რედაქტორისგან
2013 წლის 23 ივნისი: “აჩვენეთ ეს ვიდეოები ქართველ ხალხს, ისევე როგორც სააკაშვილის ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს აჩვენეთ!“- შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს მაშინ საქინფორმის მთავარი რედაქტორისთვის ყური რომ მიეპყრო...

dagaviwyda-redaq-3-analitსაქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქცია მკითხველს სთავაზობს არნო ხიდირბეგიშვილის 2013 წლის 23 ივნისი პუბლიკაციას: აჩვენეთ ეს ვიდეოები ქართველ ხალხს, ისევე როგორც სააკაშვილის ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს აჩვენეთ!“ (საქინფორმის მთავარი რედაქტორის ღია წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს)

გადაიკითხეთ იგი, ძვირფასო მკითხველო, და თქვენთვის ნათელი გახდება - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს  საქინფორმის მთავარი რედაქტორის გაფრთხილებისათვის მაშინ ყური რომ მიეპყრო, დღეს ამჟამინდელი მთავრობაც, მმართველი პარტია „ქართული ოცნებაცა“ და ქართველი ხალხიც ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდებოდა!

დამნაშავეები არ დაუსჯიათ, სააკაშვილი თავისუფლად გაუშვეს, არ აუკრძალავთ ჯალათებისა და ფაშისტების პარტია „ნაცმოძრაობა“ და მისი ქვედანაყოფები, არ აუკრძალავთ მათი პარტიული ტელეარხი „რუსთავი 2“-ც კი, რის შედეგადაც დღეს ყველა დესტრუქციულ ძალასთან გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ - ბიძინა ივანიშვილის წყალობით ხელისუფლების სათავეში აღმოჩენილი პრეზიდენტი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი და თავდაცვის ექსმინისტრი ალასანია, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე ნათელაშვილი, პლუს სააკაშვილის ე. წ. „ექსპერტთა“ და „ჟურნალისტთა“ ჯგრო - თამამად ბრუნდება სისხლიან-რევანშისტული მიზნებით!

და განხეთქილება საზოგადოებაში სახეზეა, სამოქალაქო დაპირისპირება გარდუვალია და სისხლი იქნება ყველას  - როგორც პროვოკატორთა, ასევე  თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების დაუდევრად შესრულებითა და დანაშაულებრივი უმოქმედობით    საქართველოში ანარქიისთვის ხელშემწყობთა ხელებზე!

ახლა კი - ძველი, თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ საშინლად აქტუალური პუბლიკაცია:

არნო ხიდირბეგიშვილი: “აჩვენეთ ეს ვიდეოები ქართველ ხალხს, ისევე როგორც სააკაშვილის ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს აჩვენეთ!“ (საქინფორმის მთავარი რედაქტორის ღია წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს)

ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო!
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა დღევანდელი მინისტრის რეიტინგი ახალი მთავრობის ყველა ერთად აღებული დანარჩენი მინისტრის რეიტინგზე განუზომლად მაღალია. ამიტომ მინდა ერთი შეცდომისაგან გაგაფრთხილოთ და მერწმუნეთ - ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრი არ არის, ასე ფიქრობს ქართველი საზოგადოების დიდი უმრავლესობა - ის უმრავლესობა, რომლის წყალობითაც “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.

გულახდილები ვიყოთ - რომ არა ვიდეოები ქართულ ციხეებში წამებისა და გაუპატიურებების შესახებ, “ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით ვერ შევიდოდა, ესე იგი, “ნაცმოძრაობა“ 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნებს მაქსიმალურად გააყალბებდა, ახალ მთავრობას დააკომპლექტებდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბიძინა ივანიშვილი კი არა, ვანო მერაბიშვილი იქნებოდა. რასაც მოჰყვებოდა იმ ადამიანების დაპატიმრება, წამება და დახვრეტა, რომელთა სიები საქაღალდეში შსს-მ გასულ კვირას აღმოაჩინა ზუგდიდის სამალავებში იარაღთან, ნარკოტიკებთან და სადომაზოხისტური ხასიათის ახალ ვიდეოებთან ერთად (ქართული საზოგადოება მოუთმენლად ელის ამ სიების გამოქვეყნებას!).

