პოლიტიკა
უსუფაშვილი “სიყმაწვილის შეცდომებს” ასწორებს და პრობლემებს საკუთარ ოჯახში კი არა, “სტალინისტებსა და ლენინელებში” ეძებს! - საქინფორმი

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. უკვე ყოფილი თანაგუნდელების განცხადებების გამო შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ ისაუბრა.

 „არის სამი მცირე პრობლემა, რომელაც გათვალისწინება სჭირდება - პირველი, გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში და ის კრიზისი, რომელიც გამოწვეულია არა საქართველოს მიერ, მაგრამ ახდენს გავლენას საქართველოზე. მეორე მცირე პრობლემაა, მაგრამ არსებობს და ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ, სახალხო პარტიის წარმომადგენლების ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში ნაციონალების პოლიტიკურ ინტერესებს. მესამე არის ის, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლაც გვიქმნის პრობლემას, რადგან მათი განცხადებები აქ ხვდება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  მისი და მისი მეუღლის ოქროებში ჩამსმელი ბიძინა ივანიშვილის მოღალატეს, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გასულ რესპუბლიკელ უსუფაშვილს მხედველობაში ჰყავდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც “ქართული ოცნების” ერთგულები დარჩნენ - საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, პარტია “მრეწველების” და ამავე სახელწოდების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი გოგი თოფაძე, პარლამენტარები ზურაბ ტყემალაძე. ომარ ნიშნიანიძე და სხვები, რომლებმაც რამდენჯერმე გაახმიანეს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრი დიდი ქართველის, გენერალისიმუს ი. სტალინის ხსოვნის შეურაცხყოფის დაუშვებლობის შესახებ.

 „საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 21 წლის კომკავშირელი ლიდერი დათო უსუფაშვილი სკკპ-ის წევრი გახდა 1989 წლის 10 აპრილს, როდესაც მთავრობის სახლთან 9 აპრილს მიტინგის დარბევის შემდეგ მთელი საქართველო პარტბილეთებს ხევდა...

 როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მისი ოფიციალური მეუღლე - თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, “ევროპაში შევიდნენ” და აბსოლუტურად დამოუკიდებლად, „ლიბერალურ - ევროპული“, ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამიტომ, “თეთრი ყვავებივით” რომ არ გამოჩნდნენ, ისინი მართლმადიდებელ ქართველ ხალხსაც აიძულებენ თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და საქართველოს სახელოვან შვილებზე უარის თქმას ვიზალიბერალიზაციისა და სექსუალური რევოლუციის სანაცვლოდ.

 „საქინფორმის“ მკითხველს შევახსენებთ, აგრეთვე, რომ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის უფლებებს ჰომოსექსუალური ლგბტ საზოგადოების სასარგებლოდ ლახავს, პარლამენტში სწორედ უსუფაშვილის ინიცირებული და გატანილია.