რედაქტორისგან
მარიხუანა და გამასხარავებული გორჩაკოვის ფონდი - რის შესახებ აფრთხილებდა საქინფორმის მთავარი რედაქტორი

1-gorC-pol-2-red-2-mtიტყობინება ევრაზიის ინსტიტუტი (საქართველო):ბოლო დროს საქართველოში მოდური გახდა რუსული რბილი ძალის შესახებ პერიოდული განგაშის ატეხვა. ამასთან დაკავშირებით აქცენტი კეთდება არასამთავრობო სექტორსა და მასმედიაზე, თითქოს რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ, ე. წ. „რბილმა ძალამ“ ღრმად შემოაღწია საქართველოში. მასმედიიდან პირველ რიგში ახსენებენ გაზეთს საქართველო და მსოფლიო“, საინფორმაციო - ანალიტიკურ სააგენტოს საქინფორმ და მეტი „ობიექტურობისათვის“, კიდევ ორ-სამ გაზეთსა და ინტერნეტ-საიტს. საზოგადოებრივი სექტორიდან ამერიკის საელჩოდან მართულ ქართველ „პატრიოტებს“ ყველაზე მეტად ჩვენი ორგანიზაცია - ევრაზიის ინსტიტუტი არ მოსდით თვალში. თვალის ასახვევად კიდევ ერთ-ორ ორგანიზაციასაც მიაყოლებენ ხოლმე „ხურდაში“.

მაგრამ როგორ გამოიყურება რეალურად რუსული პროპაგანდა, ე. წ. „რბილი ძალა“ საქართველოს მაგალითზე? ზედმეტადრბილიხომ არ არის იგი? ამის შესახებ ჟურნალ ლიბერალის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, ირაკლი აბსანძე ირონიის საკმაოდ დიდი დოზით წერს. საჭიროდ მიგვაჩნია, მკითხველს გავაცნოთ . აბსანძის ეს სტატია  "აქა ამბავი რუსული 'რბილი ძალის' სისუსტეებისა":

„რუსეთი ჩემთვის ვაკეში, ამ ქვეყნის საელჩოში, დაიწყო. საკონსულო განყოფილების საშუალო ზომის ოთახში, ერთმანეთის პირდაპირ ჩამწკრივებულ სამ-სამ მინის სარკმელში, მაღალვარცხნილობიანი რუსი ქალები ისხდნენ და ხმამაღლა ჩხუბობდნენ. ზოგს რაღაცის ქსეროასლს სთხოვდნენ გაწიწმატებულები, ზოგს პასპორტის ხარვეზზე მიანიშნებდნენ და ა.შ. არც ვიზის მსურველები აკლებდნენ ხელს. ზოგიერთი საკონსულოს თანამშრომელზე ხმამაღლაც კი ყვიროდა. ჩემი რიგის 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ დავასკვენი, რომ ეს აურზაური აქ უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. მოჩხუბარი მხარეები ბოლოს ერთმანეთს მადლობებით ემშვიდობებოდნენ. არავინ ტოვებდა განსაკუთრებულად გაბრაზებულისა და შეურაცხყოფილის შთაბეჭდილებას. მე პროცედურა უპრობლემოდ გავიარე. მომწვევმა მხარემ რაღაც ჯადოსნური დოკუმენტი გამოგზავნა, რომელსაც ყველა “ტელექსს” უწოდებდა და ყველა კარს ურიგოდ ხსნიდა.

მოსკოვში “გორჩაკოვის ფონდმა” დაგვპატიჟა. ქართული მხრიდან ვიზიტს “კავკასიური სახლი” უწევდა ორგანიზებას. გორჩაკოვის ფონდს რუსეთი საკუთარი “სოფთ ფაუერის” - “რბილი ძალის” ინსტრუმენტად მიიჩნევს. ის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაგრძელებაა. დაახლოებით ის ფუნქცია აქვს, რაც ამერიკულ USAID-ს ან გერმანულ “დოიჩე ველეს”. მან უნდა უზრუნველყოს რუსეთის პოპულარიზაცია მის საზღვრებს გარეთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული სათავისოდ მოიგოს.

სასტუმროს, სადაც დავბინავდით, სახელი არ ჰქონდა. აეროპორტში აყვანილმა ტაქსისტმა ძლივს მიაგნო. საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოში 3-სართულიანი უსახური შენობა იდგა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის და მისგან ქირაობენ სასტუმროსთვის. სადილ-ვახშმებიც სწრაფი კვების ტიპის დაწესებულებებში იყო დაგეგმილი. ანუ გორჩაკოვის ფონდს ჩვენი გულების მოგება კომფორტითა და ფუფუნებით არ უცდია. ეს განსაკუთრებით იმათ გააკვირვებს, ვინც USAID-ის ან “დოიჩე ველეს” ორგანიზებულ ვიზიტებზეა ნამყოფი.

