რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “NDI-ს გამოკითხვის შედეგების ანალიზმა დაადასტურა, რომ საქართველო მალე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება”

 ცნობისათვის: აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახლავთ კონგრესი, სადაც, საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, ტრადიციულად მხოლოდ ორი ფრაქციაა - რესპუბლიკური პარტიიდან და დემოკრატიული პარტიიდან.

 თითოეულ ამ პარტიას აქვს თავისი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც, მიუხედავად ამისა, მხარს უჭერს - აფინანსებს მთავრობა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

 ამ ორგანიზაციებს ინსტიტუტები ეწოდებათ და წარმოადგენენ “აზრის ფაბრიკებს” (brains trust), რომლებიც მთელ მსოფლიოში პროამერიკული პოლიტიკური ძალების იდეოლოგიურ მხარდაჭერას და დაფინანსებას ეწევიან და ამას “განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის მშენებლობისა და პროგრესისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას” ეძახიან.

 რესპუბლიკურ პარტიასთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (International Republican Institute, IRI) ჰქვია. IRI-ს დირექტორია სენატორი არიზონას შტატიდან ჯონ მაკკეინი, წარსულში - ყველაზე უიღბლო ამერიკელი მფრინავი, რომელმაც ვიეტნამში ტყვეობის მთელი “ხიბლი” საკუთარ ტყავზე იწვნია.

 დემოკრატიულ პარტიასთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას “საერთაშორისო საკითხების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი” (National Democratic Institute for International Affairs, NDI) ეწოდება. NDI-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ჩეხი ებრაელი პრაღიდან, ლესბოსელი მარია იანა კორბელოვა, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საქართველოში კი - დამატებით, როგორც თინა ხიდაშელის მეგობარი.

 IRI-ს და NDI-ს ფილიალები - ოფისები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, იქ, სადაც პროამერიკულ ძალებს და “დემოკრატიას” ჯერ კიდევ სჭირდება “წინ წაწევა”, მაგალითად - საქართველოში.

 IRI- და NDI- მთავარი ინსტრუმენტებიასოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც ისინი ამ ქვეყნებში ატარებენ დაგამოკვლევებსეძახიან, ადგილობრივ მედია საშუალებებში შემდგომი პროპაგანდით. სინამდვილეში ეს “გამოკვლევები” არ იკვლევენ საზოგადოებრივ აზრს - ერგო, არ აფიქსირებენ მოქალაქეთა რეალურ განწყობას, არამედ იმ რეალობის მოდელირებას ახდენენ, რომლის ხილვაც ამა თუ იმ ქვეყანაში უახლოეს მომავალში აშშ- სურს, ანუ -სოციოლოგიური გამოკითხვებისშედეგებს პროამერიკული ძალების სასარგებლოდ აყალბებენ!

 საქართველოში IRI და NDI ტრადიციულად მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილის პარტიაერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის დაბალრეიტინგულ, რუსოფობიით შეპყრობილ თანამოაზრეებს, რომლებიც საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს ქადაგებენ, მაგალითად, საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას. IRI-ს და NDI-ს გამოკითხვები და ეგზიტპოლები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იყო 2012 წლის 12 ოქტომბრის არჩევნების წინაც კი, სადაც ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართულმა ოცნებამ”, განრისხებულ ქართველ ხალხზე დაყრდნობით, სააკაშვილის პარტიასა და დიქტატურას გამანადგურებელი მარცხი აგემა.

 იმის გამო, რომ IRI-ს და NDI-ს “გამოკვლევების” შედეგები რეალობას აცდენილია, 2015 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, კერძოდ, აღნიშნავდა: “NDI-ის კვლევებს აწარმოებს თურმანიძე, რომლის ორგანიზაცია დაფუძნებულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და IRI-ის შემთხვევაში - ცქიტიშვილი, ესენი არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. მე NDI-ის ამ ბოლო კვლევას დავარქვი “ნაციონალური მოძრაობის” სიზმარი - რაც ელანდებოდათ, ის ესიზმრებოდათ. ეს კვლევები, მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, დარჩა ამ რანგში და მე არ ვეძახი ამ კვლევებს კვლევებს. ეს არის თურმანიძის კვლევები, შეთანხმებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”. რაც აქ დაიდო, არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან!”.

