პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი აშშ–ის სენატში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრეს.  გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და  ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების გზაზე  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უალტერნატივობას.  აღინიშნა  შეერთებული შტატების აქტიური როლი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

 საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული მდგომარეობა.

 სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისადმი  მხარდაჭერა.