რედაქტორისგან
ჰილარი კლინტონი - ლესბოსელი, ფსიქოპათი, ნარკომანი და სააკაშვილის უკანასკნელი იმედი: შტრიხები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის პორტრეტისათვის (საქინფორმი, 1 ნაწილი)

 ფიზიონომისტები თვალის თეთრ გარსს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სტატუსის საზომად მიიჩნევენ, ხოლო ფსიქიატრიის სფეროს სპეციალისტებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ადამიანს, რომელსაც თეთრი გარსი გუგის ზემოთაც უჩანს და ქვემოთაც, უხიაგი ხასიათი აქვს და ადვილად შმაგდება. მედიკოსების აზრით, ასეთი თვალები ფსიქოპათის ერთ-ერთი ნიშანია, ასეთი თვალები აქვს 68 წლის ლესბოსელ ჰილარი კლინტონს, რომელიც 2016 წლის ნოემბერში შესაძლოა, აშშ-ის 58-ე პრეზიდენტი გახდეს.

 ნიქსონის, რეიგანისა და ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ამერიკელი პოლიტოლოგი როჯერ სტოუნი და მისი თანაავტორი რობერტ მოროუ წიგნში The Clinton' war on women” (“ცოლ-ქმარი კლინტონების ომი ქალების წინააღმდეგ”) წერენ, რომ ბილ კლინტონი მრავალი წლის განმავლობაში ღალატობდა მეუღლეს (ზოგჯერ 8 საყვარელთან ერთადაც კი), ასე რომ, თეთრი სახლის პრაქტიკანტი მონიკა ლევინსკი მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ ასეულობით ქალიდან, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი “აბამდა” და აუპატიურებდა კიდეც, და რომლებიც ჰილარი კლინტონის შიშით ხმას ვერ იღებდნენ. “ჰილარი ქალების დისკრედიტებას ცდილობდა და თავისი დეტექტივების დახმარებით ემუქრებოდა. მათ ორი კატა მომიკლეს და ერთ-ერთის თავი საფოსტო ყუთში ჩამიგდეს, ამბობდნენ, რომ საფრთხეში ვარ!” - ჰყვება ცოლ-ქმარი კლინტონების ერთ-ერთი მსხვერპლი, თეთრი სახლის მოხალისე კეიტლინ ვილეი.

 კლინტონების ოჯახში საშინელი სკანდალების, ინტრიგების, ღალატის, ოჯახური ძალადობის და სექსის ამბებს ჟურნალისტი ჯენიფერ ფლაუერსი მოჰყვა, რომელიც  მთელი 12 წელი ბილ კლინტონის საყვარელი იყო და მისგან დაორსულდა კიდეც.

 და კიდევ, ფსიქოპათი ცოლის ხელში ბილი ნარკოტიკებს მიეჩვია და ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობაც კი დასჭირდა. არკანზასის გუბერნატორობის დროს კოკაინის დოზის გადამეტების გამო ის საავადმყოფოში მოხვდა, ნარკოდილერებთან ბარი სილთან და დენ ლასატერთან ძმაკაცობდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ნარკოტიკები მის ცოლს ჰილარისაც ჰყვარებია: “ყოველთვის თან ჰქონდა მარიხუანა, მოწევა უყვარდა, მეც მიწევდა აგიტაციას - უარს ვეუბნებოდი. ერთხელ კოკაინის პაკეტი ამოიღო და პირდაპირ ჩემს ყავის მაგიდაზე დაიწყო “ბილიკების” გავლება! საშინელება იყო... ყნოსავდა, კიდევ ყნოსავდა, მერე კი აძაგძაგებდა... ამას არ მოველოდი ადამიანისგან, რომელსაც ასეთი მაღალი პოსტი ეკავა! ბილისგან გავიგე, რომ ჰილარის დეპრესია აქვს და ამიტომ ისიც ნარკოტიკებზეა შემჯდარი. ერთხელ წამოცდა, რომ ხშირად კოკაინს ერთად ყნოსავენ. ამის შემდეგ როგორ შემიძლია, ამ ქალს ქვეყნის მართვა ვანდო?!” - აცხადებს აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის ყოფილი საყვარელი სალი მილერი.

