რედაქტორისგან
„რა მიზნით აგროვებს ლიკა ზახაროვა საქართველოს მოქალაქეების საპასპორტო მონაცემებს და რამდენი მოქალაქეობა აქვს თვითონ?“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორი ეკითხება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს

1-arlanov-pol-1--red-mtწინა ორშაბათს, 2015 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურისადმი ღია წერილში საქინფორმის მთავარი რედაქტორი აფრთხილებდა, რომ ვინმე ლიკა ზახაროვა (ზოგიერთი წყაროს ცნობით - ანჟელა ზახარიანი), რომელმაც საქართველოში დაარეგისტრირა „საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესი“ და პრეზიდენტად საკუთარი თავი დანიშნა, ასევე მისი პარტნიორი რევაზ გოგიძე (ზოგიერთი წყაროს ცნობით არლანოვ-დეიკუნი, ვიცე-პრეზიდენტი), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

მტკიცებულებად ღია წერილში მოყვანილი იყო მხოლოდ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას ადასტურებდა, და გამოქვეყნებული იყო დოკუმენტი - ზახაროვას კონფიდენციალური წერილის ასლი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესადმი, საჯარისო კაზაკთა თემის „Всевеликое Войско Донское“-ს ატამანის, გენერალ-ლეიტენანტ ვიქტორ პეტრეს ძე ვოდოლაცკისადმი (წერილის დასკვნითი ფრაგმენტი): „... ჩვენი საუბრის შემდეგ, მე დავავალე, ჩვენი წარმომადგენლობების მეშვეობით, საქართველოში მოეძებნათ კაზაკები. შევარდნაძის მიერ შექმნილი ორგანიზაციის რიცხოვნობა კავკასიაში უფრო სრული ურთიერთქმედებისათვის იმხანად 5000 კაცს შეადგენდა. ახლა ატამანი რომული ჯაფარიძე, რომელიც ატამანად 2002 წელს დაინიშნა, ჩემს ორგანიზაციაშია. კაზაკების რაოდენობას ვაზუსტებ, დოკუმენტებისა და სააღრიცხვო ბარათების მიხედვით - 5000 კაცი. რფ-თან ურთიერთქმედება ხორციელდებოდა რატიევის მეშვეობით. ამჟამად მზად ვარ ორგანიზაციის  ხელახლა დასარეგისტრირებლად. ორგანიზაციის რიცხოვნობას გავზრდი რუსული სამხედრო სასაწავლებლების კურსდამთავრებულთა ხარჯზე. ყველა მოლაპარაკება გავმართე. შევქმნით ქმედუნარიან ორგანიზაციას...

წერილი დადასტურებულად მოწმობს, რომ ლიკა ზახაროვა საქართველოში ბრძოლისუნარიან უკანონო შეიარაღებულ გასამხედროებულ ფორმირებას ქმნის რუსი ოფიცრების - რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთაგან - და 5 ათასი კაზაკისგან. ატამანად მას „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ პრეზიდენტი - ზემოხსენებული რევაზ გოგიძის დანიშვნა სურს, რომელსაც ქმარს უწოდებს და მისი კანდიდატურის სასარგებლო არგუმენტად მოჰყავს მისი მეორე გვარი - არლანოვ-დეიკუნი.

პროფესიონალი სამხედროებისა და კაზაკების გაერთიანების მიზანი, რომლებმაც უკვე გამოიჩნეს თავი აფხაზეთში 1992-93 წლების ომისას, ძნელი გამოსაცნობი როდია: რუსეთის მოქალაქეთა დახმარებით (რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულები, ძირითადად, რფ-ის მოქალაქეების არიან) განაწყოს არაქართველები (მრავალეროვან საქართველოში მცხოვრები ნაციონალური უმცირესობები, ოღონდ ამჯერად არა აფხაზები და ოსები, არამედ რუსები, უკრაინელები, სომხები და აზერბიჯანელები) „ფაშისტი“ ქართველების წინააღმდეგ.

ბატონო ვახტანგ!