ბატონო ირაკლი!

გუშინწინ თქვენ ეს ახალი ვიდეოები საქართველოში წარმოდგენილ დიპკორპუსს აჩვენეთ, გუშინ კი - უცნობია, რა კრიტერიუმებით შერჩეულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუმცა, თქვენი მოქმედების მოტივები ჩვენთვის გასაგებია: ყველაზე მეტად სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ პოლიციასა და პენიტენციურ სისტემაში რეფორმებით ამაყობდა, “დიდი“ დოლარების სანაცვლოდ რუსი “ჟურნალისტები“ ლარისა ბურაკოვსკაია, მატვეი განაპოლსკი, იულია ლატინინა და ოლეგ პანფილოვი მთელ მსოფლიოზე გაჰყვიროდნენ - რატომ გამოუვიდა საქართველოს («Почему у Грузии получилось»). სწორედ “ციხის თემაზე“ სპეკულირებით ახალგაზრდა “რეფორმატორი“ სააკაშვილი “ხავერდოვნად“ გადაჯდა იუსტიციის მინისტრის სავარძლიდან - პრეზიდენტისაში, შემდეგ კი, “პოლიციის რეფორმისთვის“, აშშ-მ სააკაშისტური საქართველო დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა. 9 წლის შემდეგ კი ისევ “ციხის თემამ“ დაამხო “ნაციონალების“ ხელისუფლება, ხოლო “პოლიციის რეფორმისთვის“, განსაკუთრებით, ზუგდიდის სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოების შემდეგ, სააკაშისტურ საქართველოს შესაძლოა წამების შუქურა დაარქვან.

ბატონო მინისტრო, თქვენ რომ ეს ამაზრზენი ვიდეოფრაგმენტები არ გეჩვენებინათ, დასავლეთი უწინდებურად გააგრძელებდა ივანიშვილის მთავრობის დაყოლიებას თანაცხოვრებაზე (კოჰაბიტაციაზე) სააკაშვილის წინა ხელისუფლებასთან დარებრენდირებულ“ “ნაცმოძრაობასთანმისი ახალი ლიდერის - მერაბიშვილის მეთაურობით.

ბატონო მინისტრო, თქვენ რომ ეს ამაზრზენი ვიდეოფრაგმენტები არ გეჩვენებინათ, ის ქართული მედიასაშუალებები, რომლებმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანეს, მას ბოლო 10 წელი აპიარებდნენ და მისთვის ბრძოლას (დიდი ფულის სანაცვლოდ) დღესაც აგრძელებენ, მთელი მსოფლიოს გასაგონად იყვირებდნენ, რომ ასეთი ვიდეოები ბუნებაში არ არსებობს, ან რომ ისინი - ისეთივე ნაყალბევია, როგორც ორი ვიდეო თალიბების ჯიჰადის შესახებ, რომლებიცივანიშვილის დაკვეთით დაამზადეს“!

მაგრამ განა ქართულ საზოგადოებას არ აქვს უფლება ნახოს და იცოდეს ის, რაც თქვენ მათ აჩვენეთ და მოუყევით, ბატონო ირაკლი?! განა ჟურნალისტები და არასამთავრობოები - საზოგადოების ისეთივე წევრები არ არიან, როგორც ყველა დანარჩენი?! განა მათ გუშინ დუმილის ფიცი დადეს და განა მათ არ ჰყავთ ოჯახები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ბოლოს და ბოლოს - განა ისინი ტელეარხებზე და გაზეთებში არ მუშაობენ, რომლებსაც აუცილებლად ყველაფერს მოუყვებიან?

