რედაქტორისგან
ლიკა ზახაროვა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას! - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ღია წერილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს

1-lika-pol1-mtბატონო ვახტანგ!
როგორც თქვეთვის ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს ექს-პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის საგარეო-პოლიტიკურ კურსს, რომელიც, კერძოდ, ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასთან გაწონასწორებულ ურთიერთობებს და მასთან სავაჭრო და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენას, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დროებითი აზრთა სხვადასხვაობისა. არ შეიძლებოდა არ შეგემჩნიათ, რომ მიუხედავად ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის გამომწვევი გამოსვლებისა, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ვექტორისა, ოფიციალური მოსკოვი უკიდურესად კორექტულად იქცევა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობის მიმართ საკუთარ თავს არცერთი მკვეთრი, ანდა თუნდაც არაკეთილმოსურნე გამოთქმის უფლებას არ აძლევს.

 თუმცა, ბეცი, დიპლომატიაზე წარმოდგენის არმქონე ზოგიერთი პოლიტიკოსის გარდა, საქართველოში მოქმედებენ დესტრუქციული ელემენტები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციებს ამზადებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ  რუსეთთან ურთიერთობებში მიღწეული ბალანსის დასარღვევად! ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უცხოური სპეცსამსახურებისა და საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ორმაგი აგენტები არიან. ისინი დღესაც, სხვადასხვა ლეგენდით, ასრულებენ მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტიის ძირგამომთხრელ დავალებებს, ინიღბებიან რა სხვადასხვა ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთა ნიღბებით.

ვინმე ლიკა ზახაროვა (ზოგიერთი წყაროს ცნობით - ანჟელა ზახარიანი) აცხადებს, რომ იგი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, „საქართველოში აზერბაიჯანთა ნაციონალური კონგრესის“ პრეზიდენტი ალი ბაბაევის პროტეჟეა. საქინფორმი დაუკავშირდა ალი ბაბაევს, რომელმაც უარყო ეს სიცრუე და გულისწყრომით მოიხსენია ყველა, ვინც მისი სახელით სარგებლობს. აი საქართველოში მომუშავე ერთი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მფარველობა კი შესაბამის წრეებში ცნობილი ფაქტია. არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ მისი დავალებით ზახაროვამ დაარეგისტრირა „საქართველოს სლავი

ხალხების ნაციონალური კონგრესი“ და მისი პრეზიდენტიც გახდა.

საქართველოდან უცხოური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გამგზავრების შემდეგ, ლიკა ზახაროვას, სავარაუდოდ, სპეცსამსახურებმა ახალი კურატორი - რევაზ გოგიძე (სხვა ცნობებით - არლანოვ-დეიკუნი) დაუნიშნეს, რომელსაც ის ქმარს ეძახის და რომელსაც კავშირი აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის დროინდელ დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან. რევაზ გოგიძე ინიშნება ვირტუალური „საქართველოში სლავი ხალხების ნაციონალური კონგრესის“ ვიცე-პრეზიდენტად, ასევე, ზახაროვასთან ერთად ორგანიზებული „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ პრეზიდენტად, რომელმაც, როგორც ჩანს, უნდა გააერთიანოს საქართველოს ყველა ნაციონალური უმრავლესობა „ფაშისტი-ქართველების“ წინააღმდეგ…

