აქტუალური
“მდიდრები სიმდიდრის პატრონები კი არა, უფლის მიერ გამწესებული დროებითი მმართველები არიან და ვალდებული არიან, ის ღარიბებს გაუნაწილონ!” - პატრიარქი კირილი

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. 1 მაისს, აღდგომას, НТВ -ზე პროგრამა “პოზდნიაკოვის” სტუმარი გახლდათ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელმაც, კერძოდ, თქვა:

 “ჩვენ მოვუწოდებთ, თითოეულს ახსოვდეს, რომ მისი ვალია, უპოვართ გაუნაწილოს ის თანხა, რომელიც მიიღო. კიდევ მდიდრებს ვასწავლით, რომ ისინი არ არიან იმ სიმდიდრის პატრონები, რომელიც აქვთ: ისინი ამ სიმდიდრის მმართველებად დროებით გაამწესეს. ყველა სიმდიდრე ღმერთს ეკუთვნის, და უფალს ნებისმიერ წამს შეუძლია, მმართველი შეცვალოს. იქ (მიწიერი ცხოვრების დასასრულს) თან ვერანაირ ჩეკების წიგნაკს და საკრედიტო ბარათებს ვერ წაიღებ...

 სამრევლო ცხოვრება ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ხელმოკლეებს ვეხმარებოდეთ. ქრისტიანული იდეების გამოცხადება, სიკეთის აუცილებლობაზე ქადაგება და სამწყსოში კეთილი საქმეების არგაკეთება - ძალიან ცუდი სიგნალია!”.