სამართალი
„ნუ გადააქცევთ საქართველოს სოდომისა და გომორის ქვეყნად!“ – საქართველოს პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტი შევიდა

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. უფლებადამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის გიორგი თევზაძის განცხადებით, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია კატეგორიულად დაუშვებელია. საქართველო ტრადიციული, მართლმადიდებლური ღირებულებების ქვეყანაა და სწორედ ამ ღირებულებების დაცვამ გადაარჩინა ფიზიკურად და სულიერად. სამწუხაროდ, პერიოდულად აქტიურდებიან არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიონ ქვეყნისა და საზოგადოების დეგრადაციისკენ მიმართული იდეები, მათ შორის ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება და საკონსტიტუციო სასამართლო სრულად გააცნობიერებს დიდ პასუხისმგებლობას ამჟამინდელი და მომავალი თაობების წინაშე და არ დაუშვებს ამ კანონპროექტის არათუ მიღებას, არამედ  განხილვასაც კი. ნუ გადავაქცევთ საქართველოს  სოდომისა და გომორის ქვეყნად. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ეს ყველამ უნდა შეიგნოს და გაიცნობიეროს“, – ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.