თქვენ, უეჭველია, გესმით, რომ ამ 12 888 ვიდეოს უამრავი ასლი არსებობს და ისინი წინა ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს აქვს - მაშ რა აზრი აქვს შსს- ხელთ არსებული ეგზემპლარების განადგურებას, რომლებიც, ამასთან, დანაშაულის ნივთმტკიცებებს წარმოადგენს, როდესაც დამნაშავეები ჯერ დასჯილი არ არიან?!

და თუ თქვენ ამ ვიდეოებს ფართო საზოგადოებრიობას არ გააცნობთ, ამას სწორედ ისინი გააკეთებენ, თქვენი დღევანდელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ აჩვენებენ იმ ვიდეოებს, რომლებიც ახალი მთავრობის ზოგიერთ წევრზე, “ქართული ოცნებიდანპარლამენტარებზე და მაღალჩინოსნებზე კომპრომატებს შეიცავს!

ბატონო ირაკლი, მხედველობაში მაქვს 54 დისკი, რომლებზეც პირადი ცხოვრების ფრაგმენტებია ასახული და 304 დისკი, რომლებიც მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფარულად გადაღებულ კომპრომატებს შეიცავს. ხომ გახსოვთ, შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორ გაასაჯაროვეს მათ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები? იმავეს გააკეთებენ წელსაც, საპრეზიდენტო არჩევნების წინ!

ბატონო მინისტრო!

თუ თქვენ ამ ვიდეოებს ფართო საზოგადოებრიობას არ გააცნობთ, ქართველი ხალხი სააკაშისტური მედიასაშუალებების მიერ შექმნილი ჭორების ტყვეობაში დარჩება, ხოლო ეს ვიდეოები კვლავ მასების ცნობიერებით მანიპულირების იარაღი იქნება იმათ ბინძურ ხელებში, ვინც მათ შემდგომში აუცილებლად გამოიყენებს თავისი რევანშისტული მიზნებისთვის! და განაქართული ოცნებაქართველ ხალხს ჯოგად მიიჩნევს, განა ივანიშვილის მთავრობა მას რჩეულებად და პლებეებად ყოფს, როგორც ამას სააკაშვილისნაცმოძრაობააკეთებდა?!

მე არ მოგიწოდებთ, აჩვენოთ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების - პოლიტიკოსთა, საზოგადო მოღვაწეთა და კულტურის მუშაკთა, ტელეკომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა, გაზეთების, ჟურნალების რედაქტორების, ჟურნალისტების და აქტივისტების გარყვნილი სექსუალური გართობის კადრები. მეორე საკითხია - რამდენად მიზანშეწონილია იმ პიროვნებების თანამდებობებზე დატოვება, რომლებიც გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან - ხომ შეიძლება ამის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მათმა კოლეგებმა შეიტყონ, რომლებთანაც მათ საქმიანი კონტაქტები აქვთ (ეს საკითხი - პრემიერის კომპეტენციაშია). მე ვგულისხმობ წამების ვიდეოკადრებს და მათ აღწერას - რა თემაზე ლაპარაკობდნენ ჯალათი და მსხვერპლი, როგორ აიძულებდნენ თანამშრომლობას როგორც უბრალო, ისე მთელი საქართველოსთვის ცნობილ ადამიანებს - თუ “ა“ თქვით, “ბ“-ც უნდა წარმოთქვათ, ბატონო ირაკლი!

მესმის, რომ ამის შემდეგ შეუძლებელი გახდება პარლამენტის დარბაზში ნაცუმცირესობის და უმრავლესობის ყოფნა - როგორც გუშინ, შსს-ში იყო შეუძლებელისხვადასხვა ორიენტაციისჟურნალისტების და არასამთავრობოების ერთ შენობაში ყოფნა, რომ დადგება პარლამენტის დათხოვნის და საპრეზიდენტოსთან ერთად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. მაგრამსადაც ძაფი წვრილია, იქ უნდა გაწყდეს!“ - ეს უკეთესია, ვიდრერებრენდირებულბოროტმოქმედებთან თანაცხოვრება (კოჰაბიტირება).

პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 21 ივნისი