აქტუალური
უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა 13-დან 32 ათასამდე, ხოლო კუბოები ცოცხლებისთვის 1 მლნ ლარამდე გაიზარდა

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა ორ წელიწადში 13 000 - დან 32 000-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 2014 წლის ბოლო კვარტალში 9526 სოციალურად დაუცველი იყო რიგში, მაშინ 5356 ბენეფიციარი დააკმაყოფილეს და 4170 ადამიანი 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინეს. 2016 წლის ბიუჯეტში, რომელიც მერიამ წარმოადგინა, მიმართვიანობა კიდევ უფრო გაზრდილია.

"კატასტროფული რაოდენობით იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა. ორ წელიწადში 13 000 - დან 32 000 - მდე ავიდა. მხოლოდ გლდანში და სამგორის რაიონში უფასო სასადილოში კვებისთის 12 000 - მდე მოქალაქეს აქვს მიმართული. ეს არის ის რეალობა რა რეალობაშიც არის ქვეყანა და მისი დედაქალაქი. ამ პირობებში მერია 100 000 ლარს ტუალეტის ასაშანებლად ითვალისწინებს, 1 მილიონ ლარს რკინის ჯებირებში და მილიონი ლარის კუბოს ყიდულობენ ცოცხალი ადამიანებისთვის", - აცხადებენ "მედიატორში".