 სხვა რა დარჩენოდა ბილს, როდესაც მეუღლე ჰილარი თვითონაც გამუდმებით ღალატობდა, თანაც - ქალებთან?! “ჩვენ რომანი გვქონდა იმ დროს, როცა ჯონთან (ლენონთან - საქინფორმი) ერთად ვცხოვრობდი მანჰეტენზე, ჰილარი კი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა. მაგრამ ბოლოს დავშორდით”, - აღიარებს ამერიკელი მხატვარი, მომღერალი, სამოქალაქო მოღვაწე და ჯონ ლენონის ქვრივი იოკო ონო, რომლის თქმით, ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ნიუ-იორკში შეხვდნენ, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე. “სწორედ მაშინ უბრალოდ კი არ დავმეგობრდით, არამედ დავახლოვდით კიდეც...”.

 “ბილმა მიამბო, რომ მის ცოლს სექსი არ უყვარს და ხუმრობით ისიც კი მთხოვა, მისის კლინტონისთვის სასიყვარულო პრელუდიების ხელოვნება მესწავლებინა. როგორც ბილმა გამანდო, ჰილარის სექსუალურ პარტნიორებად მამაკაცებზე მეტად ქალები იზიდავენ, - იხსენებს ბილ კლინტონის საყვარელი და პრესმდივანი სალი მილერი, ყოფილი “მის არკანზასი”, - კიდევ ბილი გულის წასვლამდე მაცინებდა, როდესაც ჩემს ღამის პერანგში გამოეწყობოდა და საძინებელში ცეკვას იწყებდა, თან საქსოფონზე უკრავდა!”.

 “ბილის სასიყვარულო თავგადასავლები ჰილარის აცოფებდა, ის ისტერიკებს აწყობდა და ქმარს მაგარი საგნებით სცემდა, ხშირად ესროდა ჭურჭელს, გასაღებებს, საფერფლეებს, საბუთებით სავსე საქაღალდეებს და წიგნებს, დაუნდობლად კაწრავდა, სახეში ურტყამდა, კბენდა და ანჯამებიდან კარებსაც კი გლეჯდა! ­ - მოწმობენ ზემოხსენებულ წიგნში როჯერ სტოუნი და რობერტ მოროუ, - გარდა ამისა, რეგულარულად მოსდიოდა კონფლიქტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან, რომლებიც პირველი ლედისა და პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს. Fuck You! - უყვიროდა ჰილარი მცველებს ნებისმიერი საბაბით - როცა ეჭვობდა, რომ ბილი მორიგ საყვარელთანაა ან როდესაც ისინი, უბრალოდ, მისი ჩანთების ტარებაზე უარს ამბობდნენ”.

 ამიტომ, თუ 8 თვის შემდეგ ყოფილი პირველი ლედი არჩევნებზე თავის ერთადერთ მეტოქეს - პრაგმატული პოლიტიკის მომხრე მეწარმე დონალდ ტრამპს დაამარცხებს, არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს ახალი ომები მოელის, რომლებიც, შესაძლოა, მსოფლიო ომში გადაიზარდონ და ბირთვული კატასტროფით დასრულდნენ. ისინი არც საქართველოს აუვლიან გვერდს, სადაც დღეს ასევე წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა - აქ პარლამენტის არჩევნები ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე ერთი თვით ადრე, 2016 წლის ოქტომბერში გაიმართება.

 მაგრამ როგორც აშშ-ის პროტექტორატი ნებისმიერი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის უპირველესი მნიშვნელობა ექნება არჩევნებს მეტროპოლიაში - ამერიკაში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რატომღაც სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს. 2008 წელს “სტრატეგიული პარტნიორი” საქართველოს არაფრით დაეხმარა, პამპერსების, საბნების და კარვების გარდა, რომლებიც სააკაშვილის კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა კომერციული სტრუქტურების მეშვეობით გაასაღეს. და კიდევ -  მიზნობრივი დანიშნულების რამდენიმე მილიარდი დოლარით - სამხედრო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და შეიარაღებული ძალების - ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ომებისთვის დაქირავებულ მებრძოლთა მთავარი მიმწოდებლის - აღჭურვისთვის.

 მაშინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შიშისგან მტვრიან ასფალტზე მფორთხავ სააკაშვილს კისერზე უკვე მარყუჟმა მოუჭირა, მაგრამ... 2009 წლის იანვარში, როდესაც სააკაშვილის მიერ ღორების საჯიჯგნად მიგდებული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ჯერ კიდევ დაუმარხავად იხრწნებოდა, მას იღბალმა გაუღიმა, უფრო სწორად კი - ჰილარი კლინტონმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახდა და სამხედრო დამნაშავეს მკერდით გადაეფარა!

