რელიგია
„ჩვენ ხმაურიანი ხალხი ვართ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დამშვიდდება, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა“ - პრეზიდენტი მარგველაშვილი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-თან

1narod-sazog-1-religსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ქადაგებების დროს  გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის.

მინდა მადლობა გითხრათ, იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც თქვენ გაქვთ, - ერში და საზოგადოებაში მშვიდობის, შეწყნარების, ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის ღირებულებების დამკვიდრებისათვის.

დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის, რომელიც მოდის ხოლმე თქვენი ქადაგებების დროს. ამ ბოლო ქადაგებისას თქვენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, მიგვანიშნეთ, რომ უნდა ვიპოვოთ სასაუბრო ენა ერთმანეთთან დარბაზებში.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოახდენს მომავალშიც ჩვენს ცხოვრებაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრაზე.

„ჩვენ ხმაურიანი ხალხი ვართ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დამშვიდდება, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა“, -აღნიშნა პატრიარქმა.