რედაქტორისგან
“რუსეთის, სირიის, ირანის და ერაყის წინააღმდეგ ომში საქართველო ისლამური სახელმწიფოს, თურქეთის, საუდის არაბეთის და უკრაინის მხარეს აღმოჩნდება” - არნო ხიდირბეგიშვილი

 “In the war against Russia, Syria, Iran and Iraq, Georgia will appear on the side of ISIS, Turkey, Saudi Arabia and Ukraine” - Arno Khidirbegishvili

 

 2016 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს, სირიის სამთავრობო ჯარი დათანხმდა დღეიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, რუსეთისა და აშშ-ის მიერ შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შესაბამისად, რომელსაც ოპოზიციის ძალები და ქურთთა რაზმებიც ეთანხმებიან.
 მაგრამ ფსონად მეტისმეტად დიდი ფული და ინტერესები დევს, ამიტომ 2-კვირიანი ზავის ამოწურვისას, თუ ის უფრო ადრე არ ჩაიშალა  და პენტაგონმა და ცსს-მ “გეგმა ბ” არ აამოქმედეს, ომი გაგრძელდება  და სახმელეთო ოპერაციებში თურქეთი, საუდის არაბეთი და, შესაძლებელია, ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ჩაერთვებიან.

 მაგრამ ყველაფერზე თანმიმდევრულად ვიმსჯელოთ, მაშ ასე:

 
2003 წელს ერაყში წარმოიშვა ტერორისტული დაჯგუფება “ალ-კაიდა”, რომელიც 2006 წელს, მსხვილ ტერორისტულ დაჯგუფებასთან “ჯებჰათ ან-ნუსრასთან” და სხვა ისლამისტურ რადიკალურ დაჯგუფებებთან გაერთიანების შემდეგ, ტრანსნაციონალურ წარმონაქმნ “ISIS”-ად (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) გადაიქცა, რომელმაც მიიტაცა სირიის და ერაყის ნაწილი, აგრეთვე მოქმედებს ლიბიაში, ავღანეთში, პაკისტანში. ეგვიპტეში, იემენში, ნიგერიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

 ქურთისტანი კი მხარეა თურქეთის სამხრეთში, სირიისა და ერაყის ჩრდილოეთში და ირანის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის 50-მილიონიან ქურთ მოსახლეობას სურს ამ ტერიტორიის საერთაშორისო აღიარება ქურთთა ნაციონალურ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მაგრამ ეს არ სურს თურქეთს, რომელიც მზად არის, თავისი ჯარი შეიყვანოს ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში, რათა გაანადგუროს ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) და ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმები (YPG), რომლებიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის სამთავრობო ჯარების მხარეს იბრძვიან.

 მოსალოდნელ ომში თურქეთის მოკავშირე გახდება “სირიის თავისუფალი არმია”, ანუ სირიული ოპოზიციის ძალები, რომლებიც პრეზიდენტ ასადის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ იბრძვიან, ხოლო თურქეთის მოწინააღმდეგე გახდება რუსეთი, რომლის შეიარაღებული ძალები მხარს უჭერენ ასადის კანონიერ მმართველობას და, მისი თხოვნით, სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან.

 აშშ და ევროპა ცდილობენ, თურქეთი რუსეთთან შეჯახებისაგან შეაკავონ, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას კი, გამოკითხვის თანახმად, მიაჩნია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ უნდა იცავდეს თავის წევრ ქვეყანას, თუ ის ომში ჩაებმება, ანუ ნატო არ დაეხმარება თურქეთს რუსეთთან ომში. აზერბაიჯანმაც უარი თქვა თურქეთის სამხედრო ავანტიურაში მონაწილეობაზე - სირიაში რუსეთის მოკავშირეები ხომ ერაყი და ირანი არიან და წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის პროვინციებში - დასავლეთ აზერბაიჯანში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, არდებილში, ზენჯანში, გილანში, ქურთისტანში, ყუმში და თეირანში მცხოვრებმა 30 მილიონმა აზერბაიჯანელმა შესაძლოა, დევნილთა ნაკადით წალეკონ აზერბაიჯანი.

