უცხოეთი
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა ტრამპის იდეას კიმ ჩენ ინთან შეხვედრის თაობაზე ნონსენსი უწოდა

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ელჩმა გაეროში პიონ სე სომ უაზრობა უწოდა მილიარდერ დონალდ ტრამპის სიტყვებს, რომელმაც მზაობა გამოთქვა, შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, – იუწყება „როიტერსი“.

 „შეხვდება თუ არა, დამოუკიდებულია ჩემი უმაღლესი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, თუმცა, ჩემი აზრით, მისი (ტრამპის) იდეა ნონსენსია“, – განაცხადა სე სომ.

 წინა კვირას აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ სურვილი აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდეს და მასთან ერთად განიხილოს ბირთვული პროგრამა.