აქტუალური
„იმედი“ „მაესტროს“ ყიდულობს? – რატომ ასესხა ირაკლი რუხაძემ გიორგი გაჩეჩილაძეს 2 მილიონი?

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. პატარკაციშვილების ბიზნესის და აქტივების მმართველი კომპანიის "ჰანეველ ენდ პარტნერს“-ის ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე, შესაძლოა, ლონდონიდან თბილისში ჩამოვიდეს. ამ დრომდე უცნობია, რა თანხა ასესხა რუხაძემ გიორგი გაჩეჩილაძეს „მაესტროს“ 30%-ის შესაძენად. ასევე უცნობია, ეს ფული თავად ირაკლი რუხაძეს ეკუთვნის თუ პატარკაციშვილებს და რამდენი ხნით ასესხა მან გაჩეჩილაძეს ეს თანხა. არაოფიციალური ინფორმაციით, ლაპარაკია 2 მილიონ დოლარზე. ძმებ გაჩეჩილაძეებს ჟურნალისტებმა თანხის ოდენობის და კონკრეტული წარმომავლობის შესახებ შეკითხვით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა გაჩეჩილაძეები აცხადებენ, რომ ეს თემა კონფიდენციალურია. ასევე უცნობია, რატომ გადაწყვიტა ტელერადიოკომპანია "იმედის" მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელმა კონკურენტი არხის გაძლიერებისთვის ინვესტიციის გაღება.