1-lika-pol1-marjvn

ლიკა ზახაროვას მეორე ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი პროექტია „РУССКИЙ УГОЛОК“. ზახაროვას განცხადებით, „პროექტის ამოცანაა, მიაწოდოს საქართველოს სკოლის მოსწავლეებს სასწავლო და მეთოდური ლიტერატურა რუსულ ენაზე. 2015 წლის 21 სექტემბერიდან სტარტს იღებს პროგრამა „РУССКИЙ УГОЛОК“. 1-4-ე კლასების მოსწავლეთათვის სასაწავლო სახელმძღვანელოების მიღების მსურველებს ვთხოვთ,  განაცხადი მოგვაწოდონ კონგრესის ელექტრონულ ფოსტაზე ერთ-ერთი მშობლის პასპორტისა და მოსწავლის დაბადების მოწმობის ელექტრონული ვერსიებით. ცნობებისათვის დარეკეთ ტელეფონზე: 577760027“. ანუ ზახაროვას, საქართველოს განათლების სამინისტროს გვერდის ავლით, სურს გაავრცელოს საქართველოს სკოლებში რუსული სახელმძღვანელოები, სადაც საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო ცალკეულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მითითებული. ასეთი სახელმძღვანელოები უკვე გამოჩნდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში და გამორიცხული არ არის, რომ მალე გამოჩნდებიან ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რუსულ სკოლებში, სადაც ხშირად სტუმრობს ზახაროვა, რათა „იურიდიულად დაიცვას იქ მცხოვრები ნაცუმცირესობები“. „2015 წლის 15 სექტემბერს „საქართველოს სლავი ხალხების ნაციონალური კონგრესის“ პრეზიდენტმა ლიკა ზახაროვამ საქართველოს ნაციონალური უმცირესობებიოს სამონიტორინგო უფლებადამცველი ჯგუფის ხელმძღვანელებს სასწავლო სახელმძღვანელოები დაურიგა“, - წერს ზახაროვა, რომელსაც თავისი „იურუდიული კონსულტაციებით“, ეტყობა, სურს დაიცვას ქართველების მიერ შელახული აზერბაიჯანელთა, სომეხთა და რუსთა უფლებები!

„საქართველოს სლავი ხალხების ნაციონალური კონგრესის“ პრეზიდენტი ლიკა ზახაროვა მადლობას უცხადებს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარე მიხეილ მიხეილის ძე ხუბუტიას პროგრამა „РУССКИЙ УГОЛОК“-ის დაფინანსებისთვის“, - წერს ზახაროვა.

საქინფორმი დაუკავშირდა მიხეილ ხუბუტიას, რომელმაც უარყო ეს ტყუილი: „ეს ქალი ორჯერ მყავს ნანახი, დაფინანსების შესახებ კი, რა თქმა უნდა, ტყუილია!“ - გვიპასუხა ხუბუტიამ. ამის შემედგ ზახაროვამ განაცხადა, რომ „პროექტი „РУССКИЙ УГОЛОК“ ხორციელდება რფ-ის საზოგადოებრივ პალატასა და მშვიდობის რუსულ ფონდთან ერთად“. საქინფორმმა ესეც შეამოწმა და ესეც სამარცხვინო ტყუილი გამოდგა!

ბატონო ვახტანგ!

სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ - არცერთ რუსულ სასკოლო სახელმძღვანელოს რუსეთიდან საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სახელმძღვანელოები, რომლის დარიგებასაც ზახაროვა აპირებს, ალბათ იატაკქვეშეთში იბეჭდება მის მიერ თბილისში. აუცილებელია შემოწმდეს - რომელ სტამბაში ბეჭდავს და იხდიან თუ არა ისინი რეგულარულად გადასახადებს? ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ლიკა ზახაროვას პროვოკაცია - აქაოდა, რუსეთი რფ-ის საზოგადოებრივი პალატის, „მშვიდობის რუსული ფონდისა“ და „რუსეთში ქართველთა კავშირის“ სახით, საქართველოს სკოლებში რუსულ სახელმძღვანელოებს ნერგავენ ბავშვის მყიფე ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ასევე, აღვივებს საქართველოს ნაცუმცირესობებში ანტიქართულ განწყობილებებს მათი უფლებების დაცვის სახით - ჩაიშლება!

დასასრულ - ფაქტი, რომლის გამოც ლიკა ზახაროვა უკვე დღეს უნდა აძლევდეს ჩვენებებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თქვენ წინაშეა ლიკა ზახაროვას კონფიდენციალური წერილის ასლი მოსკოვში - რფ-ის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, პარტიიდან „Единая Россия“, კაზაკთა საჯარისო თემის „Всевеликое Войско Донское“ ატამანის, რფ-ის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ პეტრეს ძე ვოდოლაცკისადმი.