შეხვედრების გრაფიკი კი დატვირთული შემოგვთავაზეს - პოლიტიკის, ბიზნესის, მედიის წარმომადგენლებთან. თუმცა პოლიტიკოსებიდან ახალი ბევრი არაფერი გაგვიგია. მოვისმინეთ ძველი სიმღერები რუსეთის უძლეველობაზე; რომ აფხაზეთის და რუსეთის დამოუკიდებლობის რუსეთისგან აღიარება ქართველების ბრალია; რომ ამ გადაწყვეტილების გადახედვა უკვე შეუძლებელია და რომ ყველაფერი, ამის მიუხედავად, საქართველოს რუსეთთან “მეგობრობის” გარდა, ალტერნატივა არა აქვს.

ბევრად პრაგმატული იყო სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი. მან ფაქტობრივად ღიად თქვა, რომ რუსული ბიზნესინტერესი საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ბაზრის ამ მდგომარეობისთვის თითქმის ნულია. თუ სადმე ეს ინტერესი არსებობს, ეს უფრო პოლიტიკაა, ვიდრე ბიზნესიო.

ყველაზე შთამბეჭდავი ჟურნალისტებთან შეხვედრა იყო - მათთან, ვინც დასავლურ მედიას რუსული “რბილი ძალის” პოპულარიზაციისთვის იყენებს. უზარმაზარ ნიუსრუმში 30-მდე ადამიანი იჯდა და მონიტორებს ჩაჰკირკიტებდა. ყველა სხვადასხვა ენაზე. ეს არის ორგანიზაცია Russia Beyond the Headlines, რომელიც მსოფლიოს 22 ქვეყნის 26 წამყვანი გაზეთისთვის 16 სხვადასხვა ენაზე ამზადებს ჩანართებს. რამდენიმეგვერდიან დამატებაში რუსეთსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები რუსეთისათვის მომხიბლავი კუთხით განიხილება. შრიფტი მასპინძელი გამოცემის იდენტურია. ერთწინადადებიანი წვრილად დაბეჭდილი წამძღვარება რომ არა, ვერ მიხვდები, მაგალითად, Washington Post-ს, The New York Times-ს, Le Figaro-ს,  The Daily Telegraph-ს რომ არ კითხულობ. თვისობრივად ჩვეულებრივი სარეკლამო დამატებაა, მაგრამ საკითხავია, იცის თუ არა ეს მკითხველმა. ახალგაზრდა, კარგად ინფორმირებულ ავტორებს არ დაუმალავთ, რომ მათი მიზანი ამ “დეტალის” შესახებ მკითხველის ინფორმირება სულაც არ არის. უფრო - პირიქით.

ერთადერთი, ვინც 26 რენომირებული გაზეთიდან ეთიკური მოსაზრებებით ჩანართის გავრცელებაზე უარი თქვა, გერმანული Sueddeutsche Zeitung იყო. ყირიმის ანექსიის შემდეგ მათ გააუქმეს ხელშეკრულება და მკითხველს კრემლის ხედვას აღარ აწვდიან. თუმცა ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ახლა ჩანართს გერმანული ბიზნესგამოცემა Handelsblatt ავრცელებს.

მართალი გითხრათ, ამ ვიზიტში ჩართვას იმიტომ დავთანხმდი, რომ პროგრამა გროზნოში 3-დღიან სტუმრობასაც ითვალისწინებდა. ჩეჩნეთში ერთადერთხელ 90-ან წლებში პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომლის სტატუსით ვიყავი დეპუტატ გერმანე ფაცაციასთან ერთად. გროზნოში დაუზიანებელი შენობა არ არსებობდა. მახსოვს, მასხადოვთან ინტერვიუ 2-სართულიან ხუხულაში ჩავწერეთ, რომელსაც აბრად “იჩქერიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია” ეკრა.

დღევანდელი გროზნო რუსეთისათვის პრესტიჟის ობიექტია. რესპუბლიკის მოსახლეობის ერთი მეხუთედის გაწყვეტის შემდეგ, კრემლმა იქ ფართომასშტაბიანი მშენებლობები დაიწყო. ყველაფერი ახალაშენებული კიჩია - პრეზიდენტ კადიროვის ადმინისტრაციით დაწყებული და უზარმაზარი მრავალსართულიანი სახლით დამთავრებული, რომელშიც საცხოვრებელი ფართი ჟერარ დეპარდიეს გამოუყვეს. პუტინის სახელობის პროსპექტის გამყოფ ბულვარზე ავტომატებით შეიარაღებული პოლიციელი მოსეირნეზე მეტია. ქალაქი ზოგადად უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს - ხალხი აკლია. არ ვიცი, ვინ დადის ყველა კუთხეში გახსნილ სუშირესტორნებში.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამჟამინდელი პრეზიდენტის მამისა და ჩეჩნეთის ეროვნული გმირის მიერ ოდესღაც წარმოთქმული მარტივი ჭეშმარიტებები წერია ოქროს ასოებით. წარწერა ბიბლიოთეკის შენობაზე გვამცნობს, რომ “ცოდნა თანამედროვე საზოგადოების მთავარი ძალაა”. თეატრს მორიგი სიბრძნე ამშვენებს - “კულტურის გარეშე ერი არ არსებობს”. გროზნოს ყველა ასე თუ ისე წარმოსადეგი შენობის განუყრელი ატრიბუტია სამი უზარმაზარი ფოტო - პუტინისა და მამა-შვილი კადიროვების. ქალაქის შესასვლელში ახალ წყალსაცავს და უზარმაზარ საშადრევნო კომპლექსს აშენებენ, რომელსაც ამაყად “გროზნოს ზღვას” უწოდებენ უკვე. ერთ-ერთ შეხვედრაზე რესპუბლიკის მთავრობის ჩინოვნიკს არ დაუმალავს, რომ ჩეჩნეთში მთავარი დამსაქმებელი სახელმწიფოა. სამსახურის მქონეთა 70%-ზე მეტი საჯარო სექტორში მუშაობს.