 მეორე პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი - კი აცხადებდა: “NDI-ის კვლევების მიმართ, უკვე წლებია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები დაგროვდა. ის ადამიანები, რომლებიც წლების გამავლობაში უშუალოდ ახორციელებენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”! ეს კვლევები მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის. მოსახლეობას აინტერესებს - რას აკეთებს და რის გაკეთებას აპირებს მთავრობა იქიდან, რაც მის მდგომარეობაზე აისახება. ყველაზე მთავარი კვლევა - არჩევნების დღეა. იქ გამოჩნდება, ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ჩვენს ქვეყანას!”.

 წინასწარ გადახდილ ანტირუსულ პროპაგანდას - IRI-ს და NDI-ს “კვლევების” პოპულარიზაციას - საქართველოში ბევრი მედია საშუალება ახორციელებს “ნაცმოძრაობის” მთავარი რუპორის - მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი საქართველოში ყველაზე მსხვილი ტელეკომპანიის “რუსთავი 2”-ის მეთაურობით. რუსეთის ფედერაციას, აშშ-სგან განსხვავებით, მთელი ამ წლების მანძილზე კაპიკიც არ დაუხარჯავს საქართველოში არა მარტო პრორუსულ პროპაგანდაზე, არამედ ანტირუსული პროპაგანდის კონტრპროპაგანდაზეც კი, რაც რუსეთის ხელისუფლებაში საქართველოსადმი ინტერესის არარსებობაზე მეტყველებს. მიუხედავად ამისა, პროამერიკულმა პარტიებმა სააკაშვილის “ნაცმოძრაობით” სათავეში, IRI-ს, NDI-ს და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა, აშშ-ის მიერ წინასწარ გულუხვად დაჯილდოებულმა მედიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მეთაურობით, ცარიელ ადგილზე ოსტატურად გაშალეს ფართო კამპანია თემაზე “საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის რბილი ძალის - პრორუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან, როგორც კრემლის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებისგან ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის მოსურნე საქართველოს წინააღმდეგ”.

 2015 წლის 14 მაისს, ჩემს პუბლიკაციაში “NDI-ის სოცგამოკვლევის შედეგების ელემენტარული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესვლას ქვეყნის მოსახლეობის 58% უჭერს მხარს”, NDI-ს წინა წლის “გამოკვლევის” შედეგების მაგალითზე ნაჩვენებია - რა ადვილად გამოსაცნობია ნაყალბევი და როგორ შეუძლია ტყუილსაც კი, თუ მას ანალიტიკურად მიუდგები, სიმართლე გაამჟღავნოს. თუ ამ მეთოდს 2016 წლის 11 აპრილს გამოქვეყნებული, NDI-ს დაკვეთით ჩატარებული ბოლო “გამოკვლევის” შედეგების მიმართ გამოვიყენებთ, დასკვნას გამოვიტანთ, რომ საქართველოს მალევე შესვლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში, ერგო - საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, რუსეთთან მეგობრობის, დიპლომატიური ურთიერთობის და უვიზო რეჟიმის აღდგენა, გარდაუვალია.

 მაგალითად: პირველ შეკითხვაზე - “როგორია საქართველოს ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობა?” - რესპონდენტების 1% განაცხადა, რომ “ძალიან კარგია”, გამოკითხულთა 2%-ის შეფასებით, “კარგია”, 29%-ის აზრით, “საშუალოა”, 40% მიიჩნევს, რომ “ცუდია”, 26%-სთვის “ძალიან ცუდია” და 2%-ს პასუხი არ აქვს.