წერილის დასაწყისში ზახაროვა ატყობინებს ვოდოლაცკის, რომ „საფოსტო ყუთზე დაცვა დააყენა“, შემეგ კი ლაფს ასხამს საქართველოში ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც დიდი ხანია თავისი ადგილი დაიმკვიდრეს ქართველ საზოგადოებაში. ყველაზე მეტი მოხვდა საპატივსაცემო ასაკის, დამსახურებულ ადამიანს - რფ-ის ცენტრალური კაზაკთა ჯარების საჯარისო კაზაკთა თემის სრულუფლებიან წარმომადგენელს საქართველოში, მეტროლოგიური აკადემიის აკადემიკოსს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, „მრავალეროვანი საქართველოს კაზაკთა თემების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრის“ ატამანს, ორდენოსანს, ვეტერანს, გენერლ გილარი ბაქრაძეს. იქვე ნათელი ხდება - რატომაც: როგორც ზახაროვა წერს მოსკოვისადმი თავის დასმენაში, ბაქრაძე დაპირებული იყო, თავის მოადგილედ (ატამანის მოადგილედ) დაენიშნა მისი „ქმარი გოგიძე რევაზი“ (ზემოხსენებული არლანოვ-დეიკუნი), მაგრამ დანაპირები არ შეუსრულებია...

თუმცა, ყველაზე მთავარი შემდეგაა: ჩვენი საუბრის შემდეგ, მე დავავალე, ჩვენი წარმომადგენლობების მეშვეობით, საქართველოში მოეძებნათ კაზაკები. შევარდნაძის მიერ შექმნილი ორგანიზაციის რიცხოვნობა კავკასიაში უფრო სრული ურთიერთქმედებისათვის იმხანად 5000 კაცს შეადგენდა... კაზაკების რაოდენობას ვაზუსტებ, დოკუმენტებისა და სააღრიცხვო ბარათების მიხედვით - 5000 კაცი. რფ-თან ურთიერთქმედება ხორციელდებოდა რატიევის მეშვეობით. ამჟამად მზად ვარ ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად. ორგანიზაციის რიცხოვნობას გავზრდი რუსული სამხედრო სასაწავლებლების კურსდამთავრებულთა ხარჯზე. ყველა მოლაპარაკება გავმართე. შევქმნით ქმედუნარიან ორგანიზაციას...“, - წერს, კერძოდ, ზახაროვა ვოდოლაცკის.

როგორც ხედავთ, ლიკა ზახაროვა ითხოვს მოსკოვის ნებართვას, რათა შეიქმნას საქართველოში მისი - ზახაროვას - მეთაურობით უკანონო შეიარაღებული „ქმედუნარიანი“ ფორმირება  - კაზაკთა ჯარი, რომელიც რიცხოვნობით დივიზიას უდრის - 5000 ჯარისკაცი და ოფიცერი - და დააკომპლექტოს ის რუსული სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულებით. რით შეიძლება იყვნენ ქმედუნარიანი სამხედრო საქმე შესწავლილი სამხედრო სასაწავლებლების კურსდამთავრებულები, რომლებისთვისაც, პროფესიონალური ბრძოლის გარდა, არაფერი უსწავლებიათ?! განა ასეთივე ქმედუნარიანი კაზაკთა ჯარი არ ხოცავდა ქართველებს აფხაზეთში?! და ვისთან აპირებს ბრძოლას ზახაროვა?! აშკარად - არა რუსეთთან, თუმცა, კონფლიქტის ზონებში ანდა ნაცუმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პროვოკაციების პროვოცირება, რომლებიც შემდგომ სამხედრო მოქმედებებში გადაიზრდება, ნამდვილად შეუძლია!

ან იქნებ ზახაროვამ იმიტომ შექმნა საქართველოში „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“, „ქმარი - გოგიძე-დეიკუნის“ ხელმძრვანელობით, რომ 5 ათასი კაზაკი, მისი პირველი ბრძანებისთანავე გაუსწორდეს მისთვის საძულველ ქართველებს - „ფაშისტებს“?!

ბატონო ვახტანგ!

ლიკა ზახაროვა ხშირად წარადგენს საკუთარ თავს არა მარტო საქართველოს რუსული დიასპორის ხელმძღვანელად“, არამედ მმართველი პარტიაქართული ოცნებისსახედ, რომელიც ხშირად ესაუბრება ბიძინა ივანიშვილს“ (რაც, ასევე, უსინდისო ბლეფია), ამიტომ ხშირად სარგებლობს გულუბრყვილო ადამიანების მხრიდან პრივილეგიებითა და შეღავათებით. ვიცი რა, თუ რამდენად კომპეტენტური ბრძანდებით, ბატონო ვახტანგ, თქვენი სამსახურის ოპერატიულობის იმედი მაქვს.

ღრმა პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 21 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

1-lika-pol1-bolo