 აზერბაიჯანის ჯიბრზე თურქეთი ევრაზიული კავშირის წევრი სომხეთის პროვოცირებასაც კი შეეცადა კავშირის დამყარებაზე და ამისათვის იქ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი შეაგზავნა, რომელიც მანამდე შობას თბილისში, სომხურ ეკლესიაში შეხვდა. “თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია!” - შოკი მოჰგვარა მან სომხურ გენერალიტეტს ერევანში გამართულ ბრიფინგზე, დახურულ კარს უკან კი სომხეთს შესთავაზა, საქართველოსთვის მიებაძა. ამაზე სომხეთში, ცხადია, უარი თქვეს, მაგრამ დიპლომატიურად მოიქცნენ და საქართველოსთან სამხედრო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

 რუსეთის წინააღმდეგ თურქეთთან სტრატეგიულ კავშირს მხოლოდ ორი ქვეყანა დათანხმდა - უკრაინა და საქართველო, და ეს შემთხვევითი არ გახლავთ: უკრაინაში ყველაფერს საქართველოს ექს-პრეზიდენტი - ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მართავს, რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული, საქართველოში კი - მისი პოლიტიკური აღზრდილი, თანამებრძოლი და პოლიტიკური კურსის გამგრძელებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომლის წინაშე ასევე მოჩანს სისხლისსამართლებრივი დევნის პერსპექტივა ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო:

 უკრაინა: მას შემდეგ, რაც ყირიმში თურქეთმა ყირიმელი თათრებისაგან შექმნა და შეაიარაღა ორი ტერორისტული დაჯგუფება 2 000-ზე მეტი ბოევიკის შემადგენლობით - „ნომან ჩელებიჯიანის სახელობის ბატალიონი“ და „რუხი მგლები“, რომლებიც ხერსონის ოლქში მოქმედებენ “საქველმოქმედო” ფონდ „TIKA“-ს საფარქვეშ (ლიდერები - ლენურ ისლამოვი, მუსტაფა ჯემილევი, რეფატ ჩუბაროვი), ა.წ. 15 თებერვალს კიევს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. აჰმედ დავუთოღლუმ მაშინვე დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის, საქართველოსა და სირიის ოკუპაციაში, უკრაინა თურქეთის სტრატეგიულ მოკავშირედ გამოაცხადა და განაახლა მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უკრაინისა და თურქეთის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსების მიერ იარაღის ერთობლივი წარმოების თაობაზე.

 საქართველო: საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის თურქეთში კოლეგებთან ვიზიტებისა და თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობის საპასუხო ვიზიტის შემდეგ, ა.წ. 17 თებერვალს თბილისს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. მევლუთ ჩავუშოღლუმ მაშინვე განაცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორი” უწოდა და 2016 წლის ივლისში ვარშავის ნატოს სამიტზე სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან  შეხვედრაზე (18 თებერვალს მათ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრიც შეუერთდა) მევლუთ ჩავუშოღლუმ შეახსენა სტრატეგიული პროექტები, რომლებმაც საქართველო სამუდამოდ დააკავშირა თურქეთთან: ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები, სადაც თურქული კომპანია ოპერირებს, გაზსადენი „ბაქო-თბილისი-ერზრუმი“, ნავთობსადენი “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”, სარკინიგზო ხაზი “ბაქო-თბილისი-ყარსი”, რომელიც წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში, ელექტროსადგურები და სხვა ობიექტები. 19 თებერვალს სამი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივ პროექტებში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, საბანკო და ბუნების დაცვის სფეროებში.

 გადაწყდა, რომ საქართველო და თურქეთი შექმნიან სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს, რომლის პირველი შეხვედრა 2016 წლის მარტ-აპრილში გაიმართება და რომელსაც ჩაატარებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ.

 საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებაზე არაფერს იტყობინებიან, თუმცა, ის შედგა.

 როგორც აზერბაიჯანელი ექსპერტი - პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი მუბარიზ აჰმედოღლუ ვარაუდობს, თბილისში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის შექმნის  საკითხი განიხილებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადა ორი კვირით გააგრძელა, ოღონდ მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებთათვის. ამგვარად, თინა ხიდაშელი შევარდნაძის და სააკაშვილის გზით წავიდა - გადაწყვიტა, პანკისის ხეობა საკუთარი კარიერული მიზნებისთვის გამოიყენოს, მაგრამ ამ მორიგ პროვოკაციასაც ქართველ ხალხს კეთილშობილური ლეგენდის სახით წარუდგენენ - “საქართველო საერთაშორისო კოალიციას (65 ქვეყნის ალიანსი აშშ-ის მეთაურობით) ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში ეხმარება” - ანუ ქართული კონტინგენტის მონაწილეობით სირიაში სახმელეთო ოპერაციაში.