 როგორც ვხედავთ, აქ ოპტიმისტები 1%+2%+29%=32%-ია, პესიმისტები 40%+26%=66% (თუ 2% “არიციებს” მივუმატებთ, 100%-ს მივიღებთ). მაგრამ ვის ადანაშაულებენ ამაში გამოკითხულები, მეორე შეკითხვიდან შევიტყობთ: 53%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკური პრობლემების მთავარი მიზეზები გლობალური ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარეობს, 59% ვარაუდობს, რომ შექმნილი მდგომარეობა წინა ხელისუფლების შეცდომებითაა გამოწვეული, ხოლო 61% თვლის, რომ ეს ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებს უკავშირდება. როგორც ხედავთ, ოპტიმისტები - დღევანდელი ხელისუფლების მომხრეები მეტნი არიან 53%+59%+=112%, ვიდრე მოწინააღმდეგეები - 61%. და ყურადღება მიაქციეთ: თუ ყველა პროცენტს ერთმანეთს მივუმატებთ - 53%+61%+59% - გამოვა არა 100, არამედ 173%. ეს კი ნიშნავს, რომ აქ, პირველი შეკითხვისაგან განსხვავებით, გამოკითხულებს საგანგებოდ სთავაზობდნენ არა პასუხის სამ ვარიანტს ასარჩევად, არამედ ერთს, რომელზეც მას უნდა ეპასუხა ან “დიახ”, ან “არა” (სპეციალური მეთოდის გამოყენებით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება NDI-ს და IRI- გამოკითხვებში საჭირო პასუხის მიღების ერთ-ერთი საფირმო საიდუმლოა!).

 და რა არის ერთადერთი პანაცეა ქართული ეკონომიკისთვის? ტრადიციული რუსული ბაზარი! ვისი ფულით ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის ნახევარი? რუსეთში მომუშავე მილიონი ქართველი ემიგრანტის ფულით, რომლებიც თავიანთ ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეხმარებიან! ამიტომ პარტიაქართული ოცნებათამაშ-თამაშით მოიგებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, თუ უარს იტყვის  ნატო-ში შესვლაზე, სადაც საქართველოს ისედაც არ იღებენ, და საგარეო პოლიტიკური კურსის კორექციის - რუსეთთან ფართო ინტეგრაციის შესახებ განაცხადებს, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება უნდა დააჩქაროს.

 მეორე მაგალითი: ევროკავშირში შესვლას რესპონდენტთა 77%-მა დაუჭირა მხარი (სოფლად და არაქართულ მოსახლეობაში - დაახლოებით 50%-მა), წინააღმდეგია 14%. მაგრამ ეს შეკითხვა აბსოლუტურად უაზროა, რამდენადაც საქართველოს ევროკავშირში არ მიიღებენ - ისევე, როგორც გასულ კვირას  ამაზე ნიდერლანდებმა უკრაინას უთხრა უარი. ადამიანებს ევროკავშირში მხოლოდ უვიზო რეჟიმი იზიდავს, იმიტომ რომ ტელეკომპანია რუსთავი 2”-მა მათ ჩააგონა, რომ ისინი ევროპაში ვითომ და საშოვარზე სიარულს შეძლებენ - გამოკითხულთა 84% ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ემხრობა, 8% წინააღმდეგია, ხოლო 7%-მა არ იცის. ევროპა კი მათ გადარწმუნებას დიდად არ ცდილობს - რატომაც არ ენდომებათ ახალი ქართველი ტურისტები, რომლებიც საქართველოდან გატანილ ვალუტას დახარჯავენ?! რუსეთიც ჩუმად არის და დროდადრო აფიქსირებს, რომ ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვა მას ოდნავაც არ ძაბავს ხოლო როცა ქართველები მიხვდებიან - რამდენი საბუთის წარდგენა მოუწევთ მაინც საელჩოებში, ევროპული ეკონომიკური რეგულაციები როგორ გადააქცევენ რუსეთის ბაზრისთვის არარენტაბელურად  გაძვირებულ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, და რომ “ვიზალიბერალიზაციის” საფასურად მოგვიწია, საკანონმდებლო დონეზე გაგვეთანაბრებინა ჰომოსექსუალები - ჰეტეროსექსუალურ უმრავლესობასთან, სექტანტები - ტრადიციულ მართლმადიდებლურ რელიგიასთან - უკვე გვიან იქნება!

