რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ვნების შაბათს ნანი ბრეგვაძემ რუსეთსა და საქართველოს შორის სიყვარულისა და ძმობის მალე აღდგენა იწინასწარმეტყველა!“

 აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ - ვნების შაბათს ჰაერში ჩუმი, ჯერ კიდევ გაუხმოვანებელი სიხარული ტრიალებს: უფლის ნათელი აღდგომა ჯერ არ მომხდარა, მაგრამ უბრალო და კეთილი მენელსაცხებლე ქალები უკვე  გაიქცნენ იესოს კუბოსკენ და გულით ეს სიხარული მიაქვთ. ეს - ადამიანის სულის გამოსახულებაა, რომელსაც სასწაული სწყურია, და მიუხედავად გონივრული არგუმენტებისა, გამოცდილებით იცის, რომ ნამდვილი სიყვარული ყოველთვის ამარცხებს სიკვდილს!

 უდიდესი დღესასწაულის მოლოდინში ჩუმი სიხარულით - რწმენით, რომ ძველი მეგობრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ძმობა და სიყვარული რუსებსა და ქართველებს შორის მალე დაბრუნდება - იყო გაჟღენთილი ნანი ბრეგვაძის და ვახტანგ კიკაბიძის გამოსვლა ვნების შაბათს, 2016 წლის 30 აპრილს, ანდრეი მალახოვის გადაცემაში „დღეს საღამოს. სსრკ-ს ესტრადის ლეგენდები“ რუსეთის ტელევიზიის 1 არხზე. მოსკოვის სტუდიაში შეიკრიბნენ საბჭოთა ესტრადის პოპულარული არტისტები - ანე ვესკი, სერგეი ბელიკოვი, იაროსლავ ევდოკიმოვი, ფოლად ბიულ-ბიულ ოღლი, ჯგუფი „ოპუსი“ და სხვები, მაგრამ ნანი პირველი შევიდა სტუდიაში, თავისი ხიტი Снегопад („თოვა“) შეასრულა და დაარწმუნა დამსწრენი, რომ „თოვა“ რუსულ-ქართულ ურთიერთობში მალე „უღრუბლო მზიანი ცით“ შეიცვლება (ვიდეო იხ. აქ).

 “მაშინ (სსრკ-ს გულისხმობს) ფულს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა! არავინ ისწრაფოდა, სასახლეები ეშენებინა, მანქანები ეყიდა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან თავისუფლად ვცხოვრობდით... იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და თვის ადგილს დაუბრუნდება! (აპლოდისმენტები).

 მე ძალიან ხშირად ჩამოვდივარ მოსკოვში. მაშ როგორ?! სახლში ხომ არ ვიჯდები! გარდა ამისა, ეს - სამუშაოც არის და დახმარება, რომლის იგნორირება არ შეიძლება... ბედნიერებაა, როცა მოსკოვში ჩამოვდივარ და აქ ჩემი კუთხე მაქვს - საკუთარი მშვენიერი ბინა, რომელიც მაჩუქეს... ღმერთს მადლობას ვწირავ იმისათვის, რომ არ მტოვებს, ყოველთვის მაქვს კონცერტები -  დახურული, საკლუბო...“ - ყვებოდა ნანი ბრეგვაძე, რომელსაც ნამდვილად არასდროს შეუწყვეტია გამოსვლა რუსეთში, მათ შორის - კრემლში გამართულ ღონისძიებებზე, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი ესწრებოდა (მაგალითად, აწ განსვენებული ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე, როცა მის მიერ შესრულებული Снегопад-ის შემდეგ წარმოთქმულ სადღეგრძელოში ვლადიმრ ვლადიმიროვიჩმა განაცხადა, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი - მოგვარებადია).