 სააკაშვილს, რომელიც თავის ცოლთან სანდრასთან ერთად ვაჭრობდა მოკლული ჯარისკაცების და ციხეში დამამცირებელი წამების მსხვერპლი პატიმრების ორგანოებით (მათ შორის, სასქესო ორგანოებითაც), საქართველოში არასოდეს დაივიწყებენ! მას დიდხანს გაიხსენებენ უკრაინაშიც - განსაკუთრებით დედები, რომლებსაც შვილების დანაწევრებული გვამების დატირებაც არ ეღირსათ. მაგრამ ქალს, რომელმაც მაშინ სააკაშვილი ლინჩის წესით გასამართლებას გადაარჩინა და ჰალსტუხიჭამიას ზონზროხა სხეულს პოლიტიკური რეანიმაცია ჩაუტარა, რატომღაც არავინ ახსენებს!  2009 წლის იანვარში სწორედ ჰილარი კლინტონმა ჩაავლო ხელი ფსკერისკენ წასულ სააკაშვილს და მშვიდობიანად მიიყვანა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე - 2013 წლამდე, მერე კი თითქმის მასთან ერთდროულად დატოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა.

 “ერთად წავიდეთ, რათა ერთად დავბრუნდეთ” - მზაკვარი ჰილარის ტაქტიკა უკვე მაშინ გულისხმობდა სააკაშვილის დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლების სათავეში. ჰილარი კლინტონი ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი გახდება. ამიტომ თბილისში ყველას ვურჩევ, კარგად მოისმინონ, რას ამბობს ჩვენი ეს მეგობარი. ჰილარი კლინტონმა მითხრა, რომ არის პრობლემები, რომ ბევრი შეკითხვა გაჩნდა, რომ ეგრეთ წოდებულმა სამართლიანობის აღდგენამ, შესაძლ, ქვეყნის პრესტიჟზე, რეპუტაციაზე და მომავალზე მოახდინოს გავლენა, აგრეთვე - ქვეყნის გახლეჩასა და კონფრონტაციაში გადაიზარდოს. განა ეს ჰილარი კლინტონის გარეშე არ უნდა გვესმოდეს?!, - განაცხადა სააკაშვილმა წასვლის წინ, როცა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წააგო.

 მაგრამ “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილი ჰილარის ბევრად უფრო ადრე მოუვიდა თვალში - ჯერ კიდევ 2005 წლის იანვარში, როცა დემოკრატი სენატორი გახლდათ ნიუ-იორკის შტატიდან, მან რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკკეინთან ერთად წამოაყენა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები - მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო - ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში განსაკუთრებული წვლილისათვის მშვიდობის საქმეში, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, პიროვნების თავისუფლების და მოქალაქეობრივი უფლებების დაცვისათვის, ისტორიული როლისათვის საქართველოსა და უკრაინაში“. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭება ამ ორი ადამიანისათვის, რომლებმაც მშვიდობისადმი ექსტრაორდინარული ერთგულება გვიჩვენეს, არა მხოლოდ მათ ისტორიულ როლს აღნიშნავს საქართველოსა და უკრაინაში, არამედ იმედს და შთაგონებას ჩაუსახავს ყველას, ვინც თავისუფლებისკენ ისწრაფვის სხვა ქვეყნებში, სადაც ის არ არის!“, - აღნიშნული იყო სენატორების წერილში ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტისადმი.

