რელიგია
ბიძინა ივანიშვილი „სომხებსა და ქართველებს შორის ეკლესიებზე კამათი ძალიან სასიამოვნო და სიმბოლურია!“

1-bidzooo-SAZ-2-rel-2საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 31 ოქტომბერს, თბილისში რესტავრირებული სომხური ეკლესიის გახსნას დაესწრო. პროექტი, ძირითადად დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა და ასევე საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა და სხვადასხვა დონორმა ორგანიზაციებმა.

გახსნაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და კამათის მიზეზად ორ ხალხებს შორის მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები იქცევა.

„ამდენი საუკუნეა ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ. კამათი, რაც დღეს გრძელდება, ორ ერს შორის არის, შეიძლება ითქვას, ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური - ვკამათობთ რომელი ისტორიული ძეგლი ვის ეკუთვნის; და თუ საერთოდ ისტორიას ვუყურებთ, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.