესაში ამბობენ, „ორი დიდი განსხვავებაა“.

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 21 აგვისტო
საქართველო, თბილისი