რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ტერაქტი ანკარაში – რუსეთისა და სირიის წინააღმდეგ ერდოღანის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია!

 2016 წლის 17 თებერვალს, თურქეთის დედაქალაქის ცენტრში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა, რომელსაც ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. თურქეთის შეიარაღებული ძალების სამსახურებრივი ავტობუსის მახლობლად დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 28 კაცი და დაიჭრა 61. დაღუპულთა და დაზარალებულთა უმრავლესობა თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელია, მათ შორის არიან ოფიცრებიც. აფეთქება ხალხმრავალ ადგილას – ანკარის ცენტრში მოხდა, საღამოს, პიკის საათში, სამხედრო საერთო საცხოვრებლის მახლობლად, სადაც ცხოვრობს, მათ შორის, თურქეთის სამხედრო აკადემიის 8 მსმენელი საქართველოდან. ამ ადგილის გვერდით, ასევე, მდებარეობს თურქეთის სამხედრო–საზღვაო ძალებისა და სამხედრო–საჰაერო ძალების სარდლობის შენობები, რომელთაგან 100–300 მეტრში განთავსებულია თურქეთის გენშტაბის, შსს–ს და პარლამენტის (დიდი ნაციონალური კრების –მეჯლისის) შენობები.

 ეჭვგარეშეა, რომ მომხდარი წარმოადგენს თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიპ ერდოღანისა და მისი უახლოესი გარემოცვის დანაშაულებრივი პოლიტიკის პირდაპირ და ლოგიკურ შედეგს (გამოძიების შედეგებისგან დამოუკიდებლად – იყო ეს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი ტერაქტი, თუ ქურთების საპასუხო ქმედებები თურქების საბრძოლო ოპერაციებზე სირიასა და ერაყში).

 თურქეთისთვის გაკვეთილად არ იქცა აშშ–ის მაგალითი, რომლებმაც ჯერ შექმნეს „ისლამური სახელმწიფო“, დღეს კი იძულებულნი არიან ებრძოლონ ტერორისტებს, რომლებმაც იარაღი შემოატრიალეს თავისივე შემქმნელებისკენ - ვინც მათ ბრძოლა ასწავლა, იარაღითა და დოლარებით მოამარაგა.

 რუსეთის მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთი განაგრძობდა „ისლამური სახელმწიფოს“ უზრუნველყოფას ბოევიკებით (მათ შორის ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებით – პანკისის ხეობის მცხოვრებლებით), მათ მომზადებას საკუთარ ტერიტორიაზე და სირიაში გადაგზავნას. ამას ადასტურებს თურქეთის შსს–ს სრულებით საიდუმლო ცირკულარი, რომელიც საქინფორმმა მოიძია და ქართულ და რუსულ ენებზე ნათარგმნი გამოაქვეყნა.

 ტერორისტების ტერაქტები პარიზში და მასობრივი გაუპატიურებები გერმანიაში გაკვეთილად არ ქცეულა ლტოლვილების ნაკადისგან დამხრჩვალი ევროპისთვისაც, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი რუსეთს. არადა, რუსი სამხედროები, სპეცსამსახურები და დიპლომატები არაერთგზის აფრთხილებდნენ – თურქეთი ეთამაშება „ისლამურ სახელმწიფოს“, ვაჭრობს კონტრაბანდული ნავთობით და სირიიდან ცისტერნების კოლონებს თავის ტერიტორიაზე ატარებს! ამ ფონზე „უწყინარ ანცობას“ ჰგავს თურქეთის მიერ სირიიდან უძველესი საგანძურის გატანა, რომლის სპეკულაციითაც ზღაპრულად მდიდრდება ერდოღანის ოჯახი (ისევე, როგორც ნავთობის, ნარკოტიკების, იარაღის გაყიდვით).

 „თურქეთის ახალი მსხვერპლნი, რომლებიც ჩვენს დანაკლისს დაემატა ტერორიზმთან ბრძოლაში, გულს უფლეთს ჩვენს ერს და ცდის ჩვენს მოთმინებას. ჩვენ დღითიდღე სულ უფრო გაბედულად გავაგრძელებთ ბრძოლას მათთან, ვინც  ახორციელებს ამ თავდასხმებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვს მორალსა და ჰუმანურობასთან და მათ ხელშემწყობებთან. ასეთი თავდასხმების გამო სულ უფრო მეტად მტკიცდება ჩვენი გადაწყვეტილება, წინააღმდეგობა გავუწიოთ (ტერორს), ჩვენი საზღვრების შიგნით და გარეთ“, – ფარისევლურად განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თუმცა, 2015 წლის 24 ნოემბერს, მისი ბრძანებით, სირიის თავზე ჩამოაგდეს რუსული Су-24, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტთა დასაბომბად მიემართებოდა, ასევე ჩაცხრილეს რუსი სპეცრაზმელები, რომლებიც შვეულმფრენით ჩაფრინდნენ საფრონტო ბომბდამშენის სასწაულით გადარჩენილი მფრინავის საშველად!

 მე-5 დღეს – 2015 წლის 30 ნოემბერს – ბებერმა კახპა ევროპამ დააჯილდოვა თურქები ჩამოგდებული რუსული თვითფრინავისთვის, პარიზისთვისისლამური სახელმწიფოსდასაბომბად რომ მიფრინავდა: აჩუქა თურქეთს 3 მლრდ ევრო და უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის 26 ქვეყანასთან! რუსეთის ჯინაზე, 2016 წლის 1 იანვრიდან თურქეთთან სავიზო რეჟიმი რომ გააუქმა...

 დარწმუნებული ვარ - თუ პრეზიდენტი ერდოღანი დაუყოვნებლივ არ გადადგება, ხოლო თურქეთი ბოდიშს არ მოუხდის რუსეთს და მის გვერდიგვერდ ბრძოლას არ დაიწყებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ტერაქტები თურქეთში გაგრძელდება და იმაზე არანაკლებ მასშტაბური იქნება, ვიდრე ანკარაში.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 19 თებერვალი
საქართველო, თბილისი

წყარო: ИА REX