აქტუალური
საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რალფ ბრაუკსიპემ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე. თავდაცვის მინისტრმა რალფ ბრაუკსიპეს საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები  გააცნო.  შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.   

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილეს იოჰანეს ზინგჰამერს  და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავდაცვის პოლიტიკურ სპიკერს, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრ რაინერ არნოლდს შეხვდა.