 მერე თბილისიდან, საკუთარი სახლიდან პირდაპირი ჩართვით გადაცემას მიმინო“ შემოუერთდა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში  დიდ ავიაციაში წასვლა სურდა - რუსების დასაბომბად, მერე კი მოსკოვს სახეში მიათხლიშა „ხალხთა მეგობრობის ორდენი“. „ჩვენ ძალიან ულამაზო გერბი გვქონდა (მხედველობაში აქვს სსრკ-ს გერბი), რომლის გამო არსად ვუყვარდით... მაგრამ მაშინ არსებობდა სამხატვრო საბჭო, კომპოზიტორი კომპოზიტორი იყო, პოეტი პოეტობდა... სამხატვრო საბჭო ამბობდა - ეს შეიძლება, ეს კი - არა. მართალია, ბევრი აკრძალვა იყო, მაგრამ ასე თუ ისე, ხარისხიც იყო. ადამიანი კონცერტიდან რომ გამოვა, რაღაცაზე ხომ უნდა იფიქროს, თან რაღაცა უნდა წაიღოს, ახლა ასეთი რამ არ ხდება, - იხსენებდა საბჭოთა წარსულს ბუბა კიკაბიძე და უცებ განაცხადა - ვაღმერთებ რუს ხალხს! ძალიან მენატრება რუსეთის მაყურებელი...“.

 რით აიხსნება ესოდენ მოულოდნელი განცხადება არტისტისა, რომელიც უკვე არაერთი წელია, სააკაშვილის მთავარ PR-ინსტრუმენტს წარმოადგენს - როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში? ნუთუ მიშას ფული და ორდენები გამოელია? ანდა „ათას ღობეზე გადამხტარმა“ კიკაბიძემ იგრძნო, რომ ოდესაში, პროფკავშირის სახლში ცოცხლად დამწვართა წლისთავზე, რაღაც ძალიან ძლიერი „დამწვრის სუნი“ დატრიალდა და რომ მისი ახლანდელი მეგობრების -  ბანდერელებისგან დროზე უნდა მოუსვას?! თანაც საეჭვოა, თბილისმა „ვაზელინ“ ბუბას აპატიოს და დაივიწყოს, რომ ფულის და ორდენების გულისთვის ის ანალურ მოძალადეს და ჯალათს, რეკეტიორს და ქურდს, ლაჩარსა და ნარკომანს, სამშობლოს მოღალატეს, ქართველების, ოსების და რუსების სერიულ მკვლელს, გაუნათლებელ პარანოიკს - სიფილისიან ბოროტმოქმედ სააკაშვილს დაუწვა, რომელსაც ათასობით შურისძიების წყურვილით ატაცებული ადამიანი და საქართველოს მართლმსაჯულება ეძებს!

 ამიტომაც კიკაბიძემ წინასწარ მომზადებული ვარიანტი  აამოქმედა, კერძოდ, სთხოვა თავის მეგობარ ნანი ბრეგვაძეს, რომელიც კრემლში მიღებულია და რომელსაც ხშირად ხვდება და მასთან ერთად სცენაზე ხშირად გამოდის, ახალი გზა გაუკვალოს მოსკოვისკენ! როგორც მოსკოვის სტუდიაში „ლეგენდარული ბუბას“ გამოჩენაზე არაგულღვარძლიანი და გულკეთილი რუსების აღფრთოვანებული რეაქციის მიხედვით ჩანდა, ნანის ამის გაკეთება, სულაც არ გაუჭირდება...

 ეს ვერსია თბილისიდან ჩართვის დასრულების შემდეგ ბრეგვაძის კომენტარმა დაადასტურა: „მის ნაცვლად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ყოველთვის ცოტა დრო მაინც უნდა გავიდეს... ცოა მოიცადეთ, და ის თვენთან ჩამოვა! - თავდებად დაუდგა ნანი მეგობარს და მასთან ერთად - მთელ საქართველოს, და განაგრძო - იქნებ მე ზედმეტად გახსნილი ვარ, მეტისმეტად გულახდილად გესაუბრებით, მაგრამ იცით... კარგი დიდხანს არასოდეს გრძელდება და ცუდიც, ღმერთმა ქნას, დიდხანს არ გაგრძელდეს! ყველაფერი გაივლის და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით! ნამდვილად ასეა! ვიცი, რომ ასეა! ასეც უნდა იყოს!“ - დარწმუნებით განაცხადა სახელგანთქმულმა მომღერალმა წარმოშობით სსრკ-დან და მეტი დამაჯერებლობისათვის ხელები ისე დააწყო, თითქოს ლოცულობდა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 4 მაისი
საქართველო, თბილისი