 შემდეგ: რესპონდენტების 68%-მა (შარშანდელზე 2%-ით ნაკლებ-მა) მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 19% წინააღმდეგია. ესეც აბსოლუტურად უაზრო შეკითხვაა, იმიტომ რომ ნატო- და აშშ-ის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ალიანსის წევრობაზე ფიქრი ძალიან ადრეა, ორი თვის შემდეგ კი - 2016 წლის 8-9 ივლისს - ნატო- ვარშავის სამიტზე საქართველოს კიდევ ერთხელ ეტყვიან უარს მაპ-ის მინიჭებაზე.

 აქედან გამომდინარე, მომდევნო შეკითხვაც უაზროა: რომელი ორგანიზაცია ან ქვეყანა უზრუნველყოფს ყველაზე უკეთ საქართველოს უსაფრთხოებას? გამოკითხულთა 23%-მა ნატო დაასახელა (რომელშიც საქართველოს მიღებაზე ხილულ მომავალში უარი თქვეს, და არა მარტო “დემოკრატიის სტანდარტებთან არასაკმარისი შესაბამისობის გამო”, არამედ ალიანსის წესდების მე-5 მუხლიდან გამომდინარე - დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის გამო, რომლის გულისთვის ნატო რუსეთთან ომს არ აპირებს); 13% თვლის, რომ - ევროკავშირი (დაშლის პირას მყოფი ორგანიზაცია, რომელშიც საქართველოს არასდროს მიიღებენ, ისევე, როგორც არ მიიღეს უკრაინა და თურქეთი); იმდენივე - 13%-მა საქართველოს საუკეთესო დამცველად რუსეთი დაასახელა, 10%-ზე ნაკლებმა - აშშ. მაგრამ განა ნატო- დირიჟორი აშშ არ არის?! აბსურდია - გამოკითხულთა 68% ნატო-ში შესვლას ემხრობა და მხოლოდ 10%- სჯერა, რომ აშშ საქართველოს დამცველია!

 გამოკითხვის მონაწილეთა 54%-ის აზრით, საქართველო მეტ სარგებელს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან მიიღებს, 27%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველოსთვის უფრო სასარგებლო იქნება ევროინტეგრაციაზე უარის თქმა და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ამ 27%-ს უნდა მიემატოს 52%, რომლებიც როგორც პროდასავლური კურსის, ისე რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას უჭერენ მხარს, 16%, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი პრორუსულ პოლიტიკას დასავლეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების პირობებში; 20%, რომლებიც საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას ემხრობიან; და 7%, რომლებიც აშშ-ს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თვლიან. შევკრიბოთ და ჯამში მივიღებთ 122% რუსეთისადმი კეთილად და პრორუსულად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებს (27%+52%+16%+20%+7%= 122%).

 ამას ადასტურებს აგრეთვე გამოკითხულთა პასუხები ერთ მნიშვნელოვან შეკითხვაზე, რომელსაც “რუსთავი 2” გაძლიერებულად ჩქმალავს: გამოკითხულთა 39%-ს მიაჩნია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - ანუ მათ, ამით, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უალტერნატივო კურსს მცდარი უწოდეს! 36% თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ ვითარდება, და მხოლოდ 10% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორ (ანუ, ნატო-სა და ევროკავშირში შესვლის) გზაზე დგას.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 13 აპრილი
საქართველო, თბილისი