პუბლიკაციები
„მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრავ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას !“ - კახა კალაძე

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. „მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრავ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარსდა ჟურნალისტებს ესვრის ქვას !“,- განაცხადა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 კახა კალაძის თქმით, როგორც რიგით მოქალაქეს მას ძალიან კარგად ახსოვს, რას ნიშნავს,როცა ქვას ესვრიან და სიტყვიერშეურაცხყოფას აყენებენ.

„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩვენთვის პრინციპულადმიუღებელია ყოველგვარი აგრესია და ძალადობა საარჩევნო პროცესში. სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოფელკორცხელში მაინც შეძლო პროვოკაციის მოწყობა. მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყოდიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებსრამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ„ნაციონალურ მოძრაობას“ განზრახული აქვს სოფელ კორცხელის საარჩევნო უბნის „ჩაშლა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ კორცხელშიჩაყვანილი ყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელთაც კონკრეტულად ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბატონი ბეჟაშვილი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ცოტა მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ განცხადებას, სადაც ფოტო სურათებით დეტალურად მოგაწოდებთ კონკრეტულ ინფორმაციას იქ ჩაყვანილ ზონდერ პიროვნებებზე.

  გვაქვს ინფორმაცია რომ უბნების დახურვის შემდგომაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოვუწოდებთ მოსახლეობას არ აყვნენ არავის დაარ გახდნენ ნაციონალების დაგეგმილი სცენარის უნებური მონაწილეები. ამჯერად, მოდის შეტყობინებები, რომ მედიას არ აცლიანადგილზე მუშაობას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს. როგორც ხელისუფლებისწარმომადგენელმა მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერისახის ფიზიკური დაპირისპირება, გამოავლინონ თითოეული ის პირი, ვინც ქვას ისვრის ან სხვა სახის პროვოკაციებს აწყობს,მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი, საარჩევნო უბნები და უზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა!. მინდა აქვედავამატო პირადად ჩემგან ,როგორც  რიგითმა მოქალაქემ, მე ძალიან კარგად მახსოვს, რაც არის, როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერშეურაცხყოფას გაყენებენ, და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე, რომ მსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერასდროსგაიმეოროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას- არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი დემოკრატიული და ცივილური არჩევნებიჩვეულებისამებრ ძალადობის და უკანონობის პოლიგონად გადააქციონ. მე ვაპატიე იმ ადამიანებს ,ვინც ქვას ჩემი მიმართულებითისროდა--- მაგრავ ვერ და არ ვაპატიებ იმათ ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას!”,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.