რედაქტორისგან
თავდაცვის მინისტრი - თინა ხიდაშელი, პარლამენტის თავმჯდომარე - ხიდაშელის ქმარი, პარლამენტარი საგარეჯოდან - თამარ ხიდაშელი, ეკოლოგიის მინისტრის მოადგილე- თამარ ხიდაშელის ქმარი, ეკოლოგიის მინისტრი - ხიდაშელის თანაპარტიელი და ასე შემდეგ - საქინფორმი

1-irma-POL-1-RED-1-MTსაქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, საქართველოს პარლამენტისა და საგარეჯოს, მარტვილისა და ხობის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, გაყალბებითა და ფიზიკურად ხელის შეხებით თავისი კანდიდატები გაიყვანა. ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას არჩევნების მიმდინარეობის, ხმის დათვლის პროცესის და წინასწარი შედეგების შესახებ გააცნო ინფორმაცია.

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. თუმცა, იყო გარკვეული ტიპის შეფერხებები. მაგალითად, საგარეჯოს საარჩევნო ოლქის №13 უბანზე, კომისიას არ მიეცა საშუალება ემუშავა მშვიდ გარემოში. ამის გამო შემაჯამებელი ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიას მიეწოდა დაგვიანებით, რომელიც დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებ-გვერდზე და აისახა წინასწარ შედეგებში“, აღნიშნა ანა მიქელაძემ. მისივე განცხადებით, სხვა ყველა დანარჩენი უბნებიდან ცესკომ დროულად მიიღო საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც ხელმისაწვდომია კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge. საქართველოს პარლამენტსა და საკრებულოში შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები ყველა უბნის მიხედვით:

 საგარეჯო:

№8 ირმა ინაშვილი - 6, 981 (45.83%)
№41 თამარ ხიდაშელი - 7 540  (49.5%)
№42 ზურაბი ჯორბენაძე - 75 (0.49%)
№43 მიხეილ ანდღულაძე - 276  (1.81%)
№44 გიორგი დავითაია - 358 (2.35%)

მარტვილი:

№8 ეთერ მეძველია - 3 641 (27.45%)
№41 სოსო დანელია - 9 620 (72.54%)

საგარეჯოს საკრებულოს არჩევნები №12 ჩაილურის თემში 2 უბნის მიხედვით:

№7 მანანა ასანიშვილი - 31 (3.51%)
№8 ამირან საგინაშვილი - 169 (19.16%)
№41 ზაზა ჩიხლაძე - 397 (45.01%)
№45 მალზახ გრძელიშვლი - 285 (32.31%)

დმანისის საკრებულოს არჩევნები დიდი დმანისის თემში 4 უბნის მიხედვით:

№41 მზია ნინიაშვილი - 553 (100%)

ვანის საკრებულოს არჩევნები 1 უბნის მიხედვით:

№41 რაული ძაგნიძე - 367 (69.11%)
№42 თამაზი სანადირაძე - 4 (0. 75%)
№43 კონსტანტინე გურგენიძე - 160 (30.13%)

ხობის საკრებულოს არჩევნები გურიფულის თემში 1 უბნის მიხედვით:

№8 ტარიელ ზარანდია - 115 (26.56%)
№41 მელორი გელანტია - 318 (73.44%)

საქინფორმი: მიუხედავად იმისა, რომ ყველგან თითქოსდა „გაიმარჯვა“ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა - კანდიდატებმა კოალიციაში შემავალი და ნულოვანი რეიტინგის მქონე „რესპუბლიკური პარტიიდან“, საქართველოს მოსახლეობაში ეს უკიდურესად უარყოფითად იქნა აღქმული. დღეს საქართველოში დე-ფაქტო მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელშიც იმდენივე წევრია, რამდენიც პარლამენტარი, მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი და მოსამართლე, გუშინ შევსება მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, მის მეუღლეს - თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, პარლამენტარებს - ძმებ ბერძენიშვილებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ზაქარეიშვილსა და ეკოლოგიის მინისტრ აბუაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივან იმერლიშვილსა და მის მოადგილე - ხაინდრავას დაემატნენ პარლამენტარი საგარეჯოდან თამარ ხიდაშელი და სხვები (იხ. ზემოთ - ცესკოს შედეგები).

განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ - როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას, ისე გუშინ, არჩევნების დღეს. თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა და მისმა „მარჯვენა ხელმა“ პარტიაში - ეკოლოგიის მინისტრმა აბუაშვილმა შვებულება აიღეს და ნატოს ნაცვლად საგარეჯოსა და მარტვილში შევიდნენ - „თაფლაკვერითა და მათრახით“ თავისი, მანამდე ყველასთვის უცნობი კანდიდატის დასახმარებლად: „დააჩმორეს“ სასოფლო საბჭოების თავმჯდომარეები, რომლებიც აიძულეს, მათთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ წინასაარჩევნო აგიტაციაში; საგანგებოდ განათავსეს მუხროვანში 500 ჯარისკაცი - ავღანეთიდან დაბრუნებული ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც გადაამეტეს კიდეც - თავიანთ თავდაცვის მინისტრს 502 ხმა მისცეს (მათგან მხოლოდ სამია საგარეჯოს რაიონიდან); აიძულეს თავისი აქტივისტები, შეეტანათ საარჩევნო უბნებზე 50-50 ყალბი ბიულეტენი საცვლებში; ხოლო კანდიდატ თამარ ხიდაშელის მეუღლე - ეკოლოგიის მინისტრის მოადგილე - არჩევნების დღეს 2-მეტრიანი ადგილობრივი პოლიციელებისგან შემდგარი სპეცრაზმით დაიარებოდა და ცხვირ-პირს უნაყავდა მისი ცოლის ყველა „საეჭვო“ ოპონენტს! „არავის ვენდობი - მე თვითონ ვითვლი!“ - დაწერა თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა ფეისბუქზე და განათავსა თავისი ფოტო, სადაც ნამდვილად იჯდა თავის სარაიონო პარტიულ შტაბში და უბნებიდან შემოსულ მონაცემებს აკონტროლებდა...

რა გაეწყობა, ამჯერად ოპონენტებისგან თავდაცვა რესპუბლიკელებს გამოუვიდათ, თუმცა, საქინფორმი შიშობს, რომ ეს პარლამეტარებად დანიშვნები ხელისუფლებას გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე ყველა წინა დანიშვნა: პრეზიდენტად - მარგველაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარედ - უსუფაშვილის, თავდაცვის მინისტრებად - ალასანიასა და ხიდაშელის, თბილისი მერად კი ნარმანიას წარუმატებელი დანიშვნა.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილისა და თინათინ ხიდაშელის პოლიტიკური კარიერის აბსოლუტურად იდენტურ საფეხურებს - საკუთარი პარტია, საქართველოს პარლამენტი, თბილისის საკრებულო, მინისტრის სავარძელი - შეიძლება დავასკვნათ, რომ ვაშინგტონის საოლქო კომიტეტში მიღებულია გადაწყვეტილება თბილისიდან დეიდა თინას მომავალი პრეზიდენტობის თაობაზე...

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 2 ნოემბერი

1-irma-POL-1-RED-1-1 1-irma-POL-1-RED-1-2
1-irma-POL-1-RED-1-3 1-irma-POL-1-RED-1-4