 სწორედ ეს ვაი-ნათესავები - რომლებმაც ერთმანეთის შვილები მონათლეს და უცხოელ ქალებზე დაქორწინდნენ - არიან დამნაშავე იმაში, რომ მალე ძმათამკვლელმა სამოქალაქო ომებმა ჯერ საქართველო შეატორტმანა, მერე კი - უკრაინა! მაგრამ განა ეს მნიშვნელოვანიავიეტნამის გმირიმაკკეინის და ჰილარი კლინტონისათვის, რომელმაც 2002 წელს, როცა ნიუ-იორკის შტატის სენატორი იყოაშშ-ის ერაყში შეჭრას მისცა ხმა?!ვნანობ, რომ მაშინ შეცდომა დავუშვი და მხარი დავუჭირე ერაყში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ამის შესახებ ჩემს წიგნში დავწერე და არაერთხელ გავიმეორე წარსულში...”, - “გულწრფელად” გამოტყდა ჰილარი დიდი დაგვიანებით - 2014 წლის მაისში. მაგრამ ალ-აიდასთვის, სირიის თავისუფალი არმიისა და სხვა აჯანყებულებისათვის - სირიის კანონიერი პრეზიდენტის ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეებისათვის გაწეული დახმარების გამო, რომლებიც სათანადოდ არიან შემოწმებული და აშშ- ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებენ,გულწრფელყოფილ სახელმწიფო მდივანს დღემდე არ მოუხდია ბოდიში, თუმცა უსულგულობაში რუსეთის პრეზიდენტი დაადანაშაულა: „კაგებე- ყოფილ თანამშრომელს საწყისშივე არ შეიძლება ჰქონდეს სული, ამიტომ ეს დროის ტყუილი კარგვა და უაზრო საქმიანობა იყო!“, - უპასუხა მან პრეზიდენტ ბუშს, რომელმაც განაცხადა, რომ „პუტინს სულში ჩახედა“...

 ჰილარი კლინტონს ასევე არ მოუხდია ბოდიში  მუამარ კადაფის დამხობისა და მკვლელობისათვის, ლიბიის დანაწევრების და აყვავებული ქვეყნის ნანგრევებად გადაქცევისათვის.

 ჰილარიმ ბოდიში არც ლიბიაში აშშ-ის ელჩის - კრის სტივენსის და ამერიკის საკონსულოს თანამშრომლების დაღუპვის გამო მოიხადა, რაც იმის გამო მოხდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერია და იქ “ფერადი რევოლუციების” სერიიდან სამოქალაქო ომების მთელი ჯაჭვი გამოიწვია სახელწოდებით “არაბული გაზაფხული”.

 გახსოვთ?! აშშ-ის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმა ბენგაზიში 2012 წლის 11 სექტემბერს მოხდა. შედეგად დაიღუპა საკონსულოს ოთხი თანამშრომელი, მათ შორის - ელჩი კრისტოფერ სტივენსი, რომელიც შენობაში მოემწყვდა და კვამლისაგან გაიგუდა. იმ დროს ლიბიაში ამერიკულ ფილმ “მუსლიმანების უმანკოებასთან” დაკავშირებული აქციები იმართებოდა და ჰილარი კლინტონი შეეცადა, თავხედურად მოეტყუებინა ამერიკელი ხალხი, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესი და მთელი მსოფლიო, როცა “ფუნდამენტალისტი ისლამისტების ჯგუფის” თავდასხმა საკონსულოზე ამ ფაქტს დაუკავშირა!

 არ გამოუვიდა - სახელმწიფო მდივანი იძულებული იყო, მომხდარში თავისი ბრალი ეღიარებინა, ხოლო რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა მაშინ განაცხადა, პრეზიდენტი მე რომ ვიყო, ჰილარი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე უკვე აღარ იქნებოდაო და მის შეცდომებს “უპატიებელი” უწოდა. “თქვენ საკუთარ თავზე იღებთ მთელ პასუხისმგებლობას 11 სექტემბრის დროიდან ყველაზე დიდი ტრაგედიის გამო!”, - უთხრა მან კლინტონს. სენატში მოსმენის დროს იყო მომენტი, როცა ერთ-ერთმა სენატორმა ჰკითხა მას: “რატომ ცდილობდით, დაგემალათ თავდასხმის ამბავი და დემონსტრაციებით შეგენიღბათ ის?!”. პასუხად ფსიქოპათმა ჰილარიმ ოთხჯერ დაარტყა მუშტი მაგიდაზე და განაცხადა, რომ “ეს საკითხი აქტუალური აღარ არის”...

 საბოლოო პასუხი ჰილარი კლინტონს კონგრესისისთვის 2012 წლის დეკემბერში უნდა გაეცა, მაგრამ უცებ... მსოფლიოს ყველაზე მთავარი სუპერსახელმწიფოს მეორე პირს ... ჩვეულებრივი ფაღარათი შეეყარა! დღესაც არავინ იცის, როგორ მოხვდა ნაწლავური ინფექცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის უავგუსტოეს კუჭში. იქნებ ჰილარი კლინტონს ჭამის წინ ხელების დაბანა დაავიწყდა - მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის წინ მწვანე გაზონზე ქვიშობანას თამაშობდა?! უფრო სწორად, ჯარისკაცობანას თამაშობდა ქვიშაზე - ერაყსა და ავღანეთში...

 როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმი 80%-ით წყლისაგან შედგება (როგორც თავად კლინტონის სიტყვით გამოსვლები), ფაღარათი კი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, რომელიც წყალთან ერთად ცხოველქმედებისათვის აუცილებელ მიკროელემენტებს კარგავს. ჰოდა, მთელი კვირა გააწამა ამაყი ჰილარი თავისმა ფაღარათმა, თან ექიმებს არ გამოუტყდა - ამერიკის მეორე პირისთვის შეუფერებელია, ფაღარათი სჭირდეს! მხოლოდ ზედიზედ გადადო უცხოური ტურნეები - აბა, რა ემოგზაურებოდა... 

 სულ მთლად დასუსტდა ჰილარი და აი, 2012 წლის 15 დეკემბერს, კონგრესში გამოსვლის წინ, “აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გული წაუვიდა ნაწლავური ინფექციით გამოწვეული გაუწყლოების გამო. დაცემის შედეგად მას ტვინის შერყევა მოუვიდა. მომდევნო კვირის განმავლობაში ის შინ იმუშავებს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება”, - ნათქვამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის განცხადებაში. თუმცა ამერიკელმა პოლიტიკოსმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ გრიპის ნაწლავური ფორმა არაფერ შუაში იყო - ჰილარიმ ფაღარათი გაითამაშა, რათა კონგრესის წინაშე ასეთ საჩოთირო საკითხზე გამოსვლისათვის თავი აერიდებინა.

 P.S. ამერიკაში ყველაზე უფრო ნაღვლიანი ამბავიც კი “ჰეფი ენდით” მთავრდება, არც ეს იყო გამონაკლისი: საქმე ის არის, რომ ტვინის შერყევის შემდეგ ჰილარის თავში გასაოცარი ცვლილებები მოხდა - ის ცოტა ხნით მიყუჩდა, აგრესიულობა მოთოკა (ისევე, როგორც სასამართლოსაგან აშშ-ში გაქცეულმა სააკაშვილმა!) და “ცხოვრების აზრზე” ჩაფიქრდა, ანუ ახალი საარჩევნო კამპანიისათვის მზადება დაიწყო. პირველ ყოვლისა, მან მონიკა ლევინსკის დაურეკა: “ძვირფასო, ჩვენი სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა და, თურმე, იმდენი უსიამოვნება გველის... მხოლოდ ახლა მესმის, რომ იძულებული იყავი, ბილთან სექსი გქონოდა ოვალურ კაბინეტში, ამიტომაც გპატიობ! შენც მაპატიე, თუ შეგიძლია”.

 “რა სულელი დედაკაცი ვარ! - დარდობდა სარწეველა სავარძელში მოკალათებული, კუბოკრულ პლედში შეფუთნული ჰილარი, რომელიც თეთრი სახლის წინ მწვანე გაზონს გაჰყურებდა, - აღარასოდეს ვცემ ქმარს და აღარასოდეს ვითამაშებ ჯარისკაცობანას ქვიშაზე!” ანუ ერაყსა და ავღანეთში...

 საღამოს კი ჰილარი რეჰიდრონის წრუპვით, ბანცალით მიაშურებს ცოლქმრულ საძინებელს, რომელიც პოლიტიკური ინტრიგების, კოკაინის და ლესბოსელი საყვარლების გამო ბოლო წლებში სულ დაივიწყა. სნეულ თავს მკერდზე ადებს საქსოფონისტ მეუღლეს, რომელსაც ერთხელ გაპრეზიდენტებაში დაეხმარა, და მშვიდად იძინებს… და ესიზმრება, როგორ უკრავს ახალგაზრდა ბილი საქსოფონზე თავისი ინაუგურაციის ცერემონიაზე 1993 წელს: “ვიცი, რომ მხოლოდ ჩემთვის უკრავდა!” - ძილში იღიმება ჰილარი, - ალბათ, სწორედ ამაშია ცხოვრების აზრი…”

 

 

 

 

 

საქინფორმი
(გაგრძელება იქნება)

2016 წლის 18 მარტი
საქართველო, თბილისი