რედაქტორისგან
რატომ აჩუქა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა შალიკო ნათელაშვილს 27 ათას დოლარიანი ჯიპი და ქართული პოლიტიკის ლეიბოზავრის სხვა საიდუმლოებები - არნო ხიდირბეგიშვილი

dikt-pol-1-mtavar15 ოქტომბრის პუბლიკაცია „ორი დაუნი ვი დიქტეიტე“, ანუ ქართული ისტორიის ანალები“ საქინფორმის ათობით ათას მკითხველს მოეწონა, რომელთაგან ზოგმა ეს დააფიქსირა თავის კომენტარებში Facebook-ზე, ან უბრალოდ, Like. პასუხად ამას  შალვა ნათელაშვილისგან სოცქსელის მომხმარებლებისათვის ჩატში გაგზავნილი ბინძური ლანძღვა მოჰყვა, რის შესახებაც აღშფოთებულმა მკითხველებმა ასევე Facebook-ზე დაწერეს. როგორც აღმოჩნდა, „შალვა ნათელაშვილის“ ნიკით არსებობს ათობით ყალბი Facebook-გვერდი და რომელი მათგანის უკან იმალება ქართული პოლიტიკის ლეიბოზავრი, უცნობია...სამაგიეროდ, „პარტიის ფერმკრთალი სახის“, ქსენოფობ გუგავას ბინძური ლანძღვა-გინება Facebook-ზე შემონახულია და აუცილებლობის შემთხვევაში გამოქვეყნდება.

თუმცა, ნათელას ფიგურა, როგორც ნათელაშვილს საქართველოში შეარქვეს, გაცილებით მნიშვნელოვანი საიდუმლოებებით არის მოცული. საქმე ისაა, რომ ქართველი ჟირინოვსკის როლის პრეტენდენტი ნათელაშვილი სულაც არაა უბრალო, გულღია ბიჭი - ხალხის ხმა, რომლის იმიჯსაც იგი 20 წელია - 1995 წლიდან, თავისი კარიერის დასაწყისიდან - იქმნის. მისი აღმატებულების ადიუტანტი ნათელაშვილს იმავე დასახელების კინოფილმის მთავარ გმირ - იური სოლომინთან გარეგნული მსგავსების გამო როდი ვუწოდე. ნათელაშვილი - სააკაშვილის ადიუტანტია, მიშას ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელმაც ის ერთხელ საქართველოს პრეზიდენტად უკვე აქცია და დღეს ამის გაკეთებას კიდევ ერთელ ცდილობს! 2002 წელს სწორედ ნათელაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა, „მოულოდნელად“ გადადგა ქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტო ნაბიჯი - ნებაყოფლობით დაუთმო თავისი სავარძელი მიხეილ სააკაშვილს. ამის აღსანიშნავად საქართველოს კა-გე-ბეს ექს-თავმჯდომარე იგორ გიორგაძემ სააკაშვილს მოსკოვიდან საჩუქრად გამოუგზავნა შავი ჯიპიУАЗ Патриот“. ერთი წლის შემდეგ კი სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლიდან საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ისკუპა.

ერთგული შალიკოსათვის კი სააკაშვილმა არაჩვეულებრივი ნიშა გამონახა - ექსცენტრული კრეტინის, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას! სააკაშვილის გათვლა გენიალური იყო: ოდესღაც მძლავრი „ლეიბორისტული პარტიის - შრომის პარტიის“ ლიდერი კლოუნის დონემდე ჩამოექვეითებინა, რომლის ყველა საჯარო გამოჩენა გასართობ თოქ-შოუდ გადაიქცეოდა, და ელაპარაკა მისი პირით ნამდვილად მწარე სიმართლე - რეალური სახალხო ტკივილი და „ნაცმოძრაობის“ დიქტატურის კრიტიკა! მაგრამ რაკიღა ყველაზე სწორი მესიჯები კლოუნის მიერ იყო წარმოთქმული, ისინი გროტესკად გადაიქცეოდა, თავშივე დევალვირდებოდა და სიცილს იწვევდა! ამით სააკაშვილმა მიაღწია მიზანს - ნათელაშვილის კვალდაკვალ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებისათვის ყველაზე საშიში ბრალდებების გამეორება ნიშნავდა თავის საყოველთაოდ გამასხარავებას, რაზეც ხელს არ მოაწერდა არცერთი პოლიტიკური პარტია! ხალხს კი ნათელაშვილის ტელეგამოსვლები „ორთქლის გამოშვების“ საშუალებას აძლევდა: ერთის მხრივ, დიახ, ვიღაცას სააშკარაოზე გამოჰქონდა სახალხო გაჭირვება და ხალხის ხმას წარმოადგენდა, მეორე მხრივ - მეტისმეტად სასაცილოდ და უხეშად აკეთებდა ამას... ამიტომ ნათელაშვილი - უნიკალური თოქ-შოუა, სადაც ამბობენ სიმართლეს, რომლისაც არავის სჯერა!