სანამ ზახაროვა-გოგიძის (ან ზახარიან-დეიკუნის) საქმიანობის ახალ დეტალებს გაცნობებთ, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ შემდეგ გაემოებას. საქართველოში ქმედუნარიანი გასამხედროებული უკანონო შეიარაღებული ორგანიზაციის ფორმირება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, თავისი რიცხოვნობით დივიზიას რომ უდრის, ზახაროვამ დიდი ხანია, თითქმის 2 წელია, რაც დაიწყო, და აი რატომ:

1. წერილი დათარიღებულია 2015 წლის 14 აპრილით, თუმცა მასში ზახაროვა წერს ვოდოლაცკის: „ჩვენი საუბრის შემდეგ...“, ანუ წერილს წინ უსწრებდა ზახაროვას საუბარი ვოდოლაცკისთან.

2. საუბარსა და წერილს შორის საკმაოდ დრო გავიდა, რომლის განმავლობაშიც ზახაროვამ ბევრი მოასწრო:
- დაავალა თავის წარმომადგენლობებს საქართველოში, დაეზუსტებინათ კაზაკთა რაოდენობა (იხ. ზემოთ ზახაროვას წერილის ფრაგმენტი ვოდოლაცკისადმი);

- შეიტყუა თავის ორგანიზაციაში რომული ჯაფარიძე, რათა დაეფლებოდა მის დოკუმენტებსა და სააღრიცხვო ბარათებს და დაეზუსტებინა კაზაკთა რიცხვი (იხ. ზემოთ ზახაროვას წერილის ფრაგმენტი ვოდოლაცკისადმი) - მიეღო მათი მონაცემები - პასპორტების ნომრები, მისამართები, ტელეფონები, ნამსხურობის ნუსხა, ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და ჯილდოების შესახებ;

- შეკრიბა ცნობები ჯერ კიდევ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის მიერ, „კავკასიაში უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებისათვის“, შექმნილი კაზაკთა ორგანიზაციის შესახებ (იხ. ზემოთ ზახაროვას წერილის ფრაგმენტი ვოდოლაცკისადმი). ურთიერთქმედება ვისი ვისთან - ადვილი მისახვედრია, თუ გავიხსენებთ, როგორ ხოცავდნენ კაზაკები ქართველებს აფხაზეთში ომის დროს. ოღონდ ურთიერთქმედება მაშინ ხდებოდა ვინმე რატიევის მეშვეობით, ახლა კი, როგორც ჩანს,  ზახაროვას მეშვეობით ხორციელდება.

3. ვოდოლაცკისთან  ზახაროვას საუბარს ამ კონფიდენციალურ და მნიშვნელოვან თემაზე (იხ. ქვემოთ - ზახაროვას ელექტრონული წერილის ასლი ვოდოლაცკისადმი), წინ აუცილებლად უძღოდა მათი უშუალო გაცნობა მოსკოვში. ვოდოლაცკისთან ზახაროვას 2 წლის წინ რეკომენდაცია გაუწია «ФСБ»-ს პოლკოვნიკმა სერგეი ზავადსკიმ, რომელიც იმხანად საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რფ-ის ინტერესთა სექციის უსაფრთხოების  სამსახურის უფროსად მუშაობდა და რომელთანაც ზახაროვას მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა.

(საქინფორმის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეფ-ეს-ბეს ოფიცრისათვის უღირსი საქმიანობისთვის საქართველოში ზავადსკი «ФСБ»-დან გააგდეს და ახლა მურმანსკში სამხედრო კომისარიატში მუშაობს.)