 მოტივაცია იგივეა, რაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში გაგზავნისას: „აშშ-ს და ნატო-ს ომში უნდა დავეხმაროთ, რათა საომარი გამოცდილება და „МАР“ მივიღოთ, მერე კი, როცა ნატო-ში მიგვიღებენ, ისინი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაში დაგვეხმარებიან!“

 ამ მიზნით ვაზიანში და კრწანისში, ნატო-სა და საქართველოს სწავლებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, 2016 წლის მაისიდან ნატო-ს ინსტრუქტორები სირიაში გადასროლისათვის პირველი ასეულის მომზადებას დაიწყებენ, რომელიც, ძირითადად, თინა ხიდაშელის მიერ 2016 წლის 16-25 თებერვალს 950 ლარად „დავერბოვკებული“ პანკისლებით იქნება დაკომპლექტებული. მოგეხსენებათ, პანკისის ხეობის ჩრდილოკავკასიელების, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების და სირიის ოპოზიციის მებრძოლების ერთმანეთისაგან გარჩევა გარეგნულად პრაქტიკულად შეუძლებელია!

 აი, რატომ მოხსნეს ფოტოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიტიდან, რომლებზეც ასახული იყო თავდაცვის მინისტრის შეხვედრები პანკისის ხეობაში გადმოსაბირებელ პანკისელებთან - რათა შემდგომში ვერ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, როგორც ქართველი კონტრაქტორებისა, რომლებმაც საქართველოს და ნატო-ს კრწანისის ერთობლივ ცენტრში გაიარეს მომზადება! ასევე შეუძლებელია პანკისელ ახალგაზრდებთან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და აშშ-ის ელჩ იან კელის შეხვედრის ამსახველი ფოტოების მოძიება.

 „ქართულ“ ასეულს სირიაში თურქეთის ტერიტორიის (ჰააის პროვნციის) გავლით გადაისვრიან, სადაც, თურქეთის შსს-ს სრულიად საიდუმლო ცირკულარის № 21714546-47201(81340) 224-5826/42438 შესაბამისად, მას ყოველგვარ ხელშეწყობას აღმოუჩენენ. გამორიცხული არ არის, აგრეთვე, რომ „ქართული“ ასეული სირიაში გადასროლილი იქნება თურქეთის (ნატოს წევრი ქვეყნის) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის შემადგენლობაში.

 მაგრამ სირიაში რომ მოხვდებიან,  იბრძოლებენ კი პანკისელები საკუთარი თანასოფლელების წინააღმდეგ, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მხარეს ომობენ?! არა, ჩრდილოკავკასიელები თავიანთ ძმებს არ ესვრიან და ისინიც მათი გამწვრთნელი ამერიკელების წინააღმდეგ მიაბრუნებენ იარაღს, როგორც ამას წინათ ისლამური სახელმწიფო მოიქცა! მით უფრო, რომ მათი თანამემამულეები - საველე მეთაურები თარხან ბათირაშვილი (აბუ უმარ აშ-შიშანი) და მუსლიმ მარგოშვილი (მუსლიმ აშ-შიშანი) 10-დან 20 ათს დოლარამდე იხდიან, ან „ოდნავ მეტს“, ვიდრე ხიდაშელი უხდის ქართველ კონტრაქტორებს.

 ამგვარად, რომელი მხრიდანაც უნდა შევხედოთ, რუსეთის, სირიის, ირანის და ერაყის წინააღმდეგ ომში საქართველო თურქეთის, საუდის არაბეთის, უკრაინის და ისლამური სახელმწიფოს მხარეს აღმოჩნდება. მერე კი ყველაფერი იმ სცენარის მიხედვით წარიმართება, რომელიც აღვწერე 2016 წლის 13 იანვრის პუბლიკაციაში: „თურქეთის დაზვერვა ბათუმში ტერაქტს მოაწყობს და აჭარის დაცვის საბაბით იქ ჯარს შეიყვანს, რის შემდეგაც რუსეთი ყარსის ხელშკრულებას გაწყვეტს და „მოსკოვი-სოხუმი-ერევნის“ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის დასაცავად საქართველოში შემოვა“ („ბაქო-თბილისი-ყარსის“რკინიგზის საპიწონედ).