მაგრამ „ნაცმოძრაობის“ წასვლისა და „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ შალიკომ „პლასტინკა“ შეცვალა - ჯერ ამბობდა, რომ ეს ორივე პოლიტიკური ძალა ცუდია და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, მერე კი ყველაზე ცუდი აღმოჩნდნენ „მეოცნებეები“ და ივანიშვილი. დღეს ნათელაშვილი იცავს სააკაშვილის პარტიულ ტელევიზია „რუსთავი 2“-ს, რომლის გენერალური დირექტორი საქართველოს გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამიაა - სწორედ ის გვარამია, რომელმაც 2007 წლის 11 ნოემბერს ნათელაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის“ ბრალდებით და გამოაქვეყნა საქართველოში რფ-ს საელჩოს თანამშრომლებთან მისი კონტაქტების საიდუმლო ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რის შედეგადაც რუსი დიპლომატების ჯგუფის დეპორტირება მოახდინეს!

dikt-pol-1-Sua

ყველა ეს ვიდეო და აუდიო მასალა ინტერნეტში სხვადასხვა რესურსზე, მათ შორის YouTube-ზე გათავსდა, მაგრამ დღეს ისინი აიღეს, იმიტომ, რომ კომპრომატი ნათელაშვილზე დღეს სააკაშვილის ინტერესებში არ შედის! იმ „ჯაშუშური ისტორიის“ აღწერა მხოლოდ რია ნოვოსტის საიტზე, პუბლიკაციის სახით შემორჩა.

მაშინ კი, 2007 წლის 7 ნოემბერს, ნათელაშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა სააკაშვილის მორიგი დავალება - მოახდინა „რუსული კვალის ლუსტრირება 2007 წლის 7 ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას“. „შეთქმულებაში მონაწილეობა ხელისუფლების დამხობის მიზნით“ ხომ მეორე ბრალდება იყო, რომელიც გვარამიამ მაშინ ნათელაშვილს ჯაშუშობის ბრალდებასთან ერთად წაუყენა!

ამობენ, რომ ნათელაშვილის მიერ მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ნეიტრალიზაციაში შესრულებული როლისთვის, რომელიც შემდგომ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციით დასრულდა, სააკაშვილი მას 2 მილიონ დოლარს დაჰპირდა, მაგრამ შემდეგ „გადააგდო“. მაგრამ რაკიღა თბილისში უკვე ალმაცერად დაუწყეს ყურება ნათელაშვილს და სააკაშვილთან მისი და ლეიბორისტების ტანდემზე ალაპარაკდნენ, ნათელაშვილმა ბრმად რომ აქცია მართვად ჯიბის ოპოზიციად, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, სააკაშვილის დავალებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან აფეთქება მოაწყო. მაშინ, მოპირდაპირე სახლის ფანჯარაში შევარდნილი ნამსხვრევებისგან ქალი დაიღუპა - რატომ დღემდე არ გამოიძიეს ეს საქმე ბოლომდე?! დღეს ხომ მერაბიშვილი შს მინისტრი კი არა, პატიმარია?!

ასევე, თვალში ნაცრის შესაყრელად, მაშინ ნათელაშვილი „პაბეგში წავიდა“ (როგორც ამბობენ, 2 კვირა იმალებოდა შსს-ში, მერაბიშვილის კაბინეტში...) და მშრომელ ხალხს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც სააკაშვილმა მისი ტელეშეწყალება მოაწყო (ტელევიზორით დაჰპირდა) - აქაოდა, დაე დაბრუნდეს ნათელაშვილი, მე მას არ დავიჭერო!

შალიკოც დაბრუნდა და იმჟამინდელი აშშ-ის ელჩისგან საქართველოში, ჯონ ტეფტისგან შავი ჯიპი მიიღო, როგორც 2002 წელს სააკაშვილმა გიორგაძისგან! თუმცა, არა „УАЗ Патриот“, არამედ „Chevrolet Tahoe“, რომელიც დიღომში, ამერიკის საელჩოს ავტოფარეხში იდგა (საბალანსე ღირებულება - 27 ათასი დოლარი კომპლექტაციის ჩათვლის გარეშე - სპეცაპარატურა, კავშირგაბმულობის საშუალებათა მონტაჟი და სხვ.), თუმცა, ნათელაშვილი ამას ჯიუტად უარყოფს...

გარდა ამისა, მომაკვდავი „შრომის პარტიის“ იდუმალმა ლიდერმა (რომელიც პოლიტსაბჭოს მთელი შემადგენლობით დატოვეს თანამოაზრეებმა, და რომელმაც ერთხელ საკუთარი ხელით ჩამოხსნა დაცარიელებული ოფისის შენობიდან დროშები და როგორც შევარდნაძე 2003 წლის ნოემბერში, პოლიტიკიდან „სახლში“ წავიდა), „მძიმე შრომით ნაშოვნი“ ფულით შეიძინა წარმომადგენლობითი კლასის შავი მერსედეს-სედანი სამსახურებრივი ავტომანქანის სახით, ხოლო პირადი სახლის სახით აიშენა სასახლე... თუმცა, ამის შესახებ, ასევე ნათელაშვილის მდიდრულ ოჯახურ საზღვარგარეთულ ვოიაჟებზე, მის კავშირებზე ქართული წარმომავლობის რუს ოლიგარქებთან და იმაზე, თუ როგორ დატოვა მთელმა პოლიტსაბჭომ პარტია (გუგავას გარდა, რომელიც წითლდებოდა და ბოდიშს იხდიდა) - სხვა დროს იყოს.

P. S. გასულ შაბათს გამოქვეყნებული პოლიტიკური პარტიების პოპულარობის რეიტინგით, NDI-ს ბოლო სოცგამოკითხვის შედეგების მიხედვით, „შალიკოს შრომის პარტია“ 3%-ით მესამე ადგილზე დააყენეს, თუმცა ნათელაშვილმა ამის შესახებ აშშ-ში შეიტყო, სადაც იგი ინსტრუქტაჟს გადის და თავის ინგლისურს სრულჰყოფს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 19 ოქტომბერი,
საქართველო, თბილისი

dikt-pol-1qvemot