რედაქტორისგან
საქინფორმი: ივანიშვილსა და ღარიბაშვილზე შეტევა გრძელდება: „ნაცმოძრაობამ“ ტვ „იმედზე“ ტრიბუნა დაკარგა! უცნობია - შეცვლის თუ არა „უცნობი“ ინგა გრიგოლიას? სტოლტენბერგი არ წამოეგო „რუსთავი 2“-ის პროვოკაციას

1-ataka-saz-3-red-mtსაქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე შეტევა გრძელდება - პიარ-კამპანიის შემდეგ, რომელიც ხელისუფლებას სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, თეთრ სახლამდეც კი რომ მიაღწია, საქართველოში მორიგი ბლეფი წამოიწყეს. ამჯერად საქმე ტვ „იმედს“ -  საქართველოში „რუსთავი 2“-ის შემდეგ სიდიდით მეორე ტელეკომპანიას ეხება, რომელიც აწ განსვენებული მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის.

ინგა გრიგოლიას საავტორო პოლიტიკური თოქ-შოუ "რეაქცია" ტელეკომპანია "იმედზე", რომელიც „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული ტრიბუნა იყო, დაიხურა. ამაში კვლავ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, რომლის ბრძანებითაც, თითქოსდა, „იმედის“ ხელმძღვანელობამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ რომ ერთი თვის წინ ინგა გრიგოლია, მისი მონაწილეობით, კიდევ ერთი ასეთი თოქ-შოუდან - გადაცემა "იმედის კვირიდან" წავიდა. როგორც ამბობენ, თავად ინგა გრიგოლია "რეაქციის" დახურვის თაობაზე ინფორირებული არ იყო. ამის შესახებ მან 29 აგვისტოს საღამოს გაიგო. როგორც ინგა გრიგოლია კოლეგებს თავის Facebook-გვერდზე წერს, „ის სახლში წავიდა“: მორჩა კინო! წადით სახლში! „რეაქცია და იმედის კვირადაიხურა“.

რეაქციის დახურვასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს.

საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.

ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალო არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოდ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.

ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში“, - ნათქვამია „იმედის“ განცხადებაში.

საქინფორმის ინფორმაციით, რომელიც რედაქციაში სხვადასხვა, ერთმანეთთან კავშირში არმყოფი კულუარული წყაროდან მივიღეთ, აწ განსვენებული ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიაში ინგა გრიგოლიას  ცნობილი მომღერალი და მსახიობი გია გაჩეჩილაძე (სცენური ფსევდონიმი - „უცნობი“) - ბიზნესმენ ლევან გაჩეჩილაძის, მეტსახელად „გრეჩიხას“, ძმა შეცვლის.

უცნობია, იქნება თუ არა „უცნობის“ თოქ-შოუ ისეთივე, როგორიც ინგა გრიგოლიასი უყო, თუ ის მის ცნობილ ტელეპროექტ „საკანს“ დაემსგავსება (ციხის საკნად სტილიზებულ სტუდიაში „უცნობი“ საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა და იქ სტუმრებს  - ქართველ საზოგადოებაში პოპულარულ მოღვაწეეებსა და სხვებს) იღებდა.

უცნობია, წარმოადგენს თუ არა ეს ქართულ პოლიტიკაში ძმები გაჩეჩილაძეების „მეორედ მოსვლის“ დასაწყისს, რომელთა პირველი მცდელობაც, მათივე გამოისობით, კრახითა და მათი ასობით ათასი მომხრის იმედგაცრუებით დასრულდა...

P. S. გასულ ხუთშაბათს თბილისში მყოფი ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროვოკაციას არ წამოეგო: ტელეინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ უყურებს იგი „რუსთავი 2“-ის შევიწროებას და ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს? - ნატოს გენმდივანმა გაოცებით, თუმცა მტკიცედ შენიშნა, რომ ეს საკითხები მას არ ეხება, იგი მათ არ იცნობს და, შესაბამისად, კომენტარის გაკეთებასაც არ აპირებს.

1-ataka-saz-3-red-2-1 1-ataka-saz-3-red-2-2