 მაგრამ რისი გულისთვის მიდის თინა ხიდაშელი ასეთ რისკზე?! ბათუმსა და თბილისში ტერაქტების მოწყობა ხომ ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სტამბოლსა და ანკარაში! ნუთუ თურქებმა იმდენი გადაუხადეს, რომ საკუთარ ხალხს წირავს?!

 ამ კითხვაზე პასუხი მარტივი და არაორიგინალურია: შურისძიება! ხიდაშელს, როგორც მანამდე სააკაშვილს, სურს, შური იძიოს ქართველ ხალხზე, რომელიც აბუჩად იგდებს მას და ეჯავრება მისი თანაპარტიელები! ასევე ხიდაშელს სურს, შური იძიოს ნატო-ზე, რომელმაც მას “МАР” არ მისცა, და აიძულოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, საქართველო გაწევრების სამოქმედო გეგმის გარეშე მიიღოს - ანუ, აიძულოს ავანტურაზე წასვლა, როგორც სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში!

 “საქართველოს არ სჭირდება “МАР”, საქართველოს სჭირდება ნატო-ს წევრობა! მაგრამ “კარიდან” იქ ჩვენ არ შეგვიშვებენ - რუსეთისა შეეშინდებათ, ამიტომ ნატო-ში “სარკმლიდან” შევძვრებით! ოღონდ მუდმივ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ და ხელსაყრელ მომენტს დაველოდოთ, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს!” - განაცხადა ხიდაშელმა მას შემდეგ, რაც 11 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და მისმა საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაიმ იგი გააფრთხილეს, რომ ა.წ. ივნისში, ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს “МАР”-ს  არ მისცემენ, ამიტომაც დროა, „შეწყვიტოს ქართველების მოტყუება აუხდენელი ოცნებებით, რასაც დიდი იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე“...

 იენს სტოლტენბერგმა ხომ ჯერ კიდევ გასულ წელს - 2015 წლის 17 აგვისტოს, თბილისში ნატო-ს და საქართველოს სიმბოლური ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნისას ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, “არ გაჯიუტებულიყვნენ და არ დაციკლულიყვნენ მხოლოდ გაწევრების სამოქმედო გეგმის მიღებაზე, არამედ ნატო-სთან დაახლოების სხვა შესაძლებელი გზები გამოეძებნათ”. “კი მაგრამ, რატომ? რატომ? რატომ??! - ქვითინებდა მაშინ თინა სტოლტენბერგის მკერდზე მარგველაშვილის ბანკეტზე ავლაბრის რეზიდენციაში, - 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე სააკაშვილს  “IPAP”, “ISAF” და “МАР-ზე მეტიც” მისცეს, 2014 წელს უელსის სამიტზე ალასანიამ “ოქროს ბარათი” მიიღო, შევარდნაძესაც კი მისცეს “KFOR” და “პარტნიორობა მშვიდობისათვის”! მე რატომ არაფერს მაძლევთ, ჰა?!” - ჭირვეულად ზლუქუნებდა ტუჩებგაბუშტული ხიდაშელი და სტოლტენბერგის ჟილეტის ღილს აწვალებდა.

 “იმიტომ, თინა,ძვირფასო, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ გახლავს და ვერ მოგვატყუებთ, თითქოს საქართველო ევროატლანტიკურ სტანდარტებს შეესაბამება! შენ ჩემზე უკეთ იცი, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია! ამერიკული ინსტიტუტების გამოკითხვის შედეგების მიხედვითაც კი თქვენი მოსახლეობის ნახევარი - საქართველოს ნატო-ში შესვლის წინააღმდეგია, მაგრამ თქვენ, ხელისუფალთ, ამისთვის მიგიფურთხებიათ! თქვენ გინდათ, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ შეათრიოთ ქვეყანა ნატო-ში! ეს რა დემოკრატიაა?! ამის შემდეგ რა სინდისით მათხოვრობ ჩემგან “МАР”-ს?!” - დატუქსა მაშინ სტოლტენბერგმა ჩვენი თინათინი, რომელიც გაწითლდა და, მთელ სამყაროზე დაბოღმილი, თურქებთან გაიქცა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 26 თებერვალი
საქართველო, თბილისი