რელიგია
„ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ბედნიერია ის, ვინც ღირსეულად აიტანს ამ მიწიერ გამოცდას“ – ილია მეორე

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. 7 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 “ძველმა რომაელებმა თქვეს: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთადო. დროსთან ერთად იცვლებიან ადამიანებიც. ბედნიერია ის ერი, ის ადამიანები, რომლებიც იცვლებიან, ადიან სრულყოფილების კიბეზე, ადიან მაღლა, მაგრამ არის ერი და არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან დაბლა და ეცემიან…

 ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ბედნიერია ის, რომელიც ღირსეულად აიტანს ამ მიწიერ გამოცდას”, – ბრძანა პატრიარქმა.

 უწმიდესის თქმით, ბედნიერია ის ადამიანი, ვისთანაც უფალია. ღმერთმა ინებოს, რომ მარტო არასდროს ვიყოთ და ჩვენთან იყოს უფალი”, – აღნიშნა ილია მეორემ.