პოლიტიკა
„ევროპული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავაც ახალგაზრდა დემოკრატიების დაცვა და კონფლიქტები რჩება" – მარგველაშვილი

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებული ქვეყნები ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის წინაშე დგანან. შარშან ჩვენთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებამ გაიზიარა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების გაფორმების გამო. ამაზე პასუხი ოკუპაციისა და ახალი გამყოფი ხაზების დაუშვებლობის ერთიანი ევროატლანტიკური პოლიტიკა უნდა გახდეს. შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები სწორედ საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაიჭრას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.