რუსეთის ხელისუფლება ამ ყველაფრის განსაკუთრებულ წარმატებად წარმოდგენას ცდილობს. ბევრჯერ გაგვიმეორეს - გროზნო სტერეოტიპებს ამსხვრევსო. მე უფრო მგონია, რომ გროზნო ამსხვრევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ეროვნულ გალერეაში ექსკურსიამძღოლმა, სათვალთვალო კამერების წვდომის მიღმა სივრცეში რომ აღმოვჩნდით, ქართველებს გვითხრა - სულ სხვა ამბებს მოგიყვებოდით, ამის საშუალება რომ მქონდესო.

გროზნოდან თბილისში მიკროავტობუსით დავბრუნდით. ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტზე ქართველი მესაზღვრის ღიმილი და “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” დაახლოებით ისეთივე კულტურული შოკი იყო, როგორიც ევროპის ქალაქებში გაღიმებული სახეების სიმრავლისგან გვაქვს ხოლმე. დიახ, ნაყოფიერი იყო ეს ვიზიტი. ერთგვარი ფსიქოთერაპიაც კი. ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ აქაური იწილო-ბიწილოების მიუხედავად, კარგ გზას ვადგავართ. ეს გზა კი არასოდეს უნდა დავუკავშიროთ ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელს. მადლობა გორჩაკოვის ფონდს“.

დასკვნის სახით დავძენთ: საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შემობრუნება რუსეთთან საქართველოს დაახლოების სასარგებლოდა არა ასეთი ბედოვლათირბილი ძალის“, არამედ ქართველი ხალხის სიბრძნისა და დიახაც, რომ ჩვენნაირი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის დამსახურებაა! გორჩაკოვის ფონდს კი ვთავაზობთ უფასო მასტერ-კლასებს პიარის სფეროში. 

ევრაზიის ინსტიტუტი

1-gorC-pol-2-red-2-PS


P.S. რით ჰგვანან ისინი? რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გორჩაკოვის ფონდს ჟურნალ „ლიბერალთან“?! 2015 წლის 10 მარტს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, პუბლიკაციაში «ПРАВДА О МОСКВЕ» (Фонд Горчакова идёт по неверному пути РИА Новости) უკვე ტეხდა განგაშს ზოგიერთი მოსკოვური ორგანიზაციის საეჭვო და უცნაური საქმიანობის შესახებ, რომლებიც მოწოდებული არიან, დაკავდნენ საერთაშორისო საქმიანობითა და დიპლომატიით (კერძოდ, რუსეთ-საქრათველოს ურთეირთობების დარეგულირებით) და შესთავაზა კიდეც „გორჩაკოვის ფონდს“ თემატური ლიტერატურის ნუსხა ამ სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მაშინ გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა რომან გრიშენინმა მადლობაც კი გადაუხადა საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს „საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციში დაინტერესებისა და მეგობრული, კონსტრუქციული და დასაბუთებული კრიტიკისათვის“, თუმცა საქმე ამაზე შორს, როგორც ჩანს, არ წასულა. საქინფორმი შეახსენებს გორჩაკოვის ფონდის ხელმძღვანელობას, რომ მათი ამასწინანდელი სტუმარი საქართველოდან - ირაკლი აბსანძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორის - ჟურნალ „ლიბერალის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორია, რომელიც სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და იდეოლოგის, პრეზიდენტი სააკაშვილის დროინდელი უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას მეუღლეს - რუსოფობ თამარ ჩერგოლეიშვილს ეკუთვნის.

ხოლო თუ გორჩაკოვის ფონდმა ირაკლი აბსანძე მოსკოვში გადასაბირებლად მიიწვია, მაშინ საქინფორმი იტყობინება საინტერესო ფაქტს მისი ბიოგრაფიიდან: 2013 წლის 24 აპრილს საქართველოს შსს-მ დააკავა ირაკლი აბსანძე საქართველოს სსკ 250-ე მუხლით (ნაწილი 1, პუნქტი „ე“)გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რომელიც 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს „ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და გადატანისათვის“. საქმე ისაა, რომ მაშინ თქვენს ირაკლის ფოსტით მარიხუანით სავსე ამანათი მიუვიდა!
ახლა კი დაფიქრდით - ვის სჭირდება ასეთი აგენტი, მით უფრო, რომ ის დიდი ხანია „ცე-რე-უ“-ს გავლენის აგენტია?!

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 14 სექტემბერი,
საქართველო, თბილისი