საზოგადოება
„კარალევა მარგო“ პარიზში დასეირნობს ქართველი ხალხის ფულით და სრულ სისულელეს ბოდავს france 24-თან ინტერვიუში (საქინფორმი)

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს კარიკატურულმა პრეზიდენტმა უსაქმობისგან გადაწყვიტა, ცოლთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაესეირნა ხალხის ფულით. გიორგი მარგველაშვილმა, მეტსახელად „კარალევა მარგომ“, რომელიც სასაცილოდ ბერავდა ლოყებს, „france 24-ს ინტერვიუ მისცა. არაფორმალური მმართველობა, საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს საგარეო კურსი - ამ საკითხებზე მოუწია პასუხების გაცემამ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც სამშობლოში, გარდა „კარალევა მარგოსი“, ზოგი „ბიოცისტერნას“ ეძახის და ზოგიც „ვერიტას პლასტელინოვიჩს“.

 „ამომრჩეველთა თითქმის 60%- ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელი გზით წავიდეს. რა თქმა უნდა, 60% გადაწყვეტილების არმქონე ამომრჩეველი პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მჯერა, რომ საარჩევნო კამპანია ხალხს მათთვის სასურველ გადაწყვეტილებამდე მიიყვან", - განაცხადა „ეგზისტენციალისტმა“მარგველაშვილმა.

 საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა: "მე პირადად არასოდეს გავუკონტროლებივარ ივანიშვილს და, ასევე, არ მაქვს მასთან არანაირი კომუნიკაცია. მე არასოდეს მქონია რაიმე საკითხზე ძალდატანება ბატონი ივანიშვილისგან”, - აღნიშნა მარგველაშვილმა, რომელმაც მართლაც გაწყვიტა ურთიერთობა ივანიშვილთან მეორე დღესვე, როგორც კი ამ უკანასკნელმა იგი, ყველასთვის უცნობი ფილოსოფოსი და წარუმატებელი უმეცარი, საქართველოს პრეზიდენტად დანიშნა.

 გიორგი მარგველაშვილმა რუსეთთან ურთიერთობასა და ნატოსთან დაკავშირებულ გეგმებზე გააკეთა აქცენტი. „საქართველოს ტერიტორია, საქართველოს სახელმწიფო ოკუპირებულია რუსი სამხედროების მიერ. მათ შექმნეს ხელოვნური სახელმწიფოები ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია... არ მგონია, რომ მე ან პრემიერსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეს გვაქვს რაიმე განსხვავებული ხედვა რუსეთთან მიმართებით. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს რაციონალური დიალოგი რუსეთთან და ჩვენ მივალთ იმ ნიშნულამდე, როდესაც განვიხილავთ საკითხებს და არა ემოციებს", - განმარტა „მექორწინე გენერალმა“, რომელსაც თავი პრეზიდენტი ჰგონია.