საზოგადოება
ქართული ოცნება - შვეიცარიაში: შვეიცარიის თითოეული მცხოვრები ყოველთვიურად 2 250 ევროს მიიღებს, მაგრამ ქართველებივით მუშაობას თავს არ დაანებებს!

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. შვეიცარიაში თითოეულ მცხოვრებს, იმის მიუხედავად, მუშაობს თუ არა, სახელმწიფო ყოველთვიურად 2 500 ფრანკს (2 250 ევროს) გადაუხდის, ბავშვები კი 625 ფრანკს მიიღებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ჩატარდება და შვეიცარია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც დადგენილი ფიქსირებული შემოსავალი იქნება.

ეკონომისტთა ჯგუფი, რომელმაც ეს წინადადება წამოაყენა, დარწმუნებულია, რომ გარანტირებული შემოსავლის მიუხედავად, ადამიანები მუშაობაზე უარს არ იტყვიან. იგივე დაადასტურა მოსახლეობაში ჩატარებულმა გამოკითხვამაც. გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტმა აღიარა, რომ მუშაობას თავს დაანებებდა, 8 პროცენტმა კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გარემოების მიხედვით მიიღებს.

კენჭისყრა 2016 წლის ივნისშია დანიშნული. ეს იდეა სახელმწიფოს წელიწადში 208 მლრდ ფრანკი დაუჯდება.

საქინფორმისაგან: შვეიცარიის სახელმწიფო დროშა წითელია - თეთრი ჯვრით, საქართველოსი კი - პირიქით. ქართველებმა რომ თეთრი დროშა გააწითლონ და წითელი ჯვრები თეთრებით შეცვალონ - იქნებ მაშინ მაინც აღასრულონ ქართული ოცნება და შვეიცარიელებით იცხოვრონ?