სწორედ 2 წლის წინ მოვიდა ლიკა ზახაროვა ჩემთან, საქინფორმში. მოკრძალებით შემოვიდა ჩემს კაბინეტში, გამიცნო, ამოიღო ბლოკნოტი, კალამი და „ერთგული“ მზერით, ჩემი რეკომენდაციების ჩასაწერად მოემზადა. საქმე ისაა, რომ ზახაროვა ჩემთან ერთადერთი თხოვნით მოვიდა - „გამეყვანა“ იგი რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ან გავლენიან ხალხზე რუსეთის ხელისუფლებაში, რომლებიც დაეხმარებიან  მას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რფ-ის ინტერესების სექციის მაშინდელი ხელმძღვანელი ანდრეი სმაგისა და საქართველოში რუსეთის თანამემამულეების კავშირის „ოტჩიზნა“ პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკის „მოშორებაში“, რომლებიც, მისი თქმით, ერთად ფულს „ჭრიან“. იგი ასევე ცუდად მოიხსენიებდა სტაჟიანი არასამთავრობოების ხელმძღვანელებს, რომლებიც, მისგან განსხვავებით, უკვე თითმის 20 წელია, რეალურად ეხმარებიან ადამიანებს, ერთს პედერასტს უწოდებდა, მეორეს კი პედოფილს, რომელიც სტუდენტებს აიძულებს მასთან სექსით დაკავდნენ (ამ დამსახურებული ადამიანების სახელები ცნობილია საზოგადოებისთვის, ამიტომ აღარ დავასახელებ).

ვუპასუხე ზახაროვას, რომ არ მაქვს კავშირები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ოფიციალური მოსკოვის გავლენიან წრეებთან, და რეკომენდაცია მივეცი, თუკი დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში, ფაქტები ქაღალდზე გადაეტანა და რედაქციაში მოეტანა, რათა საქინფორმს ჟურნალისტური გამოძიება დაეწყო და მასალები გამოექვეყნებინა, თუკი ფაქტები დადასტურდებოდა. ზახაროვა მეორედაც მოვიდა ჩემთან, მაგრამ ამის ნაცვლად, საკუთარი თავის მაქებარი სტატია მომიტანა გამოსაქვეყნებლად, რომლის დაბეჭდვაზეც უარი ვუთხარი. ჩემგან წასვლისას მან დაურეკა ზემოხსენებულ ზავადსკის და უთხრა, რომ მასთან მოდიოდა და რომ მას გაეფრთხილებინა (რათა იგი შეეშვათ რფ-ის საკონსულოში საქართველოში). როგორც ჩანს, ჩემგან უარის მიღების შემდეგ - გამეყვანა იგი ოფიციალურ მოსკოვზე, მან ამ თხოვნით მიმართა ზავადსკის, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია ვოდოლაცკისთან. ამის მერე მე ზახაროვა თვალით არ მინახავს.

4. „ყველა მოლაპარაკება გავმართე. ველი თქვენს გადაწყვეტილებას. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ!“ - ეს სიტყვები, რომლითაც წერილი მთავრდება, მოწმობს, რომ ის პირველი არ არის და ზახაროვა უკვე იმდენად დაახლოებული პირია, რომ უფლებამოსილია მოლაპარაკებები აწარმოოს და მისთვის ვოდოლაცკის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კი ცნობილია.

ბატონო ვახტანგ!

თუ ზახაროვა ვოდოლაცკის გადაწყვეტილებას ელოდება, გამოდის, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე წყვეტს - შექმნას თუ არა საქართველოში 5-ათასკაციანი რაზმი?! საბრძოლო ორგანიზაცია და არა საზოგადოებრივი დეკორატიულ-კაზაკური, როგორც უწინ, ამიტომაც სურს ზახაროვას მისი ხელახალი რეგისტრაცია! დაუჯერებელია, რომ ვოდოლაცკი ამაზე წავიდა, ეს უფრო მეტად თაღლითი ქალის ავანტიურას ჰგავს. თუმცა, ვოდოლაცკი საკმაოდ „კრეატიული“ ამხანაგია: 2006 წელს ის ულტიმატუმს უყენებდა თავად რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და ითხოვდა სერიალი „წყნარი დონის“ ტელეტრანსლაციის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში ოსტანკინოს დასაბლოკად 30 ათასი შეიარაღებული კაზაკისფეხზე დადგომით იმუქრებოდა!

ახლა კი საქმის ახალ გარემოებებზე: ბატონო ვახტანგ! წინა ორშაბათს, 2015 წლის 21 სექტემბერს, როცა საქინფორმმა გამოაქვეყნა ღია წერილი თქვენს სახელზე, ზახაროვამ და გოგიძემ პრესკონფერენცია ჩაატარეს «РИА Новости» - ს თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში. ამჯერად პიარ -„მეცენატმა“ ზახაროვამ, რომელიც, ჩვეულებრივ, 5 ლარად შეძენილ ძონძების ფუთას ხელმოკლეებს ურიგებს, მთელი ქვეყნის გასაგონად განაცხადა თავისი „ქველმოქმედების“ ახალი აქტის შესახებ: თურმე, მან რუსეთიდან საქართველოში შემოიტანა 1000 CD-დისკი „რუსული ენა ბავშვებისა და უფროსებისათვის“, რომელთაც უფასოდ დაურიგებს ყველა მსურველს. იბადება კითხვები:

1. შეესაბამება თუ არა რომელიღაც კომპანია „მარკო პოლო“-ს მიერ ნაწარმოები „ინტერაქტიული ორთოგრაფიული ტრენაჟორი“, როგორც ამ დისკებს ზახაროვა უწოდებს, საქართველოს განათლების სამინისტროს სასწავლო პროგრამებს? საერთოდ რა არის ჩაწერილი ამ დისკებზე? ხომ არ ზემოქმედებს ისინი ადამიანის ფსიქიკაზე თანამედროვე სპეციალური აკრძალული ტექნოლოგიების მეშვეობით, რომლებსაც სპეცსამსახურები იყენებენ?

2. საიდან მოიტანა ზახაროვამ ეს დისკები? შეისყიდა კომპანია „მარკო პოლოსგან“, თუ მას ისინი რომელიმე რუსულ ორგანიზაციაში აჩუქეს? და თუ აჩუქეს - რა პირობებით?

3.ხომ არ დაირღვა საბაჟო-სასაზღვრო პროცედურები ამ პროდუქციის შემოტანით რუსეთიდდან საქართველოს ტერიტორიაზე? გადახდილია თუ არა შესაბამისი გადასახადები, განხორციელდა თუ არა განბაჟება?

4. დისკის მიღების მსურველებმა რა მიზნით უნდა დაწერონ ჯერ განცხადება და გაუგზავნონ ზახაროვას თავისი პასპორტების ასლები, როგორც ეს პრესკონფერენციაზე განაცხადა მომავალმა ატამანმა გოგიზე-დეიკუნმა? სადაა გარანტია, რომ ამ საპასპორტო მონაცემებსა და განცხადებებს ზახაროვა მოსკოვში არ გააგზავნის -  როგორც მის მიერ შეკრებილ, 5-ათასიან კაზაკთა არმიაში შესვლის მსურველთა სიას?!

5. რომელი ქვეყნის მოქალაქეა ლიკა ზახაროვა? ხომ არა აქვს ერთდროულად ორი ან მეტი  პასპორტი, საქართველოს კანონმდებლობების დარღვევით?

6.ნამდვილად იყო თუ არა იგი უწინ სირიიდან ჩამოსული ანჟელაზახარიანი? როდის ჩამოვიდა  და რა მიზნით?

7. რატომ იფარებს თავისთან „ინტერნაციონალისტი და ანტიფაშისტი“ ზახაროვა ძველ სისხლის სამართლის დამნაშავე - პედოფილს, ქალის სახელებს - ვერა ნაჩალოვა და აგლაია პეტროვნა, რომ ამოფარებია? ერთადერთ ქართველოფობს საქართველოს ისტორიაში, ვინც ციხეში სასჯელს  სსკ-ს სტატიით „ერთა შორის შუღლის გაღვივებისათვის“ იხდიდა?! რა ბიზნესს ეწევა „რუსი ბიზნეს-ლედი“ 2-კლასიანი განათლებით, როგორც ზახაროვას უწოდებს ეს ამაზრზენი დამნაშავე, უწიგნური ზახაროვას მაგივრად რომ წერს? ჩვენი მონაცემებით - არავითარს, ზახაროვა და გოგიძე ოფიციალურად უმუშევრები არიან. მაშ საიდან ფული ცხოვრებისა და ქველმოქმედებისთვის?! და შეშლილი წვრილფეხა აფერისტის შესანახად, თავს იურისტად და ჟურნალისტად რომ ასაღებს, თუმცა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რომელიც შსს-სა და პროკურატურას უფრო ეხება და არა თქვენს უწყებას, ბატონო ვახტანგ.

ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 28 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

1-arlanov